უნდა დავაჭრათ თუ არა ფრჩხილები ახალშობილს

07-11-2022

უსაფრთხოა თუ არა ახალშობილისთვის ფრჩხილების დაჭრა?

ბავშვს ფრჩხილები შეგიძლიათ დააჭრათ სიცოცხლის პირველივე დღეებში, სამშობიაროში. ამისათვის შეგიძლიათ მედპერსონალიც დაიხმაროთ. ზოგიერთი დედა თავს იკავებს ფრჩხილების დაჭრისგან სხვადასხვა მითის გამო, რაც სრულიად გაუმართლებელია. ამის გამო ბავშვებს უწევსთ ხელთათმანის კეთება 40 დღემდე. შეხება არის ის გრძნობა, რომლითაც ახალშობილი ვითარდება, ამყარებს კავშირს გარესამყაროსთან, სწავლობს გარემოს და მნიშვნელოვან კავშირს ამყარებს მშობელთან - ამიტომ არ ჩააცვათ ბავშვს ხელთათმანი.დააჭერით ფრჩხილები და იყავით მშვიდად. ძილის დრო საუკეთესო პერიოდია ბავშვისთვის ფრჩხილების დასაჭრელად. 

როგორ მოვუაროთ ბავშვის ფრჩხილებს და მაკრატელს?

ბავშვს უნდა ჰქონდეს საკუთარი, პირადი  მაკრატელი. პირველ გამოყენებამდე უმჯობესია გაასტერილოთ, 5-10 წუთი მდუღარე წყალში მოათავსოთ. ყოველ მომდევნო ჯერზე უბრალოდ საპნიან წყალში გავლება აბსოლუტურად საკმარისი იქნება. თუ მაინც თვლით, რომ ეს არ არის საკმარისი, მაკრატელი შეგიძლიათ დაამუშაოთ რომელიმე ანტისეპტიკური საშუალებით, მაგალითად, იოდით, სპირტით, წყალბადის ზეჟანგით და ა.შ. როგორც უკვე აღვნიშნთ, ეს არ არის აუცილებელი, თუმცა ბავშვისთვის ეს უვნებელია და გულიც მშვიდად გექნებათ. 

როდის დავაჭრათ ფრჩხილები ბავშვს?

ფრჩხილების დაჭრა უმჯობესია ბანაობის შემდეგ. ფეხებზე ფრჩხილებს სწორად აჭრიან, ხელებზე კი - მრგვლად. ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმა იცოდეს, რომ რაც უფრო მოკლედ არის მოჭრილი ფრჩხილი, მით მეტია მისი ჩაზრდის ალბათობა, ამიტომ  ფრჩხილის მოჭრის დროს იყავით ზომიერი და გახსოვდეთ ასევე, რომ ბავშვის მაკრატელი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ბავშვისთვის ფრჩხილების დასაჭრელად და სხვა არავისთვის და არაფრისთვის. 

 

წყარო: ექიმი კომაროვსკი 365 რჩევა სიცოცხლის პირველ წელს 

ასევე დაგაინტერესებთ:

უნდა ჩავაცვათ თუ არა ახალშობილს ხელთათმანი?