დაბინძურებულ ჰაერს შეუძლია შეაფერხოს ბავშვის განვითარება

30-03-2022

ბავშვების ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის 6 მიზეზი
1.     ბავშვების ფილტვები განვითარების პროცესშია, დაბინძურებულმა ჰაერმა კი შესაძლოა ეს ბიოლოგიური პროცესი შეაფერხოს. 
2.     ბავშვის ორგანიზმს არ გააჩნია მეტაბოლიზაციის, დეტოქსიკაციის და დაბინძურებულს ჰაერში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნის სრულფასოვანი უნარი.
3.     ბავშვის ტვინი განვითარების პროცესშია, დაბინძურებულ ჰაერში არსებულ ნეიროტოქსიკურ ნივთიერებებს კი შეუძლია ხელი შეუშალოს ან საერთოდ შეაფერხოს ბავშვის კოგნიტიურ განვითარებას. 
4.     ბავშვები უფრო მეტ ჰაერს შეისუნთქავენ, ვიდრე ზრდასრულები.
5.     ბავშვები უფრო აქტიურები არიან, ვიდრე უფროსები, ამიტომ ისინი უფრო მეტს სუნთქავენ. 
6.     როგორც წესი, ქალები, რომლებსაც ორსულობის დაბინძურებულ ჰაერში უწევთ ყოფნა, უმეტესწილად ნაადრევად მშობიარობენ და სხეულის დაბალი მასის მქონე ბავშვებს აჩენენ. 

როგორ დავიცვათ ბავშვები ჰაერის დაბინძურებისგან შენობაში?
•    არ მოწიოთ შენობაში.
•    სახლის გასათბობად და საკვების მოსამზადებლად ბუნებრივი საწვავი გამოიყენეთ, მაგალითად, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და ა.შ.
•    ხშირად გაანიავეთ შენობა, განსაკუთრებით საჭმლის მომზადების დროს. 
•    თავი აარიდეთ ნავთის ღუმელს.
•    ნუ გამოიყენებთ არომატულ სანთლებსა და ჰაერის არომატიზატორებს.  

როგორ დავიცვათ ბავშვები ჰაერის დაბინძურებისაგან ღია სივრცეში
•    ეცადეთ არასდროს დაწვათ ნაგავი, მისი უტილიზაციისთვის გამოიყენეთ კომპოსტერი.
•    ეცადეთ, არ ასეირნოთ ბავშვი ტრანსპორტით გადატვირთულ მონაკვეთებში, სადაც დიდი გამონაბოლქვია.  
•    ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ცხოვრების ჯანსაღ წესს, ჯანმრთელ კვებას, ჩაიტარეთ დროული იმუნიზაცია. 

ეცადეთ მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოუფრთხიდეთ ბუნებას და არ დააბინძუროთ ჰაერი.