მთავარი » აღზრდა/განვითარება » ჯანმრთელობა » გადაუდებელი დახმარება საკვებით მოწამვლის დროს

გადაუდებელი დახმარება საკვებით მოწამვლის დროს

საკვებით მოწამვლას, იწვევს შხამი, რომელიც ორგანიზმში საკვები პროდუქტების მეშვეობით ხვდება. საკვებით მოწამვლა მრავალნაირი შეიძლება იყოს, თუმცა გამოიყოფა სამი ტიპი:
• ინფექცია – უმარტივესი, ბაქტერიები, ვირუსები.
• მცენარეებში ან ცხოველებში შემავალი ტოქსინები – შხამიანი სოკო, არასწორად მომზადებული ხორცი ან თევზი.
• შხამი – რომლითაც ამუშავებენ ამა თუ იმ პროდუქტს, პესტიციდები.

მოწამვლის შედეგად გამოწვეული სიმპტომები, როგორც წესი, თავს პირველ 48 საათში იჩენს ხოლმე.
პირველ ნიშნებში მოიაზრება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი.

საკვებით მოწამვლის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში თუ:
• აღნიშნული ნიშნები გამოუვლინდა 3 წლამდე ბავშვს.
• თან ერთვის სხეულის ტემპერატურის მატება.
• სიმპტომები გრძელდება 2 დღე-ღამეზე მეტ ხანს.
• თუ სიმპტომები გამოუვლინდა ოჯახის რამდენიმე წევრს.

ასევე ექიმთან მიმართვა უნდა იყოს გადაუდებელი იმ შემთხვევაში, თუ:
• მოწამვლის მიზეზი არის სოკო
• ბავშვი ვერ ღებულობს სითხეს
• გაორება თვალებში
• მეტყველების დარღვევა
• ყლაპვის გართულება
• სისუსტე
• კანის ან თვალის გუგების სიყვითლე
• შეშუპება
• გამონაყარი
• შარდის გამოყოფის გაიშვიათება
• მუქი და სპეციფიური სუნის შარდი
• სისხლი განავალში და ღებინების დროს

გადაუდებელი დახმარება

  • თუ სიმპტომებმა თავი იჩინა საკვების მიღებიდან 30 წუთში და თან არ ახლავს ღებინება, გამოიწვიეთ ღებინება.
  • ბავშვს არაფერი აჭამოთ.
  • რაც შეიძლება დატვირთეთ თბილი სასმელებით. სასმელი შეიძლება იყოს ჩაი, კომპოტი, მინერალური წყალი.
  • სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე.
  • მიეცით ბავშვს აქტივირებული ნახშირი. 1 გრ. ერთ კგ. სხეულის მასაზე.

პროფილაქტიკა

  • აუცილებლად მიაჩვიეთ ბავშვი ელემენტარულ ჰიგიენას – ხელების საგულდაგულოდ დაბანას ჭამის წინ, საპირფარეშოს შემდეგ, სეირნობის შემდეგ.
  • უზრუნველყავით ჭურჭლის, სამზარეულოში სამუშაო ზედაპირის, აბაზანის ჰიგიენა.
  • აუცილებლად კარგად დაიბანეთ ხელები საკვების მომზაების წინ.
  • ყურადღება მიაქციეთ საკვები პროდუქტების სათანადოდ შენახვის წესებს.

წყარო: ევგენი კომაროვსკი „გადაუდებელი დახმარება“

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან

რა უნდა გვქონდეს აუცილებლად საოჯახო აფთიაქში

გადაუდებელი დახმარება ყინვის დროს

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ბავშვს გადაუდებელი დახმარება სჭირდება – აუცილებელი ინფორმაცია მშობლებისთვის!

გადაუდებელი დახმარება თერმული დამწვრობის დროს