ნესვი ბავშვებისთვის - როდის შევთავაზოთ?

11-07-2022

როდის შეუძლია ბავშვს მიირთვას ნესვი?

ნესვი შეგიძლიათ შეიტანოთ ბავშვის კვების რაციონშ,ი როცა ის მზად იქნება მყარი საკვების მისაღებად, რაც ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკში ხდება. 
ნესვის ყიდვისას უპირატესობა მიანიჭეთ მთლიან ნესვს და არა წინასწარ დაჭრილს. მთლიანი ნაყოფი ნაკლებად სავარაუდოა შეიცავდეს მავნე ბაქტერიებს, ვიდრე წინასწარ დაჭრილი ნესვის ნაჭრები.

სასარგებლოა თუ არა ნესვი ბავშვებისთვის?

დიახ, ნესვი შეიცავს უამრავ C ვიტამინს, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვის იმუნური სისტემის ჩამოყალიბების, კოლაგენის გამომუშავებისა და რკინის ათვისებისთვის. ნესვის მირთმევა რკინით მდიდარ საკვებთან ერთად, როგორიცაა ლობიო, ოსპი, თხილი ეხმარება ორგანიზმს შეიწოვოს აუცილებელი საკვები ნივთიერებები. ნესვს ასევე შეუძლია შეამსუბუქოს ყაბზობა ჩვილებში, რადგან ის დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, მაგრამ თუ ულუფას გადააჭარბებთ, ის შეიძლება დიარეის გამომწვევიც გახდეს.
დაჭრის შემდეგ ნესვი უნდა ინახებოდეს მაცივარში. ნესვი შეიძლება გახდეს ბაქტერიების, კერძოდ კი ლისტერიის და სალმონელას წყარო, ამიტომ ყოველთვის გარეცხეთ ქერქი ნესვის დაჭრამდე.

ნესვი, კვება, ბავშვთა კვება, რეცეპტი, მენიუ,

რამდენად დიდია ნესვის გადაცდენის საფრთხე?

ნესვი მაგარი და სრიალაა. ეს თვისებები ზრდის მისი გადაცდენის და დახრჩობის რისკს. ნესვის თესლი ასევე ქმნის დახრჩობის საშიშროებას. რისკის შესამცირებლად დაჭერით ნესვი თხელ, განიერ, მართკუთხა ფორმის ნაჭრებად.

წარმოადგენს თუ არა ნესვი გავრცელებულ კვებით ალერგენს?

არა, ნესვის მიმართ ალერგია იშვიათია. თუმცა, ორალური ალერგიის სინდრომის მქონე პირები (ასევე უწოდებენ საკვების მტვრის ალერგიის სინდრომს) შეიძლება მგრძნობიარე იყვნენ ნესვის მიმართ. 

როგორ მოვამზადოთ ნესვი ბავშვისთვის?

6-დან 12 თვემდე: სუფრასთან მიტანამდე მოაცილეთ ქერქი და თესლები. დაჭრის ორი გზა არსებობს: მართკუთხედის ან ნახევარმთვარის ფორმებით.
12-დან 18 თვემდე: ბავშვს შესთავაზეთ თხელი მართკუთხედის ან ნახევარმთვარის ფორმის ნაჭრები. 
18-დან 24 თვემდე: ამ ასაკში ბავშვი შეიძლება მზად იყოს ნესვის დიდი ზომის ნაჭრების მისართმევად. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ნესვის ქერქი დაჭრამდე გარეცხილია და თესლი ამოღებული.

 

რეცეპტი: ნესვი პიტნის სალათთან ერთად

ინგრედიენტები:
•    1 მთლიანი ნესვი
•    1 სუფრის კოვზი პიტნა
•    2 სუფრის კოვზი ბერძნული იოგურტი ან ქოქოსის კრემი (სურვილისამებრ) 

მომზადების წესი:
•    გარეცხეთ ნესვის ქერქი და გააშრეთ. ნესვი გაჭერით შუაზე და ამოიღეთ თესლი. 
•    დაჭერით თხელ, ნახევარმთვარის ფორმის ნაჭრებად.
•    დაჭერით პიტნა და გადაიტანეთ ნესვის თასში. ნაზად აურიეთ. დაამატეთ ბერძნული იოგურტი ან ქოქოსის კრემი.

გემოების შეხამება

ნესვის სიტკბო უხდება თხილს, ნუშს ან კეშიუს, ცილოვან საკვებს, როგორიცაა ქათამი ან თევზი და მჟავე ხილს, როგორიცაა ციტრუსი, ყურძენი ან მარწყვი. ნესვის არომატი ასევე კარგად ერწყმის კანტალოპს და კიტრს. სცადეთ არომატის ჯანჯაფილით, რეჰანით, ლიმნით, ან პიტნით გამდიდრება.

 

წყარო: solidstarts.com