ყველა ჩვენგანი ოცნებობს, რომ შვილებს ყველაფერი საუკეთესო მივცეთ, იქნება ეს ცხოვრებისეული პირობები თუ განათლება. ამასთან დაკავშირებით ახალ-ახალი ინფორმაციის მოძიება, გამოკითხვები და კვლევები მშობლების ჩვეულებრივი მოვალეობაა.
აი, რა ამოვიკითხეთ ტიბეტელი ბერების საიდუმლო მეთოდებიდან.
ფსიქოლოგების დასკვნის მიხედვით, ბავშვები განვითარების ოთხ ფაზას, ეტაპს გადიან, ტიბეტელ ბერებს კი ოთხივე ეტაპისთვის საკუთარი მეთოდები აქვთ.
ტიბეტელები მიიჩნევენ. რომ ახალდაბადებულ ბავშვს ისე უნდა მოექცე, როგორც მეფეს. აკრძალული არაფერი არ უნდა იყოს.
ამ პერიოდში ბავშვს უყალიბდება აქტიურობა, ცხოვრებისადმი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა, თუმცა მშობელს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ამ ასაკში ბავშვს არ შეუძლია ლოგიკურად აზროვნება, რის გამოც იგი ბევრ შეცდომას უშვებს და ამ შეცდომების გამო ის არ უნდა დაისაჯოს.
ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვს მრავალი ამოცანა უნდა დაუსახო და ისე უნდა მოექცე, როგორც ქვეშევდრომს.
შეცდომების შემთხვევაში ყველა შეცდომა უნდა გაირჩეს და გამოსწორდეს. ტიბეტელი ბერების აზრით, სწორედ ამ პერიოდიდან უნდა ჩამოუყალიბდეს ბავშვს გრძნობა, რომ წინასწარ გათვალოს რეაქცია მის თითოეულ მოქმედებაზე, ნაბიჯზე. ბავშვმა უნდა ისწავლოს სხვა ადამიანების გაგება.
ამ პერიოდში ბავშვს ისე უნდა მოექცეთ, როგორ თანასწორს, თანატოლს, უნდა მისცეთ რჩევები, თუმცა, ამავდროულად მისცეთ საშუალება განვითარდეს და იმოქმედოს დამოუკიდებლად.
1. პატივი ეცით ბავშვს.
2. სწავლების პერიოდში გამოიყენეთ შემდეგი მეთოდები: იმიტაცია, მეხსიერება, შეხება, მოძრაობა.
ტიბეტელები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ შესწავლის პროცესი ბავშვის ცნობიერებაში აღწევს როგორც ინტუიციურად, ისე ინტელექტუალურად.
3. შეუქმენით ბავშვს სწავლებისთვის სასიამოვნო გარემო.
4. ბავშვს უნდა ჰქონდეს სრული ჰარმონია.
5. არავითარი დასჯა და ცემა. ტიბეტელი ბერებისთვის ეს ყოვლად მიუღებელია.