პიცა ბავშვებისთვის, რა ასაკიდან შევთავაზოთ (+რეცეპტი)

13-03-2023

როდის შეუძლიათ ბავშვებს პიცის მირთმევა?

პიცის მირთმევა რეკომენდებულია მხოლოდ 12 თვის ასაკის შემდეგ, რადგან პიცა, ჩვეულებრივ, დიდი რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს და ჩვილი ბავშვებისთვის გადაცდენის საშიშროებას წარმოადგენს.

რამდენად სასარგებლოა პიცა ბავშვებისთვის?

პიცა შეიძლება სასარგებლო იყოს ბავშვისთვის, თუ ის შეიცავს ნატრიუმის მინიმალურ რაოდენობას და ტოპინგად გამოყენებულია ხილი და ბოსტნეული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში პიცას ასე არ ამზადებენ. რესტორანში და მაღაზიაში შეძენილი პიცების უმეტესობა მდიდარია ნატრიუმით, რაც არ არის ჯანსაღი ჩვილი ბავშვებისთვის. თუმცა პიცა ასევე შეიძლება შეიცავდეს პატარებისთვის სასარგებლო უამრავ საკვებ ნივთიერებას, მაგალითად, პიცა „მარგარიტა“ (ზეითუნის ზეთით, ტომატის სოუსით, ნედლი მოცარელას ყველით და რეჰანით) შეიცავს კალციუმის, რკინის, თუთიის, B ჯგუფის ვიტამინების, A და E ვიტამინების დიდ რაოდებონას.

პიცა, პიცა ბავშვებისთვის,

რომელი ტიპის პიცაა საუკეთესო ბავშვებისთვის?

გაითვალისწინეთ შემდეგი დეტალები: მთლიანი მარცვლეულისგან დამზადებული პიცა უფრო მეტ ბოჭკოს და ცილას შეიცავს, ვიდრე მაღალი ხარისხის ფქვილით დამზადებული; ყველის სახეობები, როგორიცაა ბურატა, ნედლი მოცარელა, რიკოტა და თხის ყველი გაცილებით ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს, ვიდრე პარმეზანი, პეკორინო რომანო და სხვა პოპულარული ყველის სახეობები, რომლებსაც პიცის დასამზადებლად ხშირად იყენებენ. 
რაც შეეხება ტოპინგებს, შეარჩიეთ სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი ვარიანტები, როგორიცაა ბულგარული წიწაკა, საქონლის ხორცი, სოკო და ისპანახი და შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ისეთი ინგრედიენტები, როგორებიცაა ლორი, პეპერონი და ძეხვი.

შეიცავს თუ არა პიცა კვებით ალერგენებს?

დიახ. პიცის მოსამზადებლად გამოიყენება რძის პროდუქტი (ყველი) და ხორბალი, ორივე მათგანი გავრცელებული კვებითი ალერგენია. რეცეპტიდან გამომდინარე, პიცა შეიძლება ასევე შეიცავდეს კვერცხს, თევზს, მოლუსკებს, თხილეუს (პესტო), სეზამს და სოიოს. ბავშვისთვის პიცის შეთავაზებამდე მნიშვნელოვანია, თითოეული ინგრედიენტი დამოუკიდებლად გაასინჯოთ მას, რათა გამორიცხოთ მათ მიმართ ალერგია. ამ გზით, თქვენ შეძლებთ განსაზღვროთ, რომელი ალერგენია პასუხისმგებელი შესაძლო ალერგიულ რეაქციაზე.

პიცა, პიცა ბავშვებისთვის, პიცა ბავშვისთვის, სოლიდსტარტს,

როგორ შევთავაზოთ პიცა ბავშვებს?

