როგორ დავეხმაროთ ბავშვს ლაპარაკის დაწყებაში? - 7 რჩევა

09-11-2021

რა თქმა უნდა, ნებისმიერ დედას უნდა, რომ მისმა შვილმა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ლაპარაკი, თუმცა, მიუხედავად დიდი სურვილისა, ერთადერთი, რაც რეალურად შეგიძლიათ გააკეთოთ, მოგახსენებთ. 

მიჰყევით რეკომენდაციებს: 
1.    პირველი და უმთავრესი არის ბავშვთან საუბარი, აი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვმა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ლაპარაკი. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ასე არ არის და ეს ერთ კარში თამაშს წააგავს, თუმცა ასე არ არის. გადადეთ გვერდზე ტელეფონები, სმარტფონები, ცისფერი ეკრანი და ელაპარაკეთ ბავშვს. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
2.    ახსენით და კომენტარი გაუკეთეთ ყველაფერს, რას გრძნობთ, რას ხედავთ ,რა გესმით, სად წავიდა ბებია, რატომ ყეფს ძაღლი, როგორ მოგეწონათ საჭმელი და ა.შ. 
3.    დაუსვით ბავშვს შეკითხვა, ყურადღება მიაქციეთ ინტონაციას და დასვით შეკითხვები.  შეეკითხეთ, ცოტა დააცადეთ და შემდეგ დაეხმარეთ პასუხის გაცემაში, მაგალითად, აბა, სად წავიდა მამა? მართალი ხარ, მამა გარეთ გავიდა. რატომ არის მამა სველი? იმიტომ, რო გარეთ წვიმს. და ა.შ. მიაქციოს ყურადღება მოვლენებს და ისწავლოს მათი ახსნა, სიტყვებით გამოხატვა. 
4.    გაიღიმეთ, ეცადეთ, რომ ბავშვმა შეიგრძნოს სითბო და სიყვარული, სიკეთე. დადებითი ემოციები და გრძნობები. 
5.    ნუ ესაუბრებით ბავშვს ენის მოჩლექით, ესაუბრეთ გამართულად, როგორც თანასწორს. გამართულად და მკაფიოდ. 
6.    შეძლებისდგვარად, ნორმის ფარგლებში, მიმართეთ ჟესტიკულაციას. 
7.    და ბოლოს, მოუსმინეთ ბავშვს, შეაქეთ და მიეცით სტიმული.