ნაყინი, რომელსაც სუპერმარკეტში ვყიდულობთ, რძის საფუძველზეა დამზადებული (რა თქმა უნდა, თუ ის არ არის ვეგანური), აქედან გამომდინარე, ნაყინი რძის პროდუქტია. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ნაყინის მიღება მხოლოდ პირველი დაბადების დღის შემდეგ შეუძლია, რადგან ამ ასაკამდე ძროხის რძის მიღება პარატებისთვის უსაფრთხო არ არის.
თუ თქვენს შვილს ნაყინი აქამდე არასოდეს გაუსინჯავს, უმჯობესია პირველად ის სახლში შესთავაზოთ. ამ გზით შეგიძლიათ თვალი ადევნოთ რძის ან ლაქტოზას მიღების შემდეგ განვითარებულ ნებისმიერ რეაქციას, როგორიცაა მეტეორიზმი, დიარეა ან გამონაყარი. შეგიძლიათ თავად მოამზადოთ არომატული ნაყინი ნატურალური ინგრედიენტებისგან, ან აირჩიოთ ერთ-ერთი ბრენდი მაღაზიაში. რაც შეეხება მირთმევას, დარწმუნდით, რომ ულუფას არ გადააჭარბებთ: თუ ბავშვის კუჭ-ნაწლავი ჯერ კიდევ არ არის მიჩვეული რძის პროდუქტების გადამუშავებას, დიდი რაოდენობით ნაყინის მიღებამ შეიძლება შემაწუხებელი სიმპტომები გამოიწვიოს.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ბავშვმა ძროხის რძე და მისგან დამზადებული პროდუქტები 12 თვემდე არ უნდა მიიღოს. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვილების უმეტესობის საჭმლის მომნელებელი სისტემა არ არის საკმარისად განვითარებული რძის დიდი რაოდენობით გადასამუშავებლად.
და ნუ დაგვავიწყდება, რომ ნაყინი არც ისე ჯანსაღი პროდუქტია. ნაყინი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ცხიმს, ხელოვნურ არომატიზატორებს და კონსერვანტებს.
ბევრი სხვა საკვების მსგავსად, სახლში მომზადებული ვარიანტი უფრო უსაფრთხო და ჯანსაღია. გარდა ამისა, სახლში მომზადებული ნაყინი ხშირად (ბევრად) უფრო არომატულია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. თუმცა თუ თქვენ ნაყინის მაღაზიაში ყიდვას აპირებთ უპირატესობა მიანიჭეთ ბრენდებს, რომელთა ეტიკეტზე შემდეგი ინფორმაციაა განთავსებული:
თუ თქვენი შვილი ჯერ კიდევ არ არის მზად ტრადიციული ნაყინის მისართმევად, მას მაინც შეგიძლიათ შესთავაზოთ გამაგრილებელი დესერტები. ბევრი საკვები, რომელსაც, ალბათ, უკვე აძლევთ თქვენს შვილს, შეიძლება იქცეს გაყინულ კერძად.თუ გაქვთ ბლენდერი, შეგიძლიათ შეურიოთ ძროხის რძე (თუ თქვენი პატარა ერთი წლისაა), ხელოვნური საკვები, ბავშვისთვის შესაფერისი იოგურტი ან თუნდაც დედის რძე თქვენი შვილის საყვარელ პროდუქტებს, როგორებიცაა ბანანი, მოცვი, ატამი ან ავოკადო.
გაქვთ მომზადების ორი ვარიანტი:
ჯერ პიურე დაამზადეთ და შემდეგ გაყინეთ, ან ჯერ ცალკეული ხილი გაყინეთ, შემდეგ დააბლენდერეთ ის რძის პროდუქტთან ერთად და მიირთვით დაუყოვნებლივ.
რა თქმა უნდა, როგორც რძის ნებისმიერი სხვა პროდუქტი, ნაყინიც შეიცავს კალციუმს და რძის ცხიმებს, რომლებიც საჭიროა ბავშვის ზრდისთვის.
რაც უფრო სუფთაა ნაყინი (ანუ რაც უფრო ნაკლები ხელოვნური ნივთერება აქვს დამატებული), მით უფრო ჯანსაღია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გაყიდვაში არსებული ნაყინის უმეტესობა დატვირთულია შაქრით და არაჯანსაღი ინგრედიენტებით, უარყოფითი მხარეები ხშირად აღემატება ჯანსაღი ინგრედიენტების სარგებელს.
მიუხედავად ამისა, სრულიად დასაშვებია, რომ ბავშვმა ტრადიციული ნაყინი მიირთვას ზომიერი რაოდენობით. ნაყინის იშვიათად, მცირე ულუფებით მიღებას ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება.
წყარო:healthline.com