როდესაც ბავშვს სტომატოლოგთან მისვლის ეშინია

15-09-2022

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ბავშვს სტომატოლოგის ეშინია?

კბილის ამოღების და მკურნალობის შიში ყველასთვის ცნობილია: ეს უცნაური მანიპულაციები, რომელიც, მიუხედავად  იმისა, რომ ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ არის მიმართული, იწვევს შიშს და ეჭვებს. როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს შვილს ისე ეშინია კბილის ექიმის, რომ სკამზეა აკრული და პირს არ უღებს?
მოდით ვნახოთ, რას გვირჩევენ ფსიქოლოგები.

სტომატოლოგი, კბილის ტკივილი, სტომატოლოგის შიში,

რატომ ეშინია ბავშვს სტომატოლოგის? 

არსებობს შიში თავად პროცედურისა და ადამიანის, რომელიც ამ პროცედურას ატარებს. 
 ეს ორი განსხვავებული რამაა. მოზრდილ ბავშვებს, როგორც წესი, ეშინიათ ანესთეზიის. ჰგონიათ, რომ ნემსის გაკეთება მტკივნეულია. პატარებს თავად ექიმის ეშინიათ, ფიქრობენ, რომ ეს არის ცუდი ადამიანი, რომელსაც მისთვის ზიანის მიყენება შეუძლია და რომ მან თავს უნდა უშველოს. თუ მიზეზებზე ვსაუბრობთ, შიშის ერთ-ერთი მიზეზი ექიმთან სტუმრობის დროს განცდილი ნეგატიური შეგრძნებებია. ეს ხშირად ხდება. ერთის მხრივ უფროსები ცდილობენ მხარი დაუჭირონ ბავშვებს და შეუმსუბუქონ ექიმთან ვიზიტის პროცესი, მეორეს მხრივ ბავშვს ჰგონია, რომ ეს რაღაც საშინელი პროცესია, იმახსოვრებს და შემდეგ ჯერზე ექიმთან კაბინეტში შესვლაც კი უკვე პრობლემას წარმოადგენს.

სტომატოლოგი, კბილის ტკივილი, სტომატოლოგის შიში,
 
როგორ დავეხმაროთ  ბავშვს შიშის დაძლევაში?

როგორც წესი, საამისოდ ექიმთან კონტაქტის დამყარება საკმარისი არის ხოლმე. ექიმი უნდა გახდეს ბავშვისთვის ნაცნობი ადამიანი, რომელსაც იგი ენდობა. ამის შემდეგ შიშის გრძნობა თავისთავად გაქრება და ბავშვი დართავს ექიმს ნებას ჩაუტაროს მას საჭირო მანიპულაცია. მთავარია, რომ ბავშვს არ ჰქონდეს კომუნიკაციის პრობლემა და შიში ზოგადად უცხო ადამიანებისა, ასეთ შემთხვევაში პრობლემა უფრო რთული მოსაგვარებელი ხდება. 
არ ღირს ბავშვის წახალისება სათამაშოებით, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ექიმთან მიდის არა სათამაშოს, დედის ან მამის ხათრით, არამედ იმიტომ, რომ თავად იყოს კარგად. თუმცა შეგიძლიათ წაახალისოთ ვიზიტის შემდეგ, თუ იგი კარგად მოიქცა, ეს მისთვის მიღწევაა, გმირობის ტოლფასია და ეს შეგიძლიათ აღნიშნოთ და წაახალისოთ კიდეც სათამაშოთი ან რაიმე ტკბილეულით. 

სტომატოლოგი, კბილის ტკივილი, სტომატოლოგის შიში,
საინტერესოა, რომ სტომატოლოგთან პირის გაღების პროცესი გაიგივებულია დისკომფორტის ატანასთან, რამდენად მზად არის აიტანოს გარკვეული დისკომფორტი.  
მშობელი უნდა ეცადოს, მიაჩვიოს ბავშვს გარკვეულ დისკომფორტთან შეგუება, ეცადოს, ყველაფერი სასწრაფოდ არ  მისცეს, დააცადოს, რომ ბავშვმა შეიგრძნოს შიმშილი და მერე აჭამოს და ა.შ. 
ასევე ძალიან კარგია მოტივაცია. მოტივაციის გამო ადამიანს ძალიან ბევრი რამის მოთმენა შეუძლია. ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ სტომატოლოგთან ან ნებისმიერ ექიმთან ვიზიტის დროსაც. 
ნაკლები სტრესის მისაღებად უმჯობესი იქნება ნელ-ნელა შეაგუოთ გარემოს, თუნდაც სავარძელს, რომელშიც ჯდომა მოუწევს. მიეცით უფლება შეეხოს, დაჯდეს, წამოდგეს, აუხსენით, რომ შეიძლება ღილაკით მართოს, ეს მას გაახალისებს და შიშის გრძნობას გაუნელებს.   

სტომატოლოგი, კბილის ტკივილი, სტომატოლოგის შიში,

არ არის აუცილებელი, ბავშვი ექიმთან მხოლოდ მაშინ მიიყვანოთ, როდესაც კბილი ასტკივდება, უმჯობესია ვიზიტი იქამდეც ჰქონდეს, თუნდაც უბრალოდ კბილების დასათვალიერებლად, რათა აღნიშნული სიტუაცია მისთვის ძალიან ახალი და უცხო არ იყოს. 
ასევე შეგიძლიათ თამაშ-თამაშით შეაგუოთ, რომ კბილებში ჩნდებიან ხოლმე მიკრობები და ექიმი არის სწორედ ის ადამიანი, ვინც ამ მიკრობების განდევნაში დაეხმარება და ამის გაკეთება დედას არ შეუძლია. 

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ არის აუცილებელი ფტორი ბავშვებისთვის?