6-დან 8 თვემდე:
მოერიდეთ პიცის შესთავაზებას, ან შესთავაზეთ მხოლოდ პიცის ქერქი. 
ქერქის ტექსტურა უნდა იყოს მაგარი და არ უნდა იშლებოდეს მარტივად. მყარი საკვების მოკბეჩა და დაღეჭვა დაეხმარება პატარას ღეჭვის უნარების განვითარებაში. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი პიცის ქერქი შეიცავს თაფლს, სოუსში ან ტოპინგში. თაფლი თავიდან უნდა იქნას აცილებული სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ჩვილ ბავშვთა ბოტულიზმის რისკის გამო.

9-დან 11 თვემდე:
ამ ასაკში ბავშვს შეუძლია მიირთვას პიცის ნაკბენის ზომის ნაჭრები. გამორიცხეთ დიდი ზომის და მყარი კონსისტენციის მქონე ტოპინგები (როგორიცაა ანანასის, ძეხვის ან ყველის დიდი ზომის ნაჭრები და ა.შ.), რადგან ისინი ამ ასაკში წარმოადგენენ გადაცდენის და დახრჩობის რისკს. 
თქვენ ასევე შეგიძლიათ განაგრძოთ მხოლოდ პიცის ქერქის შეთავაზება.

12 თვის ზემოთ:
თუ დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვის ღეჭვის უნარები საკმარისად კარგად არის განვითარებული, შეგიძლიათ მას პიცის მცირე ზომის ნაჭერი შესთავაზოთ. გაითვალისწინეთ, რომ პიცის რბილი, თხელი ნაჭრები შეიძლება პირის ღრუში დიდი ზომის მასად გარდაიქმნას და გამოიწვიოს გულისრევის შეგრძნება. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ მდნარი ყველი ზრდის საკვების გადაცდენის რისკს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააგრძელოთ პიცის ნაკბენის ზომის ნაჭრების შეთავაზება რთულად საღეჭი ტოპინგების გარეშე. 

24 თვის ზემოთ:
ამ ასაკში, ბავშვს შეუძლია პიცის მთლიანი ნაჭრის მირთმევა ტოპინგებთან ერთად. თუ რომელიმე ტოპინგს ბავშვისთვის სახიფათოდ ჩათვლით, უბრალოდ ამოიღეთ ის, ან ბავშვს შესთავაზეთ მისი ცალკე მირთმევა. გაითვალისწინეთ, რომ შერეული ტექსტურების მქონე საკვების ღეჭვა და ყლაპვა შეიძლება ჯერ კიდევ რთული აღმოჩნდეს პატარასთვის.

ვეგეტარიანული პიცა „ცისარტყელა“

ინგრედიენტები:

  • 454 გ პიცის ცომი
  • 1 ს/კ (15 გრ) ფქვილი
  • 6 ცალი პომიდორი ჩერი
  • 4 ცალი სოკო
  • 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 1 ცალი ნარინჯისფერი ბულგარული წიწაკა
  • 1 ცალი ყვითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 ცალი წითელი ხახვი
  • 180 მლ პიცის სოუსი
  • 224 გრ გახეხილი მოცარელა
  • 4 ყლორტი რეჰანი (სურვილისამებრ)


მომზადების წესი:
გაყინეთ ცომი მაცივარში, მომზადებამდე ერთი დღით ადრე. გააცხელეთ ღუმელი 218 C ტემპერატურაზე. საცხობ  ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი.
გარეცხეთ და დაჭერით ბოსტნეული წვრილ კუბებად.მოათავსეთ ცომი საცხობ ზედაპირზე. ცომს წაუსვით სოუსის თხელი ფენა, შემდეგ მოაყარეთ ყველი და ბოსტნეული.გამოაცხვეთ პიცა, სანამ ცომი ოქროსფერი არ გახდება, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.გამოიღეთ პიცა ღუმელიდან. ოდნავ გაცივების შემდეგ მოაყარეთ თავზე დაკეპილი რეჰანი.დაჭერით პიცა ასაკისთვის შესაფერის ზომებად. შენახვა: ვეგეტარიანული პიცა „ცისარტყელა” ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში 3 დღის და საყინულეში - 2 თვის განმავლობაში.

 

წყარო:solidstarts