საბავშვო ბაღის ეტაპი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მშობლისთვის და როგორც წესი, ყოველთვის გულმოდგინედ არჩევენ გარემოს, სადაც პატარამ არა უბრალოდ რამდენიმე საათი უნდა გაატაროს უმშობლოდ, არამედ ისწავლოს დამოუკიდებლობა, შეიძინოს ახალი უნარები, მოემზადოს სასკოლო პერიოდისთვის, იყოს უსაფრთხოდ, ითამაშოს, ისწავლოს კომუნიკაცია თანატოლებთან, განვითარდეს ასაკის შესაბამისად და უბრალოდ, იყოს ბედნიერი. ამგვარი უნივერსალური გარემოს პოვნა კი, დაგვეთანხმებით, არც ისე მარტივია. დღეს გიამბობთ ერთ ასეთ გამორჩეულ ბავშვთა დღის ცენტრზე, რომელიც ნაძალადევის რაიონში გაიხსნა და რაც ყველაზე სასიხარულოა, ზაფხულშიც იმუშავებს და მოემსახურება პატარებს.
უფრო დეტალურად ბავშვთა დღის ცენტრ „სკიპის“ დამფუძნებელი, ქალბატონი მეგი გვრიტიშვილი გვესაუბრება:
- მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში წამყვანი და უმნიშვლელოვანესი დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება ბავშვებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად, ხელს უწყობს მათ კეთილდღეობას, ჰოლისტურ განვითარებას, უზრუნველყოფს უსაფრთხო და მშვიდ გრემოს. შესაბამისად, ბავშვისთვის საჭირო და აუცილებელია ასაკის მიხედვით ამ ეტაპის კარგ გარემოში გავლა და იმ მნიშვნელოვანი უნარებისა თუ ბენეფიტების მიღება, რასაც საბავშვო განმავითარებელი სივრცე უნდა იძლეოდეს.
- როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს?
- ჩვენი საბავშვო დღის ცენტრის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღი უპირველესად უნდა იყოს ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო გარემო, მოწყობილი საბავშვო ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფილი შერჩეული კურიკულუმის მოთხოვნათა შესაბამისად. უნდა იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური, კვების ნორმები და რაც მთავარია, სუფევდეს მოსიყვარულე, ბავშვის კეთილდღეობაზე მორგებული, მზრუნველი, სასიამოვნო, ფსიქოლოგიურად კარგი გარემო, ისე, როგორც ეს ჩვენთან არის.
- რატომ გაგიჩნდათ საბავშვო ბაღის გახსნის სურვილი და მეტი თქვენს ბაღზე და ასევე, გვითხარით, რით არის გამორჩეული სხვათაგან?
- მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს ამ სფეროში, ადმინისტრაციულ თანამდებობაზეც ვიყავი. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მიყვარს ბავშვები, მათთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა. ჩემთვის ეს საქმიანობა არის ჩემი დამოკიდებულების, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების რეალიზაციის საშუალება.
ჩვენს ბაღს რაც შეეხება, თავად ინფრასტრუქტურა და კვების ბლოკი შეესაბამება ამ სფეროებში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ დადგენილებესა და ტექნიკურ რეგლამენტებს ( #487, 485,437). ინტერიერში გამოყენებულია უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალები. დაცულია უსაფრთხოების ნორმები. ფანჯრები აღჭურვილია ბადეებით, კიბეები - მოაჯირებით, არის შესაბამისი სტანდარტის საბავშვო ავეჯი, სათამაშოები და სხვა საგანმანათლებლო მასალა. არ არის მინისა და სხვა მსხვრევადი მასალის ვიტრაჟები. არის ცენტრალური გათბობა, უზრუნველყოფილია ცენტრალური ელ.მომარაგებით, წყლით. სამზარეულოს ბლოკი მუშაობს მხოლოდ ელექტრო ენერგიაზე, არის გათბობა, ეზო ჩაკეტილია, აღჭურვილია ვიდეო კამერებით. ბავშვებს აქვთ ოთხჯერადი კვება, ნატურალური პროდუქტებით მომზადებული.
გვყავს სერთიფიცირებული აღმზრდელები, რომლებიც შერჩეული არიან მათი გამოცდილებისა და შესაბამისი განათლების მიხედვით, ღია კონკურსის წესით. ისინი ბავშვებთან მუშაობენ მრავალფეროვანი და თანამედროვე პროგრამით, რომელიც მოიცავს თამაშით და შემეცნებით სწავლას - უცხო ენის, ხელოვნების, საქართველოს ისტორიის და ბუნების მიმართულებით, ასევე - ცეკვის, მუსიკის და ჭადრაკის გაკვეთილებს. პატარები მიიღებენ ხარისხიან სკოლამდელ განათლებას. ასევე, ლოგოპედი და ფსიქოლოგი მუშაობენ ინდივიდუალურად ბავშვებთან.
დანერგილია ჰასპის სტანდარტი დაჩვენი პრიორიტეტი იმ გარემოს შექმნაა, რომელიც არის ბავშვის ასაკზე მორგებული. ჩვენთან მიიღებიან 2–დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები.
დღის ცენტრი მუშაობს დილის 8:30 საათიდან 19 საათამდე, შაბათი დღის ჩათვლით, რაც ასევე მნიშვნელოვანია ბევრი მშობლისთვის.
აქტივობები მიმდინარეობს მცირე და დიდ ჯგუფებში. აქტივობებისთვის არის განკუთვნილი შესაბამისი სივრცეები. არის აქტიური და პასიური აქტივობების მონაცვლეობა, როგორც წინასწარ დაგეგმილი, ასევე ბავშვების მიერ ინიცირებული.
ალბათ ბევრი იკითხავს, რას ნიშნავს სკიპი? კენგურუს შვილს ჰქვია. იდეა არის ის, რომ უწყინარი ცხოველია და ჩვენთან ბავშვი, სკიპის ნახტომებით უნდა განვითარდეს, ნაბიჯებით არა, ნახტომებით...
რაც მთავარია, ჩვენთან მზრუნველი, სიყვარულით სავსე გარემოა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის კეთილდღეობაა.
- აღსანიშნავია ასევე, რომ ბაღს ეზო აქვს. რამდენად ატარებენ ბავშვები დროს სუფთა ჰაერზე?
- ეზოს აქტივობები გათვალისწინებულია დღეში რამდენჯერმე (არ გადიან მხოლოდ ქარიან ამინდში). ბაღში ყოფნის 1/3 პერიოდი განსაზღვრულია ეზოს აქტივობებისთვის, რაც დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია.
- ბევრ მშობელს გაახარებს ის ამბავი, რომ ზაფხულშიც იმუშავებს თქვენი ცენტრი...
- დიახ, პატარები ზაფხულის ცხელ დღეებს ჩვენთან ყველაზე მხიარულად და ბედნიერად გაატარებენ.
იჩქარეთ, ბაღში რეგისტრაცია ჯერ კიდევ გრძელდება.