მთავარი » აღზრდა/განვითარება » 0-დან 1 წლამდე » საჭიროა თუ არა ბავშვის „გადაყენება“ ადრეულ ასაკში?

საჭიროა თუ არა ბავშვის „გადაყენება“ ადრეულ ასაკში?

საჭიროა ბავშვის გადაყენება ადრეულ ასაკში?

3 თვის ბავშვი დიდი ხნით რომ დაიჭიროთ ქოთანთან და ეცადოთ, რომ მოშარდოს, ადრე თუ გვიან ის ამას გააკეთებს. ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ იტრაბახოთ დაქალებში, რომ თქვენი შვილი ქოთანში სამი თვის ასაკიდან შარდავს.

ძალიან რთულია ბუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ბუნებრივად კი ბავშვის ისეთი ფიზიოლოგიური მოვლენა, როგორიც არის მოშარდვა და დეფეკაცია, ვითარდება ერთი წლის ასაკიდან და ორი წლისთვის ბავშვის მიერ ეს ფიზიოლოგიური მოვლენა თითქმის ბოლომდე კონტროლირებადი ხდება. საშუალო ასაკი, კი, როდესად ბავშვი ასე თუ ისე ახერხებს მოშარდვისა და დეფეკაციის ნაწილობრივ კონტროლს, გახლავთ 22 დან 30 თვემდე ასაკი.

რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ და სცადოთ ბავშვის გადაყენება მაშინ, როდესაც ერთი წლის გახდება. შანსი ბევრი ნამდვილად არ გექნებათ, თუმცა ბავშვიც თქვენია და თავისუფალი დროც, და თუ არც ენერგია გენანებათ, შეგიძლიათ სცადოთ.

ისე, 21-ე საუკუნეში ბავშვის მშობლებს ბევრად მეტი საინტერესო და პერსექტიული საქმიანობა შეიძლება ჰქონდეთ.

ევგენი კომაროვსკი – „365 რჩევა ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს“

როგორ ავუხსნათ ბავშვებს მარტივად, საიდან ჩნდებიან ბავშვები

საბავშვო ბაღი და ვირუსები – ვთქვათ თუ არა უარი ბაღზე

10 თვე – რა შეუძლია ბავშვს ამ ასაკში და რას განიცდის

ბავშვის სეირნობა ავადმყოფობის დროს – კომაროვსკის რჩევები