ბავშვის კვების რაციონში საზამთროს შეტანა მაშინვე შეიძლება, როგორც კი ის მყარი საკვების მირთმევას დაიწყებს, რაც ჩვეულებრივ, დაახლოებით, 6 თვის ასაკში ხდება.
დიახ. საზამთრო მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ლიკოპენით, ასევე ფიტონუტრიენტებით, როგორიცაა ბეტა-კაროტინი და უნიკალური ამინომჟავა ციტრულინი, რომელიც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას. საზამთრო ასევე შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს მცენარეული საკვებიდან რკინის შეწოვას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა საზამთროს ისეთ პროდუქტებთან ერთად მირთმევა, როგორებიცაა ქინოა, ოსპი, ჩიას თესლი ან მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.
ბევრ კულტურაში საკმაოდ გავრცელებულია საზამთროს ქერქის მოხმარება სხვადასხვა გზით, როგორიცაა მწნილის გაკეთება, ფერმენტირება, შეწვა, ან მურაბისა და ჯემის დამზადება. თუმცა უმჯობესია ბავშვის პირველ დაბადების დღემდე საზამთროს ქერქისგან დამზადებული კერძების შეთავაზებისგან თავი შეიკავოთ.
მთლიანი საზამთრო ოთახის ტემპერატურაზე მომწიფებამდე ინახება (ჩვეულებრივ, შეძენის დღიდან დაახლოებით 1-2 დღე), რის შემდეგაც ის უნდა გადაიტანოთ მაცივარში. დაჭრის შემდეგ საზამთრო შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში, 3 დღემდე. შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად დააბლენდერეთ საზამთრო, გაწურეთ და გაყინეთ წვენი.
★რჩევა: საზამთროს ყიდვისას უმჯობესია აარჩიოთ მთლიანი ნაყოფი და არა წინასწარ დაჭრილი. წინასწარ დაჭრილი საზამთროს მოხმარება დაკავშირებულია სალმონელას ინფექციის გავრცელებასთან. ამ მიზეზით, ყოველთვის უნდა გარეცხოთ საზამთრო, სანამ დაჭრით.
მიუხედავად იმისა, რომ საზამთრო ჩვეულებრივ არ განიხილება ბავშებისთვის სახიფათო საკვებად, მისმა თესლებმა შეიძლება გამოიწვიონ ასპირაცია ან ასფიქსია. საზამთრო არის „შერეული კონსისტენციის პროდუქტი“, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აქვს მყარი და რბილი ნაწილები და მისი ღეჭვისას წარმოიქმება დიდი რაოდენობით სითხე, რომელიც პირში მოძრაობს განსხვავებულად, ვიდრე ხილის მყარი მასა. საზამთროს მიღებამ თავიდან შეიძლება გამოიწვიოს ხველა და ღებინება, რადგან ბავშვი სწავლობს ერთდროულად მყარი და თხიერი კონსისტენციის საკვების გადაყლაპვას. მცირე ასაკის ჩვილებს რისკის შესამცირებლად მიართვით თესლისგან გათავისუფლებული საზამთროს ნაჭერი თავისი ქერქით. ნაყოფის დიდი ნაწილი მოჭერით, რათა ბავშვმა უფრო მოხერხებულად ჩაიდოს ნაჭერი პირში და ქერქს კბილებით მოეჭიდოს.
საზამთრო ძალიან კარგი პროდუქტია, უბრალოდ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ სანდო ადამიანისგან ყიდულობთ და არ არის ნაჩქარევად დამწიფებული და ნიტრატებით გაჯერებული. ასეთ შემთხვევაში, სარგებლის ნაცვლად, ზიანს მიიღებთ და საზამთროთი მოწამვლაც ამიტომ არის ხშირი. პროდუქტი კი არ იწვევს ამას, არამედ ის ხელოვნურად შეყვანილი ნივთიერებები, რასაც დასამწიფებლად უკეთებენ.ამიტომ, აუცილებლად იყიდეთ საზამთრო სეზონზე და აუცილებლად დარწმუნდით, რომ ნორმალურად არის მოყვანილი. ეცადეთ, არ იყოს არც ძალიან გადამწიფებული და არც დაუმწიფებელი.
არა, საზამთრო არ ითვლება გავრცელებულ ალერგენად. თუმცა, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ორალური ალერგიის სინდრომი (ასევე უწოდებენ საკვების მტვრის ალერგიის სინდრომს), შეიძლება იყვნენ მგრძნობიარე საზამთროს მიმართაც. ორალური ალერგიის სინდრომი, როგორც წესი, იწვევს ხანმოკლე ქავილს, ჩხვლეტას ან წვას პირში ღრუში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია. ადამიანები, რომლებსაც აქვთ ალერგია ლატექსის, ავოკადოს, ბანანის, პომიდვრის, კივის და ნესვის მიმართ, შესაძლოა ასევე მგრძნობიარენი იყვნენ საზამთროს მიმართაც.
დიახ. საზამთროში 90%-ზე მეტი წყალია, რაც ხელს უწყობს პერისტალტიკას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ყაბზობა აწუხებს. როდესაც ბავშვი დიდი რაოდენობით საზამთროს იღებს, შეთხელებული განავლის შემჩნევა უჩვეულო არ არის. ასევე შეიძლება საზამთროს წითელმა პიგმენტმა ბავშვის განავალს მოწითალო შეფერილობა მისცეს.
6-დან 8 თვემდე - თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი: ბავშვს საზამთრო მიართვით ქერქით, ხილის უმეტესი ნაწილი კი ამოჭერით (რათა ბავშვმა ქერქზე კბილებით მოჭიდება შეძლოს), ან შესთავაზეთ საზამთროს ჩხირები (დაახლოებით ორი თითის სიგანის) ქერქის გარეშე. გახსოვდეთ, რომ საზამთრო არის "შერეული კონსისტენციის", წვნიანი საკვები და მისმა მიღებამ შეიძლება თავიდან ხველა გამოიწვიოს, სანამ ბავშვი განსხვავებული კონსისტენციის საკვების ერთდროულად გადაყლაპვას ისწავლის.
9-დან 14 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს საზამთროს ჩხირები დაჭრილი დაახლოებით ორი თითის სისქის ნაჭრებად, ან პატარა ზომის ნაჭრები, რომლებიც მას უპრობლემოდ ჩაეტევა პირში. საზამთროს ქერქით მირთმევა შეიძლება იყოს კარგი სტრატეგია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ჯერაც ვერ შეეჩვია შერეული კონსისტენციის საკვების მირთმევას.
15-დან 24 თვემდე: ამ ასაკში შეგიძლიათ ბავშვს საზამთრო მიართვათ, როგორც პატარა ნაჭრებად, ასევე კლასიკურ, სამკუთხა ნაჭრებად, ქერქით (ის საკვებად ვარგისია, ასე რომ არ ინერვიულოთ, თუ ბავშვმა ეს ნაწილიც ჩაკბიჩა). ზაფხულის ბოლოს დაამზადეთ საზამთროს პიურე, ან წამოაცვით ნაჭრებს ჯოხები და გაყინეთ.
solidstarts.com