მთავარი » აღზრდა/განვითარება » ჯანმრთელობა » ცვილის როლი ძუძუთი კვებისას ტკივილის შემცირებაში – კლინიკური კვლევის შედეგები

ცვილის როლი ძუძუთი კვებისას ტკივილის შემცირებაში – კლინიკური კვლევის შედეგები

რატომ ზიანდება ძუძუსთავი კვების დროს?

დედების დაახლოებით 38%-ს ძუძუთი კვების დროს ძუძუსთავებზე მტკივნეული ნახეთქები უჩნდება, რაც ძუძუთი კვებას ართულებს და არაკომფორტულს ხდის.

ძუძუთი კვების დროს ძუძუს თავების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა მიზეზებმა:
• ძუძუზე ბავშვის არასწორმა მოჭიდებამ;

• ძუძუთი კვების არასწორმა პოზიციამ, ენის ლაგამმა;
• ძუძუთი კვებისას არასწორი ტექნიკის გამოყენებამ;
• რძის გამოსაწველი აპარატის გამოყენებამ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი თავი ზედმეტად მცირე ზომისაა.

რას ამბობენ კვლევები მკურნალობის ბუნებრივ საშუალებებზე?

PubMed არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სამეცნიერო მონაცემთა ბაზა, რომელიც აერთიანებს ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის სფეროს კვლევებს. საიტზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ცვილი წარმოადგენს უსაფრთხო და ეფექტურ ბარიერულ საშუალებას, რომელიც რეკომენდებულია ძუძუს თავების ტკივილისა და დახეთქვის პრევენციისთვის ძუძუთი კვების ადრეულ პერიოდში. კვლევა 2023 წლის მაისში გამოქვეყნდა.

ფუტკრის ცვილი გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და შუა საუკუნეების ევროპაში კანის დაზიანებების სამკურნალოდ. კავკასიაში კი თაფლთან და სხვა ფუტკრის პროდუქტებთან ერთად მას ფართოდ იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში. ფუტკრის ცვილის სამკურნალო გამოყენება კავკასიაში აღწერილია შუა საუკუნეებიდან. ლაქტაციასთან დაკავშირებული პრაქტიკა სოფლის ტრადიციებიდან მოდის და თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა. სწორედ ამ ამბის ინსპირაციით შეიქმნა ბრენდი „მალამინო“, რომელიც უკვე 13 წელია ეხმარება დედებს უმტკივნეულო ლაქტაციაში.

რა არის მალამინო და მისი მთავარი გზავნილი ?

„თითოეული წვეთი მნიშვნელოვანია“ –  ეს ბრენდის სლოგანია, რომელიც დედებს ახსენებს, თუ რამდენად დიდ საქმეს აკეთებენ და როგორი საოცარი პროცესის შემოქმედები არიან. მალამინო არის სპეციალურად დამუშავებული კაკლის ნაჭუჭი და ნატურალური ფუტკრის ცვილი. გამოიყენება ძუძუთი კვების დაწყებიდან პირველივე დღეს. ეს არ არის მხოლოდ პროდუქტი, არამედ  მხარდაჭერა, გზავნილი, რომ დედა ამ პროცესში მარტო არ არის. ბრენდმა გააცოცხლა ტრადიცია, რომელსაც ჩვენი დიდი ბებიები და მათი ბებიები იყენებდნენ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან.

ხშირად მომხმარებლებს უჩნდებათ კითხვა, შეიცავს თუ არა მალამინოს კაკლები თაფლს? ამ საკითხზე მივმართეთ საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტს, თეიმურაზ ღოღობერიძეს.

შეიცავს თუ არა ფუტკრის ცვილი თაფლს?

 

ლაქტაციური ამენორეის მეთოდი

პარტნიორის მხარდაჭერა ლაქტაციის პროცესში

სწორი მოჭიდება – ძუძუთი კვების აუცილებელი პირობა

ძუძუთი კვების დაწყება