მთავარი » აღზრდა/განვითარება » 0-დან 1 წლამდე » ბავშვი და ძაღლი – რა უნდა იცოდეთ, თუ ძაღლის ყოლას აპირებთ

ბავშვი და ძაღლი – რა უნდა იცოდეთ, თუ ძაღლის ყოლას აპირებთ

ძალიან კარგია, თუ გადაწყვიტეთ, რომ ძაღლი იყოლიოთ.

  • ძაღლის ყოლა ნიშნავს იმას, რომ მშობელს ექნება კიდევ ერთი სუბიექტური მიზეზი ყოველდღიურად გარკვეული პერიოდი გავიდეს სასეირნოდ და შესაბამისად, ბავშვიც წაიყვანოს.
  • ძაღლი ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალებაა საიმისოდ, რომ თავი აარიდოთ ზედმეტ სტერილურობას. ეს უკანასკნელი კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ალერგიასთან ბრძლაში. სწორედ ზედმეტი სტერილურობა ახდენს ალერგიის პროვოცირებას.
  • ძაღლი ძალიან კარგი საშუალებაა საიმისოდ, რომ ბავშვმა თავი სამყაროს ცენტრად არ აღიქვას, რადგან ის საკუთარი თვალით ხედავს, რომ სახლში სხვა ცოცხალი არსებაც არსებობს, რომელიც მშობლებს უყვართ და რომელზეც ისევე ზრუნავენ, როგორც თავად მასზე.
  • გონიერი მშობელი ყველთვის ეცდება ასწავლოს ბავშვს ძაღლზე მზრუნველობა. დიახ, ბავშვი ისწავლის სხვაზე ზრუნვას, სხვასთან თამაშს, ემპათიას.
  • გვინდა დავამშვიდოთ და დავარწმუნოთ მშობლები, რომ სახლში ძაღლის ყოლა არავითარ შემთხვევაში არ არის სახლში ინფექციის არსებობის დამატებითი წყარო.

ცნობისათვის: როდესაც ვსაუბრობთ ძაღლზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ვსაუბრობთ მოწესრიგებულ, გაწვრთნილ, ადექვატურ ძაღლზე, რომელიც რეგულარულად გადის შემოწმებას ვეტერინართან.

დასკვნა: ძაღლი ძალიან კარგია და იყოლიეთ.

ძაღლი და ბავშვი, ძაღლი,

ძაღლებს შეუძლიათ სტრესის შემცირება ბავშვებში

1 წლის ბავშვი – რა უნდა იცოდეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს

კვებითი ალერგია ბავშვებში – რა უნდა იცოდეს მშობელმა?

როგორ მოქმედებს ბავშვის ტირილი დედის ტვინზე