რა არის მუცლის დიასტაზი

24-04-2023

მშობიარობის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ მაინც ვერ მოახერხეთ მუცლისგან განთავისუფლება? შეიძლება ეს იყოს დიასტაზი. მუცლის კუნთების ჯგუფში ერთიანდება მუცლის გარეთა ირიბი, შიდა ირიბი, სწორი და განივი კუნთები. ისინი უზრუნველყოფს ხერხემლის სწორი პოზიციის შენარჩუნებას და  სტაბილურობას.

რას ნიშნავს მუცლის დიასტაზი?

მუცლის დიასტაზი არის მდომარეობა, რომლის დროსაც მუცლის სწორი კუნთის (rectus abdominis) ბოჭკოების განცალკევება ხდება. ეს კუნთი, ასევე ცნობილი როგორც მუცლის პრესის კუნთი, ზედაპირულად, კანის ქვეშ, მუცლის შუაში მდებარეობს. მუცლის დიასტაზი ხშირად ვლინდება ორსულობის მეორე ნახევარში, რაც ნაყოფის ზრდასთან დაკავშირებული ანატომიური ცვლილებებითაა განპირობებული. ეს მდგომარეობა, როგორც წესი მშობიარობიდან 6-8 კვირის შემდეგ გაივლის. თუმცა, არის შემთხვევები, რომ დიასტაზი დიდხანს აწუხებს დედებს. 

მუცლის დიასტაზი ნიშნები და სიმპტომები

მუცლის თიაქარს, როგორც წესი, არ ახლავს ტკივილი. ყველაზე ხშირი ჩივილი მუცლის კუნთების სისუსტის შეგრძნებაა, რაც სიმძიმის აწევის დროს განსაკუთრებით შესამჩნევია. მუცლის თიქარის გამოსავლენად შეგიძლიათ დაწვეთ ზურგზე, მუხლის სახსარში მოხაროთ ფეხები, და ხელები მოითავსოთ მუცელზე, ჭიპის დონეზე. შემდეგ აწიეთ თავი და მხრები - ამ დროს მუცლის კუნთები უნდა შეიკუმშოს - თუ თქვენ ხელებს შორის კუნთების ასიმეტრიულ შეკუმშვას ან მუცლის შუა ხაზზე ჩაღრმავებას აღმოაჩენთ, შეიძლება ეჭვი მიიტანოთ მუცლის თიაქარზე. მუცლის შუა ხაზზე ასიმეტრიულობა ან ჩაღრმავება ასევე შესამჩნევია დაწოლილი მდგომარეობიდან მჯდომარე მდგომარეობაში გადასვლისას. მუცლის თიაქარს შეიძლება ახლდეს წელის ტკივილი, რაც გამოწვეულია მუცლის კუნთების სისუსტი და ზურგის სიმძიმის დაჭერის უუნარობით. ასევე ხშირია მენჯის ფსკერის კუნთების დაჭიმულობა და ტკივილი. 

დიასტაზი,

რა იწვევს მუცლის დიასტაზს?

მუცლის თიაქრის ხშირი გამომწვევი მიზეზებია:

  • მზარდი ნაყოფის მუცლის კუნთებზე ზეწოლა
  • მუცლის კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილის ძლიერი დაჭიმვა
  • ჰორმონალური ცვლილებები, რომლებიც ორსულობას ახლავს თან
  • წონის მატება


მუცლის დიასტაზის განვითარების რისკ-ფაქტორებია:

  • ერთზე მეტი ორსულობა
  • 35 წელზე უფროსი ასაკი
  • ტყუპებზე ორსულობა
  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე

ნებისმიერმა აქტივობამ, რომელიც იწვევს მუცლის ღრუში წნევის გაზრდას, შეიძლება გამოიწვიოს მუცლის თიაქარი. მაგალითად, ასეთია: მშობიარობა, მუცლის არეში ცხიმოვანი საფარის მომატება, ყაბზობა.

როგორ სვამენ მუცლის დიასტაზის დიაგნოზს?

მუცლის დიასტაზის გამოსავლენად უმეტეს შემთხვევაში ფიზიკური გასინჯვა საკმარისია, თუმცა ექიმმა შეიძლება ასევე დანიშნოს მუცლის ულტრაბგერითი კვლევა.

როგორ შეიძლება პრევენცია ორსულობის დროს?

ორსულობამდე მუცლის კუნთების გაძლიერება ორსულობის ადრეულ ეტაპებზე მუცლის თიაქრის თავიდან აცილებისთვის განსაკუთრებით ეფექტურია. ასევე, ორსულობის განმავლობაში განხორციელებული მუცლის ვარჯიშები დაგეხმარებათ მუცლის თიაქრის პრევენციასა და მშობიარობაში. იმ შემთვევაში თუ გაწუხებთ ხშირი ხველა ან ყაბზობა აუცილებლად მიმართეთ ექიმს და არ გააჭიანუროთ მკურნალობის დაწყება. ფეხმძიმობისას ერიდეთ სიმძიმის აწევას და მუცლის კუნთების ზედმეტად დაძაბვას.

როგორ მკურნალობენ მუცლის დიასტაზს მშობიარობის შემდეგ?

სიმპტომების შესამსუბუქებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები:

 

  • არ აწიოთ ნივთები, რომლებიც თქვენს შვილზე მეტს იწონის
  • საწოლიდან ადგომისას თავდაპირველად გადაბრუნდით გვერდზე და შემდეგ წამოიწიეთ
  • შეასრულეთ ვარჯიშები, რომლებიც აძლიერებს მუცლის ღრმა კუნთებს
  • ექიმმა შეიძლება გადაგამისამართოთ ფიზიოთერაპევტთან, რომელიც სპეციალურ სავარჯიშო პროგრამას შეგიდგენთ.
  • ასევე შეგიძლიათ ატაროთ დამხმარე სარტყელი, რომელიც ხერხემლის სწორი პოზიციის დაკავებაში დაგეხმარებათ.
  • გახანგრძლივებულ და გართულებულ შემთხვევებში ასევე მიმართავენ მუცლის დიასტაზის ქირურგიულ მკურნალობასაც.

წყარო: pregnancybirthbaby.org.