კიტრი შეიძლება ბავშვის კვების რაციონში მაშინვე შეიტანოთ, როგორც კი მზად იქნება მყარი საკვების მისაღებად, რაც, ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკში ხდება.
დიახ, თუმცა ის სუპერპროდუქტების რიგებს ნამდვილად ვერ იკავებს. მისი შემადგენლობის 95 პროცენტს წყალი შეადგენს.
კიტრი შეიცავს კაროტინოიდებს - საკვებ ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება და საჭიროა ჯანსაღი მხედველობის ჩამოსაყალიბებლად, K ვიტამინს, თუთიას, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანსაღი ძვლებისა და ტვინის განვითარებისთვის, ტანინებს (ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას) და ფიტოსტეროლებს.
შენიშვნა: კიტრი შეიცავს კუკურბიტაცინს, ორგანულ ნაერთს, რომელსაც ხანდახან შეუძლია გამოიწვიოს წამოქაფება და აბდომინალური დისკომფორტი. კანის მოცილება (სადაც ეს ნაერთი ყველაზე დიდი რაოდენობითაა) შეამცირებს კუკურბიტაცინის შემცველობას.
მყარი კონსისტენციის მქონე უმი ბოსტნეული ჩვილებისთვის დახრჩობის საშიშროებას წარმოადგენს. კიტრის მწნილის მირთმევა ასევე წარმოადგენს დახრჩობის საშიშროებას. როგორც ყოველთვის, დარწმუნდით, რომ ქმნით უსაფრთხო კვებით გარემოს, დარჩით ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ჭამის დროს და მიაწოდეთ ბავშვს ასაკისთვის შესაბამისი ფორმები.
არა. ალერგია კიტრზე იშვიათია, თუმცა ორალური ალერგიის სინდრომის მქონე პირები და ადამიანები, რომლებსაც ალერგია აქვთ ამბროზიის მიმართ შეიძლება იყვნენ მგრძნობიარენი კიტრის მიმართაც. ორალური ალერგიის სინდრომი, ჩვეულებრივ, იწვევს ხანმოკლე ქავილს ან წვას პირის ღრუში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია.
როგორც ნებისმიერი ახალი საკვების შეთავაზებისას დაიწყეთ მცირე დოზებით. თუ არასასურველი რეაქცია არ დაფიქსირდა, თანდათან გაზარდეთ ულუფის რაოდენობა მომავალ კვებაზე.
6-დან 9 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს კიტრის დიდი ზომის ნაჭრები კანთან ერთად, რათა გაუადვილდეს მისი ხელში აღება და მირთმევა. ასევე შეგიძლიათ განიხილოთ კიტრის დაჭრა გრძელ, თხელ ნაჭრებად.
9-დან 12 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს გრძელ, განიერ და თხელ ნაჭრებად დაჭრილი კიტრი კანით ან მის გარეშე ცილის ან ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთად. როდესაც ბავშვს განუვითარდება პინცეტის რეფლექსი, შესთავაზეთ მას უფრო მცირე ზომის ნაჭრები.
12-დან 24 თვემდე: ამ ასაკში ბავშვებს შეუძლიათ მარტივად აიღონ მრგვლად დაჭრილი კიტრი. ასწავლეთ ბავშვს პატარა ნაკბენების გაკეთება.
წაიკითხეთ როგორ მოამზადოთ კიტრი კამის სოუსით - რეცეპტი
წყარო: solidstarts.com