მთავარი » აღზრდა/განვითარება » 6-დან 13 წლამდე » Lumex – შენი შვილის პირადი დაცვის სერვისი
შენი შვილის პირადი დაცვის სერვისი

Lumex – შენი შვილის პირადი დაცვის სერვისი

ქალაქში ბავშვებისთვის დამოუკიდებელი გადაადგილება მათი განვითარებისთვის აუცილებელი ეტაპია, თუმცა მშობლებისთვის მუდმივი შფოთვის წყაროს წარმოადგენს, ვინაიდან გარშემო უამრავი არაპროგნოზირებადი საფრთხე და რისკია. ასეთ დროს ჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ დროული და ეფექტური რეაგირება შვილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ლუმექსი ის აპლიკაციაა, რომელიც ამ გამოწვევას პასუხობს. ის არა მხოლოდ ეხმარება მშობლებს შვილის ლოკაციისთვის თვალყურის დევნებაში, არამედ უზრუნველყოფს რეალურ დაცვას საგანგებო სიტუაციებში. ამ სტატიაში გაეცნობით იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც აპლიკაციის შესახებ იმ აუცილებელ ინფორმაციას მოგაწვდით, რომელიც დაგეხმარებათ კრიტიკულ მომენტებში ბავშვის მარტო დარჩენის რისკი მაქსიმალურად შეამციროთ.

1. როგორ გაჩნდა აპლიკაციის შექმნის იდეა და უფრო ზუსტად რომ აუხსნათ მშობელს, რა არის Lumex და როგორ მუშაობს?

იდეა გაჩნდა იმ ყოველდღიური შფოთვიდან, რომელსაც ყველა მშობელი განიცდის, როცა შვილი მარტო გადაადგილდება ქალაქში. Lumex არის პირადი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მშობელს აძლევს საშუალებას, არა მხოლოდ დისტანციურად ადევნოს თვალი შვილის ლოკაციას, არამედ ჰქონდეს გარანტია, