ჰააკა - აუცილებელი ნივთი მეძუძური დედისთვის

29-08-2024

ჰააკა ძალიან პოპულარულია მეძუძურ დედებს შორის. მრავალფუნქციური გამოყენების წყალობით, ის ძუძუთი კვების რუტინაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. თუ ძუძუთი კვებას გეგმავთ, ჰააკა თქვენი მარჯვენა ხელი იქნება და ბევრ სიტუაციაში გაგიწევთ დახმარებას. თუ მათ რიცხვში ხართ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუგონია, რა არის ჰააკა, მაშინ ძალიან კარგი აღმოჩენა გელოდებათ. 

რა არის ჰააკა და როგორ გამოიყენება ის?
ჰააკა, პსპ, ძუძუთი კვება,

ჰააკა მექანიკური სილიკონის მოწყობილობა დედის რძის შესაგროვებლად. აქვს ცრემლის ფორმა და დამზადებულია რბილი, მოქნილი სილიკონისგან, რომელიც ნაზად ერგება ნებისმიერი ზომის მკერდს და ნებისმიერი ტიპის კანს. ჰააკა ბუნებრივი ტუმბოა, რომელიც ვაკუუმის მეშვეობით რძის შესაგროვებლად გამოიყენება.  ის საწყის ეტაპზე დედებს ზედმეტი რძის გამოდევნაში ეხმარება,  არ იწვევს ძუძუს თავის დაზიანებას მისი გამოყენება შეგიძლიათ ძუძთი კვების დაწყების პირველივე დღიდან. Hands-Free მუშაობა ჰააკას ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტია. ტუმბოს მიმაგრების შემდეგ მას არ სჭირდება ხელში ჭერა. თავისუფლად შეგიძლიათ გადაადგილება, სასურველი საქმის კეთება. მისი დახმარებით ზოგავთ დიდ დროს და ენერგიას. ჰააკა არის პორტატული, პატარა და მსუბუქი. შესაბამისად, მისი მოხმარება, შენახვა და ტრანსპორტირება ძალიან ადვილია. ელექტრო ტუმბოებისგან განსხვავებით, ჰააკა ბევრად ბიუჯეტურია. 
როდის და რა შემთხვევებში არის საჭირო ჰააკას გამოყენება?
ჰააკა, პსპ, ძუძუთი კვება,

  • ჰიპერლაქტაცია -   არის მდგომარეობა, რომლის დროსაც დედის ორგანიზმი წარმოქმნის იმაზე მეტი რაოდენობის რძეს, ვიდრე ბავშვს სჭირდება. რძე შეიძლება მოედინებოდეს სწრაფად და ძლიერად, რაც პატარას ხელს უშლის კვების პროცესში. ამ დროს შეიძლება გრძნობდეთ, რომ თქვენი მკერდი გადავსებული და დაჭიმულია. შეიძლება ძუძუთი კვების პროცესში გაწუხებდეთ მკერდის ტკივილი. სავარაუდოდ, კვებებს შორის რძის გამონაჟონს შეამჩნევთ. ერთი ძუძუდან კვების დროს, მეორედანაც გექნებათ დენა. ეს სიმპტომები შეიძლება მშობიარობიდან პირველივე კვირაში დაიწყოს ან ცოტა მოგვიანებით, 2-3 კვირის შემდეგ. შეიძლება თქვენი რძის მარაგი 3 თვეში თავად დარეგულირდეს. ჰიპერლაქტაციის დროს გაზრდილია სარძევე სადინრის დახშობის ან მასტიტის განვითარების რისკი. ამ დროს ხშირად წარმოიქმნება გამაგრებები. თუ გამაგრებები ახალი წარმოქმნილია ჰააკას დახმარებით მას ადვილად დაშლით. თქვენ შეძლებთ ზედმეტი რძის გამოდევნას სარძევე ჯირკვლის ზედმეტი სტიმულაციის გარეშე, ასევე რძის შეგროვებას მისი შემდგომი გამოყენებისთვის. 
     
  • გამაგრება და ძუძუს თავის დაზიანება - ჰააკა შეგიძლიათ გამოიყენოთ გამაგრებებისას, დაზიანებული ძუძუს თავების არსებობის დროს. მას აქვს ფართო თავი და მაქსიმალურად აირიდებთ თავების ტკივილს. გამოწურვის დროს ის არ ეხება ძუძუს თავს, შესაბამისად გამოწურვა ხდება ტკივილის გარეშე. მისი გამოყენება ეფექტურია ახალგაჩენილი გამაგრებების დასაშლელად. თუ ყოველ კვებაზე იყენებთ ჰააკას, გამაგრების რისკიც ძალიან დაბალია. 

ჰააკა, პსპ, ძუძუთი კვება,

  • თეთრი წერტილი -არის რძის ბუშტი, თეთრი წერილი, რომელიც ძუძუს თავზე ან არეოლაზე ჩნდება. მისი გაჩენის მიზეზი სარძევე სადინრის ზედაპირზე კანის გაზრდაა, რომელიც საცობს ქმნის და ხელს უშლის რძის გამოსვლას. მის თეთრ შეფერილობას ამ საცობზე მოწოლილი რძე განაპირობებს. ის ასევე შეიძლება სარძევე სადინრის ბოლო ნაწილის შესქელებული რძით ბლოკირებამ გამოიწვიოს. რძის ბუშტი არ არის იგივე, რაც ხახუნის შედეგად გაჩენილი ბებერა, რომელიც არასწორი მოჭიდებით, ცუდად მორგებული ძუძუსთავის სილიკონით ან გამოსაწველი აპარატით შეიძლება წარმოიქმნას. უმეტეს შემთხვევაში, რძის ბუშტი ტკივილს არ იწვევს და რამდენიმე კვირაში ქრება მკურნალობის გარეშე. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც თეთრი წერტილის გამო დედებს ტკივილი აწუხებთ. ჰააკას ვაკუუმის დახმარებით, შეგიძლიათ ეს პრობლემაც მოაგვაროთ. მისი ხშირი გამოყენება ახდენს თეთრი წერტილის გაჩენის პროვენციას და უკვე გაჩენილ პრობლემასაც აგვარებს. 
     
  • რძის მარტივი შეგროვება: ჰააკა შესანიშნავი საშუალებაა რძის გამოსაწველად მინიმალური ძალისხმევით. როდესაც ბავშვი ერთი ძუძუდან მიირთმევს რძეს, ჰააკას იმაგრებთ მეორე ძუძუზე და აგროვებთ რძეს. გამოწველილი რძე შეგიძლიათ გაყინოთ შემდგომი გამოყენებისთვის და შექმნათ რძის მარაგი.

ჰააკა, პსპ, ძუძუთი კვება,

Lansinoh-ის ჰააკას ტუმბო
თუმცა, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ჰააკა უნდა იყოს კარგი ხარისხის, სანდო და გამოცდილი, რათა ყველა ის ფუნქცია შეასრულოს, რაზეც ვისაუბრეთ.
სწორედ ასეთია პოპულარული  ბრენდის Lansinoh-ის ჰააკას ტუმბო. ბრენდი სწორედ ძუძუთი კვების პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტით არის ცნობილი. Lansinoh-ის ჰააკა დამზადებულია მაღალი ხარისხის სილიკონისგან. დედის რძის კოლექტორი იდეალურად ერგება თქვენს მკერდს და ქმნის ბუნებრივ ვაკუუმს. კოლექტორი მარტივსა და კომფორტულს ხდის დედის რძის შენახვას. ვაკუუმური ბაზა და რეგულირებადი კისრის საკიდი ხელს უწყობს რძის დაღვრის მინიმუმამდე დაყვანას. გამოდგება ყველა ზომის მკერდისთვის. მოჰყვება თავსახური და საკიდი. დამზადებულია პრემიუმ 100% კვების სილიკონისგან, რომელიც არ არის BPA და BPS, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რძეს შემდგომი გამოყენებისთვის აგროვებთ.

ჰააკას შეძენა შეგიძლიათ PSP აფთიაქში, რომელიც ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

გაეცანით Lansinoh-ის პროდუქციას


ასევე დაგაინტერესებთ:

როდის არის საჭირო საწველი აპარატის გამოყენება