11 რამ, რაც მხოლოდ ტყუპის დედებს ესმით

10-02-2022

თუ თქვენ ტყუპის დედა ხართ, ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რამდენად რთულია რამდენიმე თანატოლი ბავშვის ერთად აღზრდა. ჩვენ შემოგთავაზებთ 11 ფაქტს, რომლებიც მხოლოდ ტყუპის დედებს ესმით.

1. ხალხს ყოველთვის აინტერესებს, როგორ შეძელით ტყუპის გაჩენა
თქვენ ირგვლივ მყოფები ყოველთვის გაოგნებული და აღფრთოვანებული არიან იმით, რომ ერთზე მეტი შვილის გაჩენა მოახერხეთ და გეკითხებიან, როგორ მოხდა ეს. შეიძლება მათ სინამდვილეში იმის გაგება სურდეთ, ჩასახვა ბუნებრივი გზით მოხდა თუ ხელოვნური განაყოფიერებით.
2. თქვენ საორსულე ტანისამოსის შეძენა სხვებზე გაცილებით ადრე მოგიწიათ
ტყუპის დედებს ორსულობისას მუცელი სხვებზე უფრო სწრაფად ეზრდებათ. მუცლის სიდიდის გამო მათ ხშირად ეკითხებიან, ორსულობის რომელ თვეში არიან, რადგან ჰგონიათ, რომ ძალიან მალე უნდა იმშობიარონ. ტყუპის დედებს საორსულე ტანსაცმლის შეძენაც საკმაოდ ადრე უწევთ.
3. თუ თქვენი შვილები იდენტური ტყუპები არიან, მხოლოდ თქვენ შეგეძლებათ მათი ერთმანეთისგან გარჩევა
ადვილად შესაძლებელია, რომ ამ უნარით მხოლოდ თქვენ იყოთ დაჯილდოებული და თქვენმა ნათესავებმა, მეგობრებმა ან კოლეგებმა ეს, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ შეძლონ.
4. თქვენთვის დაღლილობას სხვა მნიშვნელობა აქვს
შეიძლება გაგეცინოთ, როცა თქვენი დაუქორწინებელი მეგობრები შემოგჩივლებენ, თუ როგორ დაიღალნენ. ტყუპის დედა თავის გამოცდილებას ვერც სხვა მშობლების გამოცდილებას ადარებს. იმ მშობლებს, რომლებსაც ერთი პატარის აღზრდა უწევთ, წარმოდგენა არ აქვთ, როგორია ტყუპზე ზრუნვა.
5. საზეიმო კოსტიუმების შეკერვა სახალისოა მანამ, სანამ ბავშვები თავად არ იწყებენ არჩევას
ბავშვების ერთნაირ ტანსაცმელში გამოწყობა ძალიან სახალისოა, სანამ თითოეულს თავისი გემოვნება და ინტერესები  განუვითარდება და განსხვავებული მოთხოვნები  გაუჩნდება კოსტიუმებთან დაკავშირებით. 
6. სახლიდან გასვლა და სახლში დაბრუნება თქვენთვის ნამდვილი კოშმარია
ბავშვების ქარსითში ჩასმა ან ქარსითიდან ამოყვანა, მანქანის კარის გაღება, ბავშვების კარებამდე მიყვანა იმდენ ძალისხმევას მოითხოვს, რომ  განსაკუთრებულად დააფასებთ ავტომატურ კარებს.
7. გაზიარება სიკეთეა - მაგრამ არა ბავშვებისთვის
შეცდომა არ დაუშვათ და არ ჩათვალოთ, რომ ბავშვები სათამაშოს ან შოკოლადს ერთმანეთს გაუზიარებენ. უმჯობესია ყველაფერი ორ-ორი იყიდოთ და ასევე დარწმუნდეთ, რომ ორივე ზუსტად ერთნაირია, თორემ მომავალი ნახევარი საათი შეიძლება განერვიულებული ბავშვის დამშვიდებაში და იმის რწმუნებაში გაატაროთ, რომ წითელი ლურჯზე უკეთესი ფერი არ არის.
8. თქვენი ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს ყოველ წუთს
თუ ერთი წამით მაინც დატოვებთ ბავშვებს უმეთვალყურეოდ, ისინი შეიძლება ძალიან სწრაფად დაიმალონ, დაიკარგონ, ან რაიმე სხვა სიურპრიზი მოგიმზადონ.
9. პირველ წლებში ერთშვილიანი მშობლების მიმართ არანაირ თანაგრძნობას არ განიცდით
მართალია, თქვენ გესმით, რომ დედობა ყველასთვის რთულია, მაგრამ შეიძლება არ გეყოთ მოთმინება, მოუსმინოთ სხვა დედის ისტორიას იმაზე, თუ როგორ არ აქვს დრო ჭამისთვის, ძილისთვის ან ბანაობისთვის, როცა თქვენ ორმაგად ან უფრო მეტადაც კი იხარჯებით.
10. თქვენს სახლში მუდმივი წვეულებაა
თქვენს სახლში ყოველთვის ჟრიამულია, ტირილის,  ჩხუბის, ერთმანეთთან ქიშპობის თუ სკოლაში მომხდარი ამბების ერთდროულად მოყოლის გამო. თქვენ ირგვლივ ყოველთვის იქნება ხმამაღალი საუბარი. ამის დადებითი მხარე ისაა, რომ ერთი წამითაც ვერ მოიწყენთ.
11. მალე მიხვდებით, რომ შეუძლებელია შვილებთან მუდმივად ერთად ყოფნა
ხშირად შეიძლება ერთი ბავშვის ტირილის უგულებელყოფა მოგიწიოთ, რათა ჯერ მეორეს მიხედოთ. შეიძლება ამის გამო თავიდან თავი დამნაშავედ იგრძნოთ, თუმცა მალე გაიგებთ, რომ ისედაც საოცარ გმირობას ჩადიხართ და რაღაცები უბრალოდ თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება.