როგორ შევინახოთ დედის რძე და შევქმნათ რძის მარაგი

28-10-2024

როგორ შევინახოთ და გამოვიყენოთ სწორად დედის რძე?

თუ პატარას ძუძუთი კვებავთ და სამსახურში გადიხართ, სპორტულ დარბაზში მიდიხართ ან უბრალოდ ძალიან გადაიღალეთ და გსურთ გამოიძინოთ, ბავშვი მეუღლეს, ძიძას ან ბებოს ჩააბაროთ, შეგიძლიათ რძე გამოიწველოთ და მშვიდად იყოთ. რძის მარაგის შექმნა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაც აუცილებელია. ეცადეთ, მარაგის შექმნა ლაქტაციის პირველივე დღეებიდან დაიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი ბავშვთან არ იქნებით, ის მაინც მოახერხებს დედის რძის მირთმევას. გამოწველილი რძე ძალიან კარგად ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის სწორად დაცვა. მოდით, გავეცნოთ, როგორ უნდა შევინახოთ დედის რძე. 

რა დაგვჭირდება რძის შესანახად?

ლანსინო, რძის შენახვა,

  • პირველ რიგში, რძის შესანახად დაგჭირდებათ რძის სტერილური პაკეტები. Lansinoh რძის შესანახი პაკეტები N1 გაყიდვადი პროდუქტია, რომელსაც იყენებენ დედები რძის უსაფრთხოდ და კომფორტულად შესანახად. SUPER STRONG & DURABLE - პაკეტს აქვს ორმაგი დალუქული ნაკერები გვერდით და ქვედა მხარეს, ზემოდან კი ორმაგი ელვა საბოლოო დაცვისთვის და მაქსიმალური ჰერმეტულობისთვის.  მოათავსეთ დედის რძე შესანახ პაკეტში (მაქსიმუმ 180 მლ.), გამოდევნეთ ზედმეტი ჰაერი და მთლიანად დალუქეთ, შემდეგ შეგიძლიათ გაყინვა. გალღობის მიზნით, დალუქული ჩანთა მოათავსეთ ონკანის თბილ წყალში. 
  • ჰააკა - დედის რძის კოლექტორი იდეალურად ერგება თქვენს მკერდს და ქმნის ბუნებრივ ვაკუუმს. კოლექტორი მარტივსა და კომფორტულს ხდის დედის რძის შენახვას, არ საჭიროებს მკერდზე ხელის მოკიდებას. Lansinoh® სილიკონის სარძევე ტუმბო მუშაობს მკერდზე მჭიდროდ მორგებით, რაც ქმნის ჰერმეტულობას. მისი გამოყენებისას იქნება ვაკუუმი, რომელიც აგროვებს  მეორე ძუძუდან გამოჟონილ დედის რძეს. გამოიყენება უშუალოდ  კვების პროცესში. (აქ გაილინკება სტატია ჰააკაზე) 
  • რძის შესანახი ბოთლები/კონტეინერები - Lansinoh ბოთლების ნაკრები შექმნილია რძის უსაფრთხოდ შესანახად მაცივარში ან საყინულეში. თუ გსურთ, დღის განმავლობაში დააგროვოთ რძის მარაგი, თითოეული გამოწველის შემდეგ შეაგროვეთ ის კონტეინერში და დადგით მაცივარში  +ტემპერატურაზე. დღის ბოლოს კი ყველა კონტეინერი (როდესაც თითოეულ კონტეინერში არსებული რძე ერთი ტემპერატურის იქნება) გადაურიეთ ერთმანეთში და გაყინეთ სტერილურ პაკეტებში.
  • საწველი აპარატი - შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მექანიკური, ისე ელექტრო საწველი აპარატები. გამოწველის წინ დაიბანეთ ხელები და დარწმუნდით, რომ ტუმბო გაწმენდილია და სწორად არის აწყობილი.  მოირგეთ საწველი, სწორი ზომის თავის შერჩევით.· დაიწყეთ სტიმულირების რეჟიმით და შემდეგ გადადის მომდევნო რეჟიმზე. გამოსაწველი აპარატების შეძენა შეგიძლიათ PSP-ში რომელიც Lansinoh-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. აპარატებს აქვთ გარანტია და რა თქმა უნდა, გარანტირებული ხარისხი. 

რამდენ ხანს ინახება გამოწველილი რძე?

სუფთა ჭურჭელში სწორად გამოწველილი დედის რძე შეიძლება შეინახოთ როგორც ოთახის ტემპერატურაზე, ისე მაცივარში ან საყინულეში. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანში აპირებთ მის მოხმარებას. უფრო კონკრეტულად ,შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს რეკომენდაციებს. 
რეკომენდაციები გამოწველილი რძის შესანახად ჯანმრთელი ჩვილი ბავშვების კვების დროს
•    ოთახის ტემპერატურაზე: 16-დან 25 გრადუსამდე (60-დან 77 მდე F). შენახვის ვადა 4 საათამდე, 6 საათამდე - განსაკუთრებით სუფთა პირობებში გამოწველილი რძე.  
•    მაცივარში: 4 გრადუსი და ქვემოთ  - შენახვის ვადა 4 დღემდე, 5 დღემდე განსაკუთრებით სუფთა პირობებში გამოწველილი რძე.  
•    საყინულე: -18 გრადუსი - შენახვის ვადა - 6 თვემდე, 12 თვემდე განსაკუთრებით სუფთა პირობებში გამოწველილი რძე.  

რძის შენახვა,
 
გაყინული დედის რძე ლღვება ოთახის ტემპერატურაზე 2 საათის განმავლობაში, 24 საათის განმავლობაში მაცივარში, ხელახლა გაყინვა არ შეიძლება! 
ცნება "განსაკუთრებით სუფთა პირობებში" გულისხმობს რძის გამოწველას ინსტრუქციის მკაცრი დაცვით, რაც თავისთავად ითვალისწინებს რძის საწველი აპარატის წმენდასა და სტერილიზაციას. შენახვამდე რძიან ჭურჭელს აუცილებლად გაუკეთეთ წარწერა და მიუთითეთ რძის რაოდენობა და გამოწველის დრო.
 
როგორ შევათბოთ გამოწველილი რძე

ჯანმრთელ ჩვილს შეიძლება მისცეთ ოთახის ტემპერატურის რძე ან გაუთბოთ სხეულის ტემპერატურამდე.  ზოგიერთი ბავშვისთვის რძის ტემპერატურა მნიშვნელოვანია, ზოგი კი ნებისმიერი ტემპერატურის რძეს მიირთმევს. იმისათვის, რომ რძე შეათბოთ, მოათავსეთ თბილი წყლით სავსე ჭურჭელში და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37 გრადუსს. ბავშვის გამოკვებამდე რძის ჭურჭელი ოდნავ შეანჯღრიეთ. თუ რძის ტრანსპორტირება გიწევთ, გირჩევთ აუცილებლად ისარგებლოთ სამგზავრო მაცივრით.

ლანსინო, რძის შენახვა,
 

როგორ ხდება რძის გალღობა? 

რძის გალღობა: საყინულიდან 1 დღით ადრე გადაგვაქვს რძის გაყინული პაკეტი მაცივარში. მეორე დღეს უნდა ჩადოთ თბილ წყალში ან თბილ გამდინარე წყალს შეუშვიროთ, თუ სასწრაფოდ გჭირდებათ. გამოწველილი რძის გათბობა შეიძლება თბილ წყალში ჩადებით ან სპეციალური რძის ელექტრო ხელსაწყოთი.
წარმატებული ლაქტაციისთვის, თუ ბავშვი ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზეა, დედას არ სჭირდება არანაირი ხელსაწყოები. თუ დედა აპირებს სამსახურში გასვლას ან აწუხებს ჰიპერლაქტაცია ან რძის ნაკლებობა, მაშინ საჭიროა ჰააკა და რძის ელექტრო საწველი.