წიგნის კითხვა ბავშვს სტრესსა და ტკივილს უმსუბუქებს

27-07-2023

იმისათვის, რომ ბავშვმა უკეთ იგრძნოს თავი სტრესულ სიტუაციაში, საკმარისია თუნდაც ნახევარი საათი წიგნის წაკითხვა ან ზღაპრის მოყოლა. 
უახლესი კვლევის შედეგები

ბრაზილიელმა მეცნიერებმა სან პაულუს ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კვლევა ჩაატარეს.  ეს ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, რამეთუ საავადმყოფოში, მით უმეტეს რეანიმაციაში, ბავშვები ძლიერ სტრესს განიცდიან. ისინი არა მხოლოდ მათ დაავადებებთან დაკავშირებული დისკომფორტის და ტკივილების გამო იტანჯებიან, არამედ მშობლებთან, სახლთან და საყვარელ საგნებთან თუ ადამიანებთან განშორების გამო, იმის გამო, რომ აბსოლუტურად დარღვეულია მათი კომფორტული, ჩვეული და უსაფრთხო ცხოვრება. ეს განცდები შესაძლოა უარყოფითად აისახოს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და  განვითარებაზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. 
მეცნიერებმა შეარჩიეს 2-დან 7 წლამდე 81 ბავშვი, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებოდათ სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ზოგს ასთმა ჰქონდა, ზოგს - პნევმონია და ა.შ.  ბავშვები შემთხვევითობის პრინციპით დაყვეს ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფში ბავშვებს ყოველდღიურად 20-25 წუთი პოპულარულ ზღაპრებს უკითხავდნენ, მეორე ჯგუფში კი იგივე დროის მონაკვეთში გამოცანებს იცნობდნენ.
იმისათვის, რომ თვალი ედევნებინათ ამ პროცესის განმავლობაში ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებისთვის, მათ კითხვამდე და კითხვის შემდეგ, ასევე გამოცანების გამოცნობის ჯგუფშიც, უღებდნენ ნერწყვის ანალიზს. მეცნიერებს აინტერესებდათ სტრესის ჰორმონის, კორტიზოლისა და  სიყვარულის ჰორმონის, ოქსიტოცინის დონე. 

წიგნის კითხვა,
გარდა ამისა, ბავშვებს 6-ბალიანი სკალით უნდა შეეფასებინათ სეანსამდე და სეანსის შემდეგ ტკივილის დონე. და ბოლოს, სეანსის შემდეგ ბავშვებს ეთამაშებოდნენ  თავისუფალ ასოციაციებს, მათ აჩვენებდნენ ექიმის, საავადმყოფოს, მედდის, წიგნის, პაციენტის, ტკივილის, წამლის  ფოტოებს და თითოეულ სუბიექტთან ან ობიექტთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები უნდა აღეწერათ. 
აღმოჩნდა, რომ ზღაპრებიც და გამოცანებიც ბავშვებზე დადებითად მოქმედებს, მათი კორტიზოლის დონე საგრძნობლად ეცემა, ოქსიტოცინის დონე მატულობს და ტკივილის შეგრძნება საგრძნობლად ქვეითდება, თუმცა წიგნის კითხვა გამოცანების გამოცნობაზე ორჯერ ეფექტური გამოდგა. 
თუ გამოცანების გამოცნობის შემდეგ ბავშვებში ოქსიტოცინის დონე ხუთჯერ გაიზარდა, კორტიზოლის დონე კი 35%-ით დაეცა, კითხვის შემდეგ ოქსიტოცინმა 9-ჯერ მოიმატა, კორტიზოლი კი 60%-ით დაეცა. რაც შეეხება ტკივილის შეგრძნებას, კითხვის შემდეგ ეს მაჩვენებელი 2,7 პუნქტით დაეცა, გამოცანების გამოცნობის შემდეგ კი - 1,54 პუნქტით.

წიგნის კითხვა,
გარდა ამისა, ზღაპრების ჯგუფის ბავშვები ბევრად პოზიტიურად იყვნენ, ვიდე გამოცანების ჯგუფის ბავშვები, ამ შემთხვევაში საუბარია მედ პერსონალთან ურთიერთობაზე. მაგალითად, როდესაც ზღაპრის ჯგუფის ბავშვები აღწერდნენ ემოციებს ფოტოების ჩვენების დროს, ისინი ამბობდნენ, რომ საავადმყოფო არის ადგილი, სადაც უნდა გამოჯანმრთელდნენ, მეორე ჯგუფი კი აღნიშნავდა, რომ საავადმყოფო არის ადგილი, სადაც მაშინ ხვდებიან, როდესაც რამე სტკივათ. კითხვის ასეთი ძლიერი, პოზიტიური, თერაპიული ეფექტი აიხსნება იმით, რომ კითხვის პროცესი ბავშვში აღვიძებს ფანტაზიას, ისინი ცოტა ხნით წყდებიან რეალობას და გადადიან ზღაპრულ სამყაროში, ლამაზში და უსაფრთხოში.

ასევე დაგაინტერესებთ: