ძუძუთი კვება საკეისრო კვეთის შემდეგ

27-04-2023

კანით-კანთან კონტაქტი აუცილებელია

თუ დედამ საკეისრო კვეთის შემდეგ ძუძუთი კვება ჩვილთან დაახლოებაში ძალიან დაეხმარება.  თანამედროვე გამოკვლევების მიხედვით, მედიკოსები უბრალოდ აუცილებლობად მიიჩნევენ მშობიარობის შემდეგ ჩვილისა და დედის კანით კანთან კონტაქტს. ახალდაბადებულ ბავშვს მაშინვე უწვენენ დედას, ამ დროს დედას არ უნდა ეცვას არაფერი და არც ჩვილს, შესაძლოა მას მხოლოდ ზემოდან ეფაროს რაიმე თხელი. დაბადებიდან ერთ საათის განმავლობაში ჩვილმა უნდა მიირთვას დედის რძე, ის დაიწყებს მოძრაობას და თავად მიაგნებს მკერდს. გართულებული ოპერაციის და მშობიარობის შემდეგ, თუ იმის საშუალება არ არის, რომ ჩვილი დედის მკერდზე მოათავსონ, ის შესაძლოა ოჯახის სხვა წევრმა ჩაანაცვლოს, უმჯობესია ეს იყოს მამა. უმეტესად მკერდზე დაწვენილი ჩვილი თავად იწყებს მოძრაობას და საკუთარი ძალით მიიწევს რძის მისაღებად, მაგრამ თუ ჩვილი სუსტად არის, მას მკერდზე მხოლოდ ექიმის ნებართვის შემდეგ ათავსებენ, რათა შედგეს კანით კანთან კონტაქტი დედა-შვილს შორის.

მამის კანი კანთან კონტაქტი,

პირველი კონტაქტის შემდეგ ამის გაკეთება დედას ნებისმიერ დროს შეუძლია, როდესაც მას მოესურვება. რაც უფრო მალე დაიწყებს ჩვილი დედის რძის მიღებას, მით უკეთესად იგრძნობს თავს როგორც თავად ჩვილი, ისე დედა.

როგორ მოვიქცეთ თუ დედა ვერ კვებავს ბავშვს ტკივილის გამო?

ჩვილისთვის ხელოვნური კვების, ანუ ბოთლის შეთავაზებამ შესაძლოა გამოიწვიოს გაუცხოება ძუძუსთან და ბავშვმა უარი თქვას წოვაზე, ბოთლიდან ჭამას ხომ ძალისხმევა არ სჭირდება, განსხვავებით ძუძუს წოვისგან. თუ ხელოვნური საკვების მიცემა აუცილებელია, ეცადეთ ეს კოვზით ან პატარა ჭიქით გააკეთოთ. ასევე არ ღირს ჩვილისთვის სიცოცხლის პირველ დღეებში საწოვარას მიცემაც, რადგან ამის შემდეგ შესაძლოა ასევე უარი თქვას ძუძუზე, წოვის პროცესი ხომ კვებას უკავშირდება.

რა ეტაპებს გადისც ჩვილი ძუძუთი კვებამდე? 

დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში ჩვილი გადის ცხრა უმნიშვნელოვანეს ეტაპს:

1. შეყვირება დაბადების დროს, ინტენსიური ტირილი დაბადებისთანავე.

2. რელაქსაციის ფაზა, როდესაც ჩვილი ისვენებს, იკრებს ძალებს, ამ დროს მისის პირის ღრუ, თავი ხელ-ფეხი, სხეული არის პასიურ მდგომარეობაში.

3. გამოფხიზლების ფაზა. ჩვილი იწყებს მოძრაობას, ნელ-ნელა ამოძრავებს თავს, სხეულს, ხელ-ფეხს.

4. აქტიური ფაზა. ჩვილი აქტიურად იწყებს მოძრაობას, ხელ-ფეხის ქნევას. მისი აქტივობა ნელ-ნელა იზრდება.

5. ცოცვის ფაზა, ბიძგი, რომელსაც იგი დედის ძუძუმდე მიჰყავს.

6. დამშვიდების ფაზა. ჩვილი ისვენებს, მინიმალურად აქტიურია, ამოძრავებს პირს და წოვს თითს.

7. გაცნობა. ჩვილი აღწევს არეოლამდე და იწყებს მის ლოკვას.

8. წოვის ფაზა. ჩვილი სწვდება ძუძუს თავს და იწყებს წოვას.

9. ძილის ფაზა. ჩვილი ხუჭავს თვალებს და იძინებს, ამ დროს შეიძლება დედამაც დაიძინოს. 

პოზიციები ძუძუთი კვების დროს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვილმა ძუძუ სწორად ჩაიდოს პირში, რის გაკეთებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, სწორ მოჭიდებაში მას დედა უნდა დაეხმაროს.  პირველი რამდენიმე კვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვილის იმუნური სისტემისთვის, სენსორული სტიმულაციისთვის და ა.შ. საკეისრო კვეთის შემდეგ დედას უწვეს გარკვეული მედიკამენტების მიღება, იქნება ეს ანტიბიოტიკები თუ სხვა პრეპარატები, თუმცა, როგორც წესი, ინიშნება ისეთი წამლები, რომლებიც თავსებადი ძუძუთი კვებასთან. დისკომფორტი შეიძლება გამოიწვიოს ასევე ოპერაციის შემდგომ იმ კომფორტული პოზის მოძიებამ, რომელიც საჭიროა ჩვილის ძუძუთი გამოკვებისთვის.

ძუძუთი კვება საკეიროს შემდეგ, ძუძუთი კვება, საკეისრო კვეთა,

ოპერაციის შემდეგ დედას უჭირს თავისუფლად მოძრაობა. ამ დროს მეუღლის ან მედდის დახმარება იქნება საჭირო. უმჯობესია თავდაპირველად ექიმმა ან ლაქტაციის კონსულტანტმა გაუწიოს ახალბედა დედას კონსულტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ მდგომარეობაში ჯობს ბავშვის გამოკვება. სასურველია, რომ ჩვილმა ჯერ ერთი ძუძუ დაცალოს ბოლომდე და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზოს დედამ მეორე. და ბოლოს, საკეისრო კვეთის შემდეგ დედის რეაბილიტაცია სჭირდება გარკვეული დროს, ეს ბუნებრივია და ამის ახალბედა დედას არ უნდა შეეშინდეს. სახლში მისვლისას მას აუცილებლად დასჭირდება ოჯახის წევრების დახმარება და დედამ მათ ამის საშუალება უნდა მისცეს, ეს მისთვისაც კარგი იქნება და ჩვილისთვისაც, რაც უფრო კარგად იგრძნობს თავს დედა, მით ბედნიერი და კმაყოფილი იქნება პატარაც.