როგორ ვითარდებიან ბავშვები 3 დან 6 წლამდე

05-09-2022

3 წელი - დიდი ცვლილებების დრო

ამ ასაკში ბავშვებში დიდი ცვლილებები ხდება - ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ განვითარებას. ამ დროს აღინიშნება სიმაღლეში ზრდა, ბავშვს შეუძლია ცალ ფეხზე ხტუნაობა, დაბრკოლების გადალახვა, მთელი ტანით შებრუნება, ფეხის წვერებზე სიარული და ა.შ. როგორ უნდა დაეხმაროს ამ დროს მშობელ აღნიშნული უნარების უკეთ ათვისებაში?

  • ბავშვს უნდა შესთავაზოთ სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობები, მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მიწაზე ცხელი ლავაა და მას ფეხის წვერებზე უნდა შემოურბინოს.  
  • სცადეთ და ბავშვთან ერთად მიბაძეთ სიარულში სხვადასხვა ცხოველს, მაგალითად დათვს, კენგურუს, ბატს, მელას და ა.შ. 
  • დააწებეთ იატაკზე სკოჩი სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურის გამოსახულებით (ოვალი, რომბი, სამკუთხედი)  და ეცადეთ ბავშვი მიჰყვეს მას. 
  • კარგია ვარჯიშები სისწრაფეში, მაგალითად, ვინ იქნება პირველი...

სამი წლის ბავშვის განვითარება, მონტესორი, თამაშები,

კოორდინაციის განვითარება და საამისო ვარჯიშები კი ხელს შეუწყობს სკოლამდელ ბავშვებს, სხეულის რამდენიმე ნაწილი  ერთად ამოძრაონ. 
ხშირად ხდება, რომ მშობელი პარკსა თუ სკვერში ბავშვს არ აძლევს უფლებას აქტიურად ითამაშოს, ირბინოს, აძვრეს რომელიმე ატრაქციონზე,  ჩამოძვრეს და ა.შ. რა თქმა უნდა, დედისთვის ბევრად მოსახერხებელია, როდესაც ბავშვი გვერდით უზის, თუმცა ეს კარგი სულაც არ არის. მოძრავი თამაში თანატოლებთან ერთად დადებითად მოქმედებს ბავშვის როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ განვითარებაზე. 

რას ფიქრობენ მონტესორის პედაგოგები?

მონტესორის პედაგოგები მიიჩნევენ, რომ ხმაურიანი და აქტიური თამაშები დაეხმარება ბავშვს მეტად თავდაჯერებული იყო და ასევე - ახალ-ახალი მეგობრების მოძიებაში. 
4-5 წლის შემდეგ კი ბავშვს შეგიძლიათ შედარებით რთული ფიზიკური ვარჯიშები შესთავაზოთ, ამჯერად ტანვარჯიშის ილეთებით. ძალიან კარგია ამ ასაკში ცურვაზე, ტანვარჯიშზე, ცეკვაზე სიარული, ასევე ყინულზე სრიალი. 
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჰარმონიულად განვითარებისთვის.  ნებისმიერ ასაკი ბავშვს უნდა შესთავაზოთ ასევე შესაბამისი სავარჯიშოები.

სამი წლის ბავშვის განვითარება, მონტესორი, თამაშები,

გართობა სახლში

ძალიან კარგი იქნება, თუ ბავშვს სახლში ექნება რამდენიმე მისთვის შესაფერისი ტრენაჟორი ან სავარჯიშო ხელსაწყო და მშობელიც ჩაერთვება ფიზიკურ ვარჯიშებში. არ დაუშალოთ ეზოში სირბილი და თამაში, არ დაივიწყოთ კომფორტული სამოსის შესახებ. სპორტული სამოსი შესანიშნავი ვარიანტია ბავშვის აქტივობებისთვის. ასე ის თავს კომფორტულად იგრძნობს. სკოლის ასაკისთვის კი ეცადეთ შეიყვანოთ სპორტის რომელიმე სახეობაზე, თუმცა თუ ბავშვს ეს არ მოეწონა, არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ, ეცადეთ შეარჩიოთ მისთვის საინტერესო აქტივობა.