17 ივლისს პირველ თემატურ პარკს, დისნეილენდს, 68 წელი შეუსრულდა. პირველი გასართობის პარკი ქ. ანაჰაიმში, (აშშ, შტატი კალიფორნია) 1955 წლის 17 ივლისს გაიხსნა და მას კომპანია „უოლტ დისნეი“ მართავდა. ამის შემდეგ დისნეილენდები გაიხსნა ფლორიდაში, პარიზში, ტოკიოში, ჰონგ-კონგში, შანხაიში.მრავალწლიანი არსებობის მანძილზე პარკს ბევრი ლეგენდა უკავშირდება, ზოგი მათგანი დაუჯერებლიც არის, თუმცა არსებობს რეალური ფაქტები, რომელიც სიმართლე აღმოჩნდა.
ფაქტი #1
პარიზის დისნეილენდში, მძინარე მზეთუნახავის სასახლის წინ დამალულია კაფსულა საიდუმლო გზავნილით. კაფსულა 2035 წელს გაიხსნება, პარკის 80 წლისთავზე. ასე რომ, ამ მოვლენას ბავშვები კიდევ 12 წელი უნდა ელოდონ.
ფაქტი #2
ჯუნგლებში კრუიზი მხოლოდ ფილმი როდია. დისნეილენდის ნებისმიერ ფილიალში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, არსებობს ხელოვნური მდინარე. ყველა ამ მდინარეს აქვს საერთო სახელწოდება „ამერიკის მდინარეები“. ზოგჯერ ასეთი მდინარე თემატური პარკის ნაწილს მთლიანად აშორებს ხმელეთს. მაგალითად, ანაჰაიმის და ტიკიოს პარკებში მდინარით არის გარშემორტყმული ტომ სოიერის კუნძული, სადაც მხოლოდ ნავებით მისვლაა შესაძლებელი. დეკორაციები ავთენტურად გამოიყურება, ვიქტორიანული ეპოქის მსგავსად. არც ისე ღრმა მდინარე უფრო დამაჯერებელი და რეალური რომ ყოფილიყო, ის მუქ ფერადაც კი შეღებეს. უფრო მეტი ჯადოსნურობისა და იდუმალებისთვის ქიმიური საღებავი, მწვანე ფერის გარკვეული ელფერი გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი „კრუიზი ჯუნგლებში“ თემატურ პარკში არ არის გადაღებული, მსგავსება ძალიან დიდია და დეკორაციები ძალიან ჰგავს დისნეილენდის დეკორაციებს.
ფაქტი #3
1959 წელს აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი დისნეილენდში მიიწვიეს, მატარებლის ერთ-ერთი გზის გახსნაზე. მან მატარებლის გამოცდა ქალიშვილებთან ერთად გადაწყვიტა. არადა, გეგმაში პრეზიდენტის მონორელსზე მგზავრობა კი არ ყოფილა, რომელსაც მუდმივად ხარვეზები ჰქონდა, არამედ მის ფონზე რამდენიმე ფოტოს გადაღება იყო. რეალურად ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარებულა - მატარებელი იქამდე დაიძრა, სანამ მასში ნიქსონის გარდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც შევიდოდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ მათი სახეები და მოქმედება, როდესაც მატარებელი დაიძრა. უსაფრთხოების ყველა თანამშრომელი მატარებელს მისდევდა. ეს შეხვედრა თავად უოლტ დისნეის მიერ იყო დაგეგმილი და ალბათ, ძალიან იხალისა.
ფაქტი #4
არსებობს მოსაზრება, რომ უოლტ დისნეის ძალიან ეშინოდა თაგვების, თან ისე ძალიან, რომ მისი მთავარი პერსონაჟი, მიკი მაუსიც კი შექმნა ფობიის დასამარცხებლად. თუმცა ზუსტად ეს არავინ იცის. ექსპერტები კი ამტკიცებენ, რომ არ შეიძლება ადამიანს ეშინოდეს რამის და მისგან დადებით პერსონაჟს ქმნიდეს.
ფაქტი #5
ყველაზე პირველ დისნეილენდში ჩვეულებრივი სტუმრებისთვის უხილავი, საიდუმლო კორიდორების სისტემა შეიქმნა. მას კომუნალურ კორიდორს უწოდებენ. ეს ლაბირინთ იმისთვის არის საჭირო, რომ თანამშრომლებს, სტუმრების ვიზიტის დროს, შეუმჩნევლად შეეძლოთ მუშაობა, მაგალითად ნაგვის გადაყრა და ა.შ. ასევე შეუმჩნევლად გადაადგილება ლოკაციებზე. მოგვიანებით ასეთი ლაბირინთები, კიდევ უფრო რთული და გრძელი, სხვადასხვა ფილიალში გაკეთდა.
ფაქტი #6
პარკის ტერიტორიაზე არის ციხეებიც, თუმცა გისოსებიან ოთახებს ნუ წარმოიდგენთ. ეს გახლავთ ჩვეულებრივი ოთახები, სადაც წესრიგის დამრღვევებს აგზავნიან. განაჩენი კი შესაძლოა ძალიან მკაცრი დადგეს და წესრიგის დამრღვევს პარკში ვიზიტი ერთი წლით და მთელი ცხოვრებაც კი აეკრძალოს. ყველაზე პირველ დისნეილენდში ცხოველების სასაფლაოც კი არსებობს გარდაცვლილი თანამშრომელი ცხოველებისთვის. ეს ზონა სტუმრებისთვის დაკეტილია.
ფაქტი #7
ყველა აღნიშნავს, რომ დისნეილენდში იგრძნობა ვანილის და ციტრუსის არომატები, რომელიც ადამიანში რაიმე გემრიელის მირთმევის სურვილს აღვიძებს. ეს სურნელი პოპ კორნს და ნამცხვრებს კი არ ასდით, მას არომატიზატორები აფრქვევს.
2022 წელს ამ არომატების დახმარებით დისნეილენდში გაყიდვები 3-ჯერ გაზარდა.
ფაქტი #8
ძალიან ბევრ ცნობილ ვარსკვლავს უმუშავია დისნეილენდში ახალგაზრდობაში. მაგალითად მიშელ ფაიფერს, კევინ კოსტნერს.
ფაქტი #9
პარკის თანამშრომლებს აქვთ ვალდებულება, დაიცვან სრული ანონიმურობა. მათ არ აქვთ უფლება ისაუბრონ იმაზე, თუ რა ხდება პარკში. არც ერთ ამა თუ იმ პერსონაჟის ფორმაში გადაცმულ თანამშრომელს არ აქვს ფოტოს გადაღების და მისი სოციალურ ქსელში განთავსების უფლება.
ფაქტი #10
დისნეილენდში არ იყიდება არანაირი საღეჭი რეზინი. პარკში ეს აკრძალულია, იმიტომ რომ საღეჭ რეზინებთან ერთად პარკში სისუფთავის დაცვა ძალიან გაჭირდებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ: