„ბავშვისთვის უსიამოვნებების თავიდან აცილების ყველაზე კარგი გზა მათი რამით დაინტერესებაა“ - უოლტ დისნეის ცნობილი ციტატები

20-03-2022

უოლტერ ელაიას დისნეი - ამერიკელი მხატვარ-მულტიპლიკატორი, კონორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი. დამფუძნებელი კომპანიის „ულოტ დისნეი პროდაქშენი“, და მულტიმედიური იმპერია „უოლტ დისნეი კომპანის“. უოლტ დისნეიმ მსოფლიოში პირველმა გადაიღო ხმოვანი და მუსიკალური მულტიპლიკაციური ფილმი, გადაიღო 111 ანიმაციური ფილმი და 576 ფილმის პროდიუსერი გახლდათ. კონოხელოვნების დარგში 26 ოსკარის ქანდაკება აქვს მიღებული.
 
ულტერ დისნეის ციტატები: 

  • თუ რამის წარმოდგენა შეგიძლიათ, იცოდეთ, რომ მის გაკეთებასაც შეძლებთ. მუდამ გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თაგვით დაიწყო. 
  • არასდროს არჩიოთ ბიზნესი ოჯახს. 
  • თუ ოცნება შეგიძლია, იცოდე, რომ შენთვის მათი ფრთებშესხმაც შესაძლებელია.  
  • სამყაროს რეალური პრობლემა ის არის, რომ ადამიანები იზრდებიან და აღარავის ახსოვს, რას ნიშნავს იყო 12 წლის. 
  • ფილმებს იმიტომ კი არ ვქმნი, რომ ფული გამოვიმუშავო, ფულს იმისთვის გამოვიმუშავებ, რომ ფილმები გადავიღო. 
  • მე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ვაკეთებ იმას, რაც მინდა. 
  • დისნეილენდის მშენებლობა არასდროს დასრულდება, ის იქამდე გაგრძელდება, სადამდეც ფანტაზია გვეყოფა. 
  • ყველა ადამიანს აქვს თანდაყოლილი შთაგონება, თუმცა ზოგჯერ ეს შთაგონება უმოქმედობის გამო კვდება. 
  • ვისაც ფული აქვს, ის ყოველთვის ბედნიერი არ არის. მე ვიცნობ ადამიანებს, ვინც პრაქტიკულად მშივრები არიან, თუმცა ძალიან ბედნიერები, რადგან ისინი აკეთებენ იმას, რაც უნდათ.  
  • თუ რამის გჯერა, გჯეროდეს ბოლომდე და ყველაფერი გამოგივა. 
  • ჩემი ფორმულა ასეთია: იოცნებე, გაიმრავალფეროვნე ცხოვრება და არასდროს დაკარგო საკუთარი აზრი.
  • ერთგვარი გართობაა, აკეთო შეუძლებელი რამეები.
  • თუ ბოლომდე მიჰყვები, ოცნება ახდება.  
  • ჩემს წარმოდგენას როლზე, გამოხატავს საქმე და არა სიტყვები.
  • ჩემი მთავარი ჯილდო ის არის, რომ ამ საოცარი ორგანიზაციის შექმნა შევძელი. 
  • ჩვენთვის არც ერთი სხვა კომპანიის მეთოდებს და მოდას არ აქვს მნიშვნელობა. 
  • შეცდომაა, როდესაც მხოლოდ ბავშვებზე ვორიენტირდებით, გვავიწყდება, რომ უფროსები გაზრდილი ბავშვები არიან. 
  • სანამ პერსონაჟი პიროვნებად არ ჩამოყალიბდება, მისი ნდობა არ შეიძლება. 
  • ადამიანმა უნდა დაისახოს მიზანი და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს მის შესასრულებლად. 
  • მე არ მიყვარს წარმატების გამეორება, თუმცა მიყვარს ახალ საქმეზე გადასვლა. 
  • მჯერა, რომ შეიძლება ვიყო გამომგონებელი. 
  • დიდი ხანია მივხვდი, რომ ბავშვისთვის უსიამოვნებების თავიდან აცილების ყველაზე კარი გზა მათი რამით დაინტერესებაა. 
  • მიკი მაუსი ჩემთვის დამოუკიდებლობის სიმბოლოა. 
  • თითოეული ჩვენგანი შეიძლება იყოს დარწმუნებული მხოლოდ ერთ რამეში -ოდესღაც ყელა ბავშვები ვიყავით. 
  • ბავშვურობა? ვფიქრობ, ეს ის არის, როდესაც არასდროს კარგავ იუმორის გრძნობას. 
  • მე არ ვცდილობ გავართო კრიტიკოსები, ამის გაკეთებას  პუბლიკასთან  გავრისკავ. 
  • სიცილი ამერიკის უმთავრესი ექსპორტია. 
  • შეცდომაა, როდესაც ადამიანს ახალგაზრდობაშივე არ ვასწავლით საკუთარ თავზე დამოკიდებულებას. 
  • დისნეილენდი სიყვარულის პროდუქტია, ის მხოლოდ ფულის გასაკეთებლად არ შეგვიქმნია. 
  • სიცილი მარადიულია, შთაგონებას ასაკი არ აქვს, ოცნება კი სამუდამოა. 
  • ფანტაზიაში გადავარდნილებს რეალობა არ უნდა გვავიწყდებოდეს. 
  • ფილმებს მხოლოდ ბავშვებისთვის არ ვქმნი, მე მას თითოეულ ჩვენგანში არსებული ბავშვისთვის ვაკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, რადენი წლის იქნება ეს ბავშვი.