როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას 

19-01-2022

მონტესორის აღზრდის სტილის მიხედვით, ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა აბსოლუტურად ნორმალურია, რაც მისი ბუნებრივი განვითარებით აიხსნება. შეუძლებელია ადამიანი ჩამოყალიბდეს სრულფასოვან პიროვნებად, თუ ის არ გამოეყოფა დედას. ალბათ ყველა მშობელს აინტერესებს, როგორ უნდა მოიქცეს, რომ მისი შვილი ნელ-ნელა, ეტაპობრივად შეეჩვიოს დამოუკიდებლობას.  

უკვე 6 თვიდან ბავშვს აქვს მცდელობა თავად სცადოს რამე. ისწავლი თუ არა ჯდომას, მიეცით კოვზი, არ აქვს მნიშვნელობა რას აჭმევთ ბავშვს და რით აჭმევთ, ერთი კოვზი თქვენ გიჭირავთ, ბავშვს თავისი უნდა ეჭიროს. ნივთების გამოყენების სურვილი და საჭიროება ბავშვს უჩნდება მას შემდეგ, რაც ხედავს, როგორ სარგებლობენ ამა თუ იმ ნივთით მისი მშობლები. შესაძლოა კოვზი დიდი ხნის განმავლობაში იდოს თეფშის გვერდზე, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ბავშვი აუცილებლად აიღებს მას და გამოიყენებს. თავდაპირველად ის შესაძლოა ხელით ჭამდეს, თუმცა ეს ნორმაა, ამის გამო ნუ ინერვიულებთ, მოვა დრო და აუცილებლად გამოიყენებთ კოვზსაც.

აღზრდის პროცესში მთავარია მოთმინება, რაც მეტად მისცემთ ბავშვს საშუალებას, მით მალე მიეჩვევა აკურატულობას. 
ბავშვმა შესაძლოა მიირთვას როგორც საკუთარ მაგიდასთან ისე საერთოსთან. სადილი შესაძლოა თქვენთან ერთად მიირთვას, დიდ მაგიდასთან, საუზმე და ვახშამი კი საკუთარ, პატარა მაგიდასთან. ეს სავსებით მიღებული და გამართლებული მეთოდია, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად სადილობის დროს ბავშვს ეძლევა საშუალება დააკვირდეს უფროსებს, გადაიღოს მათი მანერები, უბრალოდ დატკბეს ოჯახის წევრებთან ურთიერთობით. 

მონტესორი, დამოუკიდებლობა,

საკუთარ მაგიდასთან საკვების მიღების შემდეგ კი მას აქვს საშუალება როცა დაამთავრებს კვებას ადგეს, მას არ სჭირდება  ლოდინი როდის აიყვანთ ხელში და ჩამოსვამთ ძირს. 
გარდა ამისა ბავშვი ნელ-ნელა მიეჩვევა საკუთარი მაგიდის ალაგებას და დალაგებას, ვგულისხმობთ თეფშს, კოვზს, ჭიქას და ა.შ.
იმისათვის, როკ ბავშვმა ისწავლოს დამოუკიდებლად დალევა შესთავაზეთ პატარა ზომის ჭიქა

ერთი წლის ასაკი უკვე შეიძლება ბოთლიც მისცეთ, რათა თავად დაასხას წყალი ბოთლიდან ჭიქაში, ჭიქა და ბოთლი ერთად დადგით ხოლმე და გვერდით საწმენდი დაუდეთ, რათა წყლის დასხმის შემთხვევაში მოწმენდა შეძლოს. 

ძალიან კარგ ვარიანტია პლასტმასის დისპენსერი, ბავშვი თავისუფლად შეძლებს წყლის დამოუკიდებლად ავსებას.
ამ პროცესში დედას სჭირდება მოთმინება და მყარ ნერვული სისტემა, არა რის ადვილი იმის ყურება, როგორ ასხამს პატარ წყალს იატაკზე, ან იქცევს ტანსაცმელში, თუმცა მშობელი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს და ამ ყველაფერს უნდა გაუძლოს. 
უბიძგეთ ბავშვს თავად შეასრულოს გარკვეული მოქმედებები, მიიღოს გადაწყვეტილებები, გააკეთოს არჩევანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად.