მთავარი » აღზრდა/განვითარება » 0-დან 1 წლამდე » გაიცანით პეტი და ლუ, რბილი სათამაშო ბაჭიები დიდი ფასეულობებით

გაიცანით პეტი და ლუ, რბილი სათამაშო ბაჭიები დიდი ფასეულობებით

გაიცანით პეტი და ლუ, პეტი გოგოა, ლუ – ბიჭი, მეგობრები არიან, ულამაზესი აქსესუარები და სამოსი აქვთ. ისინი არ არიან უბრალოდ რბილი სათამაშოები,  ბავშვების სამყაროში სიყვარული, ზრუნვა და ფანტაზია შემოაქვთ. პეტი და ლუ შექმნილია სიყვარულით  ბიჭებისა და გოგონებისთვის — რადგან ემპათია, სიკეთე და ზრუნვა უნივერსალური ღირებულებებია. ბრენდის შთაგონება თავად ბავშვები გახდნენ: მათი დამოკიდებულება სათამაშოების მიმართ, უსაზღვრო ფანტაზია და სიყვარულის უნარი. სწორედ ამ დაკვირვებამ გააჩინა სურვილი რომ ორ მეგობარს შეექმნათ უსაფრთხო, ესთეტიურად დახვეწილი და მრავალფეროვანი პროდუქტი, რომელიც ბავშვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის — თამაშის, სიმშვიდის და განვითარების თანამგზავრი გახდებოდა.

ვინ არიან და როგორ დაიბადნენ ბაჭიები პეტი და ლუ — პირველად რომელი გაჩნდა იდეაში?

პეტი და ლუ, ერთად დაიბადნენ. რბილი სათამაშოები, მათზე ზრუნვა და მათთან ერთად თამაში ბიჭებსა და გოგოებს ერთნაირად ჭირდებათ. ის ფასეულობები რაც ბავშვებთან ჩვენს ბაჭიებს მიაქვთ, ყველასთვის ერთნაირად საჭირო და მნიშვნელოვანია.

petit lu

რამ შთაგაგონათ ამ ბრენდის შექმნა და რა არის თქვენი მთავარი გზავნილი?

შვილებმა. მათმა დამოკიდებულებამ სხვადასხვა რბილი სათამაშოს მიმართ. თუ როგორ ზრუნავენ, ერთობიან და უახლოვდებიან ბავშვები სათამაშოებს. მათი უსაზღვრო ფანტაზია და სიყვარულის უნარი გახდა მთავარი ინსპირაციის წყარო. გვინდოდა შეგვექმნა ბრენდი რომელიც ბავშვებისთვის შექმნიდა პროდუქტ(ებ)ს, რომელიც უსაფრთხო, ესთეტიურად ლამაზი და მრავალფეროვანი იქნებოდა. მეგობრობა, რომელიც დროს გაუძლებს და წლების შემდეგაც შეძლებს ჩვენი შვილების ბავშვობაში დაბრუნებას.

petit lu

რომელი დეტალი გიყვართ ყველაზე მეტად პეტის და ლუს გარეგნობაში? როგორ შეიქმნა დიზაინი?

დიზაინის ინსპირაცია მინიმალისტური სტილისა და პასტელური ფერების სიყვარულიდან მოდის, თუმცა მთავარი ფასეულობა უნიკალურობაა – პეტისა და ლუს აქსესუარებიც, ხელით შექმნილი, დახვეწილი პროდუქტებია. გაგვიჭირდება რომელიმეს გამორჩევა, თითოეულის უკან ბევრი ფიქრი, შრომა და სიყვარული დევს. გამორჩევას თუ მაინც გვთხოვთ, ნაქსოვი ტანსაცმელი – ალბათ ყველაზე მეტად გამოხატავს იმ სითბოს, რომლის მიტანასაც ბავშვებამდე ვცდილობთ.

რას ასწავლიან პეტი და ლუ ბავშვებს ?

პეტი და ლუ უბრალოდ სათამაშოები არ არიან, ისინი იძლევიან შესაძლებლობას მშობლების ჩართულობით თუ დამოუკიდებლად, ბავშვებმა ფუნდამენტალური ღირებულებები და ცხოვრებისეული უნარები ჩამოიყალიბონ, მათთან თამაშით, ბავშვები სხვადასხვა უნარებს იძენენ – სიკეთის, ზრუნვის და ემპათიის განვითარებას. ასევე მოტორული უნარების გამომუშავებაში – ტანსაცმლის გამოცვლა. ორგანიზების ნაწილიც აღსანიშნავია, ტანსაცმლის ჩანთა აჩენს შესაძლებლობას ბავშვმა ისწავლოს ორგანიზებულობა და წესრიგი, რაც საკუთარ თავზე ზრუნვის ნაწილში ძალიან ეფექტურად ვლინდება.

petit lu

რას ნიშნავს თქვენთვის იმის ცოდნა, რომ ეს ბაჭიები ბავშვის ძილის, სიმშვიდის, თამაშის და გართობის ნაწილები არიან?

ეს დიდი პასუხისმგებლობაა. სიხარულთან და ბედნიერებასთან ერთად, რომელიც ჩვენს პროდუქტებს ბავშვებთან პირველივე შეხვედრისას მიაქვთ, მშობლებისთვისაც უნდა ვაჩენდეთ შესაძლებლობას – ეს პროდუქტები ბავშვების განვითარებაში ინსტრუმენტებად გამოიყენონ. ხარისხის სტანდარტის დაცვა და ნებისმიერ ინტერიერში/გარემოში ავთენტურად ინტეგრაცია ის რთული ამოცანაა, რომელთა გადაჭრის პირობა დავდეთ და ამ ამოცანისთვის ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ.

რა ასაკისთვის შექმენით პეტი და ლუ — და რატომ სწორედ ამ ასაკისთვის?

პეტი და ლუს შექმნის პროცესში, მთავარ აუდიტორიად აღვიქვამდით 2-9 წლის ბავშვებს, თუმცა რეალობა უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა – ძალიან დიდი მოწონება და პოზიტიური ემოციები მივიღეთ უფრო დიდი მოზარდებისგანაც. ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია და მანიშნებელია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ – დახვეწილი, მრავალფეროვანი და საყვარელი სათამაშო თინეიჯერებშიც აღძრავს სურვილს იზრუნონ პატარა ბაჭიაზე და დაუბრუნდნენ ბავშვობის ტკბილ მოგონებებს. იქიდან გამომდინარე რომ ბაჭიები და მათი აქსესუარები სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის (გამოყენებულია მხოლოდ ტილო და ბამბა) შესაძლებელია ბავშვების პირველ სათამაშოდ/მეგობრადაც მოვიაზროთ, საბედნიეროდ, საკმაოდ ბევრი წლამდე მეგობარი ყავს უკვე პეტისა და ლუს. ეს ნამდვილად საუკეთესო პირველი საჩუქარია ბავშვისთვის.

რას ეტყოდით მშობელს, ვინც ბავშვისთვის სწორედ ამ ბაჭიებს ირჩევს?

ჩვენი პროდუქცია უსაფრთხო, ხარისხიანი, ხელნაკეთი სათამაშოა, რომელიც ბავშვებს არ ბეზრდებათ, მართლა სულ თან დაჰყავთ, მათთან ერთად სძინავთ და ზრუნავენ მათზე. ჩვენი პროდუქტი დაგეხმარებათ ყველაზე მთავარში, ბავშვებს გადასცეთ თქვენი ღირებულებები და შესძინოთ ის უნარები, რაც ყველა მშობლისთვის მთავარი ამოცანაა. ჩვენ გვჯერა რომ ნამდვილი ჯადოქრობა იმ დროსა და სიყვარულშია, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ. პეტი ლუ საუკეთესო საჩუქარია ყველაზე ძვირფასებისთვის.

როგორ წარმოგიდგენიათ პეტი და ლუ რამდენიმე წლის შემდეგ? როგორ განვითარდება მათი ისტორია?

პეტი ლუ საოჯახო ბრენდია, ჩვენი მიზანი წარმატებული ბრენდის აშენებაა, მაგრამ არ ვჩქარობთ. იდეები ბევრია, მთავარი აქცენტი ხარისხის შენარჩუნება და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებია. მომავალში აუცილებლად გვეყოლება ბაჭიების მეგობრები, მათი სხვადასხვა აქსესუარები და რაც ყველაზე მთავარია ისტორიები – ისტორიები რომელსაც მშობლებთან და ბავშვებთან ერთად მოვყვებით. ჩვენი საბოლოო მიზანი, საამაყო ოჯახური ბიზნესის შექმნაა, რომელიც ღირებულებების და უნარების შვილებისთვის გადაცემის შესაძლებლობას გააჩენს და ამ საქმეს ზუსტად ისეთივე პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ვეკიდებით, როგორც ჩვენს შვილებზე ზრუნვასა და მათ განვითარებას.

petit lu

რას ნიშნავს თქვენთვის ეს ორი ბაჭია პირადად?

ეს პროდუქტი ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა. ჩვენი შვილების საყვარელი სათამაშო, რომელიც მათ მიერ სამყაროს შეცნობის გზაზე საუკეთესო მეგზურია, ხოლო ჩვენთვის საშუალება, ბავშვებს თამაშით მივაწოდოთ ცხოვრებისეული გამოცდილებები.

პეტის და ლუს ფსიქოლოგიური სარგებელი ბავშვის განვითარებისთვის

  • ემპათიისა და ზრუნვის განვითარება
    პეტისა და ლუსთან თამაში ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, სხვის მიმართ პასუხისმგებლობა იგრძნოს. სათამაშოზე ზრუნვა — ჩაცმა, დაძინება, თან ტარება — ავითარებს ემპათიას და თანაგრძნობას, რაც ფსიქოლოგიურად ჯანსაღი ურთიერთობების საფუძველია.
  • ემოციური უსაფრთხოება და სიმშვიდე
    რბილი სათამაშო ხშირად ხდება ბავშვის „გარდამავალი ობიექტი“ — ის, რაც ეხმარება განცალკევების შფოთვის დაძლევაში, ძილის წინ დამშვიდებაში და ახალი გარემოს მიღებაში. პეტი და ლუ ბავშვისთვის უსაფრთხო და ნაცნობ ემოციურ სივრცეს ქმნიან.
  • ფანტაზიისა და როლური თამაშის წახალისება
    პეტი და ლუ არ კარნახობენ თამაშის წესებს — ისინი ბავშვის ფანტაზიის გაგრძელებაა. როლური თამაშები კი პირდაპირ უკავშირდება კოგნიტურ განვითარებას, თვითგამოხატვას და პრობლემების გადაჭრის უნარის ჩამოყალიბებას.
  • მოტორული უნარების განვითარება
    ტანსაცმლის გამოცვლა, აქსესუარების გამოყენება და ორგანიზება ავითარებს წვრილ მოტორიკას, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტყველების, ყურადღების და აკადემიური უნარების განვითარებასთან.
  • ორგანიზებულობისა და პასუხისმგებლობის სწავლა
    ტანსაცმლის ჩანთა და აქსესუარები ბავშვს ეხმარება წესრიგის მნიშვნელობის გააზრებაში. ეს პატარა ნაბიჯებია საკუთარი თავის მოვლისა და პასუხისმგებლობისკენ.
  • ღირებულებების გადაცემა თამაშის გზით
    პეტი და ლუ მშობლებისთვის ინსტრუმენტია — საშუალება, თამაშის პროცესში ბავშვს გადასცენ მათთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები: სიყვარული, სითბო, მოთმინება და ყურადღება.

ვინ არიან პეტი და ლუ ბავშვის ცხოვრებაში?

იმ ბავშვებისთვის ვინც უკვე აღმოაჩინეს პეტი და ლუ, ისინი საუკეთესო მეგზურად, საყვარელ სათამაშოდ იქცნენ. თავგადასავალი, მზრუნველობა, განვითარება, ბავშვების ფანტაზიით თამაშის უსაზღვრო შესაძლებლობები – იმ საოცარ შეგრძნებას გვიჩენს, რომელიც სტიმულს გვაძლევს გავაგრძელოთ განვითარება.