გახსოვდეთ, რომ მედიცინის მეცნიერება არ იზიარებს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მეძუძური დედის კვების რაციონი განსაკუთრებულად შეზღუდული უნდა იყოს. ბავშვს გმირი დედა არ სჭირდება. ბავშვს სჭირდება ბედნიერი დედა, რომელიც ტკბება ყოველდღიური სიამოვნებებით და რომელსაც აქვს საშუალება ასევე დატკბეს სხვადასხვა სასიამოვნო გემოთი და კომფორტულად გააგრძელოს ძუძუთი კვება.
არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც მეძუძურ დედებს აძლევს საშუალებას დატკბნენ გემოებით:
1. → მეძუძური დედისთვის არანაირი სპეციალური აკრძალვა არ არსებობს.
2. → შეგიძლიათ მიირთვათ აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ორსულობამდე მიირთმევდით, რაც შეეხება ექსპერიმენტებს, ამ შემთხვევაში გირჩევთ თავი შეიკავოთ და რაც ცხოვრებაში არ გიჭამიათ და არ გაგისიჯავთ, პირველად ამ პერიოდში არ გასინჯოთ.
3. →არანაირი ალკოჰოლი.
4. →კოფეინის შემცველი სასმელის ჭარბად მოხმარებამ შესაძლოა ბავშვის სრულფასოვან ძილს საფრთხე შეუქმნას, ასე რომ, დღეში სამ ჭიქაზე მეტი არ მიიღოთ.
5. →ასევე სასურველია ზომიერად მიიღოთ ზღვის პროდუქტები.
6. →ძუძუთი კვება დიეტის მიზეზი არ არის, მეძუძურ დედას შედარებით მეტი კალორია სჭირდება.
7. →ძუძუთი კვების დროს კვებითი რაციონი უნდა იყოს სრულფასოვანი და მრავალფეროვანი.
8. →თუ მოგეჩვენათ, რომ რომელიმე კონკრეტულმა საკვებმა თქვენს შვილზე არცთუ კარგად იმოქმედა და ძუძუთი კვების შემდეგ ალერგიული რეაქცია დაუფიქსირდა, უბრალოდ შეწყვიტეთ ამ პროდუქტის მიღება.
9. →გახსოვდეთ, რომ ძუძუთი კვების დროს ბავშვმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ვიტამინი, ამიტომ მკაცრი დიეტა კარგს არაფერს მოგიტანთ.
10. →ადექვატური ძუძუთი კვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სითხის მიღება. ნუ მიეძალებით ტკბილ სასმელს. წყალი იქამდე დალიეთ ხოლმე, სანამ წყურვილის გრძნობა შეგაწუხებთ.