რა არის Power Pumping - როდის არის საჭირო მისი გამოყენება და როგორ შევარჩიოთ საწველი აპარატი

28-10-2024

რა არის ფაუერ ფამფინგი?
ფაუერ ფანმფინგი არის დედის რძის გამოწველის ტექნიკა, რომელიც კლასტერული კვების ანალოგია და აძლიერებს ორგანიზმში რძის წარმოქმნის პროცესს. 
რას ნიშნავს კლასტერული კვება? კლასტერული კვებისას ბავშვი ძუძუს ხშირად და მცირე დროით წოვს. ასეთ დროს, ყოველ 3 საათში ერთი სრული კვების ნაცვლად, ბავშვი შეიძლება საათში რამდენიმეჯერ იკვებებოდეს. რადგან ძუძუთი კვება გახშირებულია, ამ დროს რძის წარმოქმნაც უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. ფაუერ ფამფინგსაც მსგავსი ეფექტი აქვს. მთავარი პრინციპი რძის უფრო ხშირად გამოწველაა დღის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა ორგანიზმმა ბუნებრივად გაზარდოს რძის პროდუქცია. ფაუერ ფამფინგი ამის მისაღწევად უფრო სწრაფი მეთოდია. შედეგის მისაღებად რამდენიმე დღეა საჭირო.
 
როდის არის რეკომენდებული ფაუერ ფამფინგის მეთოდის გამოყენება?

ფაუერ ფამფინგის მეთოდის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ ქალებისთვის, რომლებსაც რძის მარაგის გაზრდა სჭირდებათ. თუ რძის მარაგი დამაკმაყოფილებელია, ლაქტაციის გააქტიურებამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას დედის ჯანმრთელობას. 
რძის მარაგის შემცირება შეიძლება მრავალმა მიზეზმა გამოიწვიოს. ზოგ შემთხვევაში ეს დედის სამსახურში დაბრუნების გამო ხდება, რადგან ძუძუთი კვების სიხშირე იკლებს. ასევე ძუძუთი კვების გამოტოვების ან მისი მყარი საკვებით ჩანაცვლების დროსაც მცირდება რძის პროდუქცია, ან როდესაც ბავშვი ძილის პერიოდს ახანგრძლივებს, ან როცა ახლად შეძენილი უნარები და ინტერესები ხელს უშლის კვებაზე კონცენტრირებაში. ქალის რძის მარაგი იცვლება ავადმყოფობის ან მენსტრუაციის დროსაც. რძის პროდუქციის შესუსტება ასევე შეიძლება გამოიწვიოს ორალური კონტრაცეპტივების ან იმ მედიკამენტების მიღებამ, რომლებიც ფსევდოეპინეფრინს შეიცავს. მიუხედავად იმისა, თუ რა არის მიზეზი, რძის ინტენსიური გამოწველის შედეგად შესაძლებელია რძის წარმოქმნის დონის გაზრდა და ისევ ნორმაში დაბრუნება.

ლანსინო, გამოსაწველი აპარატი,


როგორ შევარჩიოთ ფაუერ ფამფინგისთვის საჭირო საწველი აპარატი? 
Lansinoh-ის 2-1-ში მკერდის ორმაგი ელექტრო ტუმბო შექმნილია დედებისთვის, რომლებსაც სურთ კომფორტი, მოქნილობა და ეფექტურობა. აპარატი არ საჭიროებს დენის წყაროს, რაც მის გამოყენებას გზაში და სახლიდან შორ მანძილზეც კომფორტულს ხდის. მას გააჩნია რძის გამოწველის ორი ფაზა, რაც უზუნველყოფს ბავშვის ბუნებრივ წოვასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პროცესს. ფაზების ცვლილება შეიძლება დაგჭირდეთ მაშინ, როდესაც გსურთ უფრო ინტენსიურად გამოიწველოთ რძე, მაგალითად „ფაუერ-ფამფინგის“ დროს. ფაუერ ფამფინგისთვის რეკომენდებულია ელექტროგამოსაწველი აპარატის გამოყენება, რადგან იმის გათვალისწინებით, თუ რა სიხშირით მოგიწევთ გამოწველა, შეიძლება ხელები მალე დაგეღალოთ. სამედიცინო სიმძლავრის ელექტრო საწველის შემთხვევაში ბევრად ეფექტურად და სწრაფად, მძლავრად ხდება რძის გამოწველა, სარძევე ჯირკვლის სტიმულაცია და რძის რაოდენობის ზრდა. ასევე შეიძლება ორივე ძუძუ ერთდროულად გამოიწველოთ ან ერთი ძუძუთი ბავშვის კვებისას, მეორედან რძის გამოწველა განაგრძოთ.
რა წესების დაცვაა საჭირო ფაუერ ფამფინგის დროს?
არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული წესები, რომლებსაც უნდა მიჰყვეთ. მთავარი პრინციპი დღის გარკვეულ პერიოდში რძის ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გამოწველაა, რათა ორგანიზმმა ბუნებრივი რეაქციით რძის პროდუქცია გაზარდოს.
საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდებულია, ფაუერ ფამფინგს დაუთმოთ სულ მცირე ერთი საათი ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში.
აუცილებელია დაიცვათ ინტერვალები გამოწველებს შორის, რათა არ დაიზიანოთ კერტები და არ შეგაწუხოთ მკერდის ტკივილმა. გამოწველის ერთ-ერთი შესაძლო განრიგია:
•    რძის გამოწველა 20 წუთის განმავლობაში
•    10-წუთიანი შესვენება
•    გამოწველა 10 წუთის განმავლობაში
•    10-წუთიანი შესვენება
•    გამოწველა 10 წუთის განმავლობაში
შეგიძლიათ გაიმეოროთ დღეში ერთხელ ან ორჯერ.
ალტერნატიული განრიგია:
•    გამოწველა 5 წუთის განმავლობაში
•    5-წუთიანი შესვენება
•    გამოწველა 5 წუთის განმავლობაში
•    5-წუთიანი შესვენება
•    გამოწველა 5 წუთის განმავლობაში
შეგიძლიათ გაიმეოროთ დღეში 5-6-ჯერ.

 

ფაუერ ფამფინგისთვის საჭირო დრო ყველასთვის ინდივიდუალურია. ზოგი ქალისთვის შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს დღეში მხოლოდ 1-საათიანი გამოწველის სესია ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო ზოგ დედას სასურველი შედეგის მისაღებად შეიძლება ორი კვირა და უფრო ხანგრძლივი გამოწველის სესიები დასჭირდეს.

ლანსინო, ფაუერ ფამფინგი,

რძის არასაკმარისი მარაგის არსებობის ნიშნებია:
ბავშვის არადამაკმაყოფილებელი ნამატი ან წონაში კლება, ასევე სველი საფენების ჩვეულებრივზე ნაკლები რაოდენობა. შეიძლება ბავშვის მოუსვენრობა ან ძუძუთი კვების ხშირი მოთხოვნა რძის არასაკმარის მარაგს დააბრალოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ თუ ბავშვის წონაში ნამატი და სველი საფენების რაოდენობა ნორმალურია, ის საკვების ნაკლებობას არ განიცდის.
რჩევები რძის მარაგის შესანარჩუნებლად:
•    დაიცავით ძუძუთი კვების რეგულარულობა
•    ძუძუთი კვების ხანგრძლივობა და სიხშირე დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და კვების ჩვევებზე. მაგალითად, ახალშობილებს პირველი თვის განმავლობაში დღეში 8-12-ჯერ კვება სჭირდებათ, ორი თვის ასაკისთვის კი - დღეში 7-9-ჯერ.
•    არ გამოგრჩეთ ბავშვის შიმშილის გამომხატველი ნიშნები: პირის გაღება, ხელის პირთან მიტანა, ტუჩების გამობურცვა, ენის გამოყოფა.
•    კონცენტრირდით მოდუნებაზე
•    ძუძუთი კვებისას მოდუნება და კომფორტულად ყოფნა ხელს უწყობს რძის შეუფერხებლად დენას. ეცადეთ, რომ ძუძუთი კვებისას არ გაგეფანტოთ ყურადღება  და მოთავსდეთ კომფორტულად.
•    ხშირად დედები ერთი ძუძუთი კვების რუტინაში ერთვებიან, კვებას იწყებენ და ასრულებენ ერთი და იმავე ძუძუდან. თუმცა, რძის მარაგის შესანარჩუნებლად სასურველია, ბავშვი ორივე ძუძუდან გამოკვებოთ.
•    გამოწველის პროცესი თუ მტკივნეული ან არაკომფორტულია, მას შეიძლება უფრო მცირე ხნით მიმართოთ. ეს შეიძლება გამოსაწველი აპარატის მკერდზე მოსარგები ნაწილის არასწორმა ზომამ გამოიწვიოს. აირჩიეთ სწორი ზომა, რათა შეამციროთ დისკომფორტი და ტკივილი.

Lansinoh მსოფლიოში ფართოდ  ცნობილი ამერიკული ბრენდია, რომელიც სპეციალიზებულია ძუძუთი კვებისა და ბავშვის მოვლის საშუალებებზე. 
ბრენდის  მთავარი დანიშნულებაა ორსულების და მეძუძური დედების მხარდაჭერა, ჩვილების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. ლანსინო ორიენტირებულია ძუძუთი კვების პოპულარიზაციასა და დედების მხარდაჭერაზე. პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ PSP აფთიაქებში. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: Lansinoh