საკვებით მოწამვლას, იწვევს შხამი, რომელიც ორგანიზმში საკვები პროდუქტების მეშვეობით ხვდება. საკვებით მოწამვლა მრავალნაირი შეიძლება იყოს, თუმცა გამოიყოფა სამი ტიპი:
• ინფექცია – უმარტივესი, ბაქტერიები, ვირუსები.
• მცენარეებში ან ცხოველებში შემავალი ტოქსინები – შხამიანი სოკო, არასწორად მომზადებული ხორცი ან თევზი.
• შხამი – რომლითაც ამუშავებენ ამა თუ იმ პროდუქტს, პესტიციდები.
მოწამვლის შედეგად გამოწვეული სიმპტომები, როგორც წესი, თავს პირველ 48 საათში იჩენს ხოლმე.
პირველ ნიშნებში მოიაზრება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი.
საკვებით მოწამვლის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში თუ:
• აღნიშნული ნიშნები გამოუვლინდა 3 წლამდე ბავშვს.
• თან ერთვის სხეულის ტემპერატურის მატება.
• სიმპტომები გრძელდება 2 დღე-ღამეზე მეტ ხანს.
• თუ სიმპტომები გამოუვლინდა ოჯახის რამდენიმე წევრს.
ასევე ექიმთან მიმართვა უნდა იყოს გადაუდებელი იმ შემთხვევაში, თუ:
• მოწამვლის მიზეზი არის სოკო
• ბავშვი ვერ ღებულობს სითხეს
• გაორება თვალებში
• მეტყველების დარღვევა
• ყლაპვის გართულება
• სისუსტე
• კანის ან თვალის გუგების სიყვითლე
• შეშუპება
• გამონაყარი
• შარდის გამოყოფის გაიშვიათება
• მუქი და სპეციფიური სუნის შარდი
• სისხლი განავალში და ღებინების დროს
გადაუდებელი დახმარება
- თუ სიმპტომებმა თავი იჩინა საკვების მიღებიდან 30 წუთში და თან არ ახლავს ღებინება, გამოიწვიეთ ღებინება.
- ბავშვს არაფერი აჭამოთ.
- რაც შეიძლება დატვირთეთ თბილი სასმელებით. სასმელი შეიძლება იყოს ჩაი, კომპოტი, მინერალური წყალი.
- სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე.
- მიეცით ბავშვს აქტივირებული ნახშირი. 1 გრ. ერთ კგ. სხეულის მასაზე.
პროფილაქტიკა
- აუცილებლად მიაჩვიეთ ბავშვი ელემენტარულ ჰიგიენას – ხელების საგულდაგულოდ დაბანას ჭამის წინ, საპირფარეშოს შემდეგ, სეირნობის შემდეგ.
- უზრუნველყავით ჭურჭლის, სამზარეულოში სამუშაო ზედაპირის, აბაზანის ჰიგიენა.
- აუცილებლად კარგად დაიბანეთ ხელები საკვების მომზაების წინ.
- ყურადღება მიაქციეთ საკვები პროდუქტების სათანადოდ შენახვის წესებს.
წყარო: ევგენი კომაროვსკი „გადაუდებელი დახმარება“
სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან