ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი იყოს ჭკვიანი, განათლებული და წარმატებული. ამიტომაც არის, რომ ცუდი ნიშნის მიღების შემთხვევაში ღელვას და ნერვიულობას იწყებენ. ღირს კი ამ დროს ნერვიულობა?
სწავლის დროს გამოვლენილი სირთულეების მიზეზი ძირითადად არის ორი:
რა შეიძლება იყოს გამომწვევი გარე ფაქტორები?
ოჯახური აღზრდა, ოჯახი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ოჯახი უყალიბებს ბავშვს ადრეული ასაკიდან სწავლისადმი ინტერესს ან პირიქით. ოჯახის ფასეულობებსა და ტრადიციებს ბავშვი ჩვილობიდან ისრუტავს და ითავისებს. თუ სახლში ხშირია კონფლიქტები და გაუგებრობები, ბავშვი აგრესიულ გარემოში იზრდება, ეს აუცილებლად აისახება მის ფსიქიკაზე. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხშირი ოჯახური კონფლიქტები ბავშვში იწვევს სტრესის ჰორმონის მნიშვნელოვან ზრდას, რაც ხელს უშლის მისი ათვისების უნარს. პირიქითაც ხდება, ბავშვს ოჯახის წევრები იმდენად დიდ ყურადღებას უთმობენ, რომ არ აძლევენ დამოუკიდებლად მეცადინეობის და სწავლის საშუალებას, რაც ასევე ხელს უშლის მისი ათვისების უნარს.
ასე რომ, ბავშვის ცუდად სწავლის მიზეზი შესაძლოა იყოს:
ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ბავშვი იზრდება, ვის ეკონტაქტება, ვის ეთამაშება, ვის ემეგობრება და ა.შ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თანაკლასელებთან და მასწავლებელთან ურთიერთობა. კონფლიქტური სიტუაციები და სწორად გადაჭრის გზების პოვნა.
თანამედროვე სამყაროში სწავლების ძალიან ბევრი სისტემა არსებობს, ეს დამოკიდებულია მშობლის მიერ შერჩეულ სკოლასა და თავად მასწავლებელზეც. ყველაზე მაღალკვალიფიციური მასწავლებელიც კი ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ მისი ყველა მოსწავლე წარმატებული იქნება. შესაძლოა ამა თუ იმ ბავშვთან თავად სწავლების მეთოდმა არ გაამართლოს, მასწავლებლის მიდგომაზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
პედაგოგიურ სისტემასთან დაკავშირებული სირთულეები შეიძლება იყოს:
ცუდი სასწავლო პროგრამა
სწავლების და მეთოდიკის ტექნოლოგიები
მასწავლებლის პროფესიონალიზმი
შინაგანი ფაქტორები
გაუგებარი მასალა
ბავშვის ცუდი სწავლის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გაუგებარი მასალაა. დაგროვილი გაუგებარი მასალა იწვევს მოტივაციის დაკარგვას და სწავლაზე გულის აცრუებას.
გაკვეთილების გაცდენა, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ავადმყოფობას ან რაიმე სხვა მიზეზს.
ახალი თემის ათვისებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ახალი მასალის ასათვისებლად გამოყოფილი არასაკმარისი დრო.
საერთოდ კი, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ყველას ათვისების თავისებური უნარი გააჩნია. მაგალითად მემარცხენე ბავშვებს უჭირთ წერის ათვისება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეზღუდულები არიან ამ საკითხში, სწორად მიდგომის შემთხვევაში ეს ფაქტორი პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს.
მემარცხენეობა
დაბალი თვითშეფასება
მომატებული შფოთი
ჰიპერაქტიურობა.
ასევე ბავშვს სწავლა შესაძლოა გაუჭირდეს იმ შემთხვევაში, თუ ის ზედმეტად გადატვირთულია, დადის ბევრ წრეზე,
რჩევა მშობლებს
იმისათვის, რომ ბავშვმა კარგად ისწავლოს, მშობელმა სახლში უნდა შეუქმნას მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული ატმოსფერო, დაეხმაროს ბავშვს ახალი მასალის ათვისებაში, შეურჩიოს შესაბამისი სავარჯიშოები ლოგიკისა და სხვადასხვა უნარების განსავითარებლად, ხშირად შეაქოს და წაახალისოს.
ასწავლეთ ბავშვს, იყოს დამოუკიდებელი, ასწავლეთ დააფიქსიროს და გამოყოს დადებითი და უარყოფითი თვისებები, ყველა შესრულებული დავალების შემდეგ ჰკითხეთ, რა გაუჭირდა და პირიქით, რა მოეჩვენა ყველაზე მარტივად, არასდროს ახსენოთ ნეგატიურ კონტექსტში მისი მასწავლებელი და სკოლა. თუ ატყობთ, რომ არ სწავლობს სათანადოდ, საკითხს კომპლექსურად მიუდექით და გაითვალისწინეთ ჩვენ მიერ მოცემული რჩევები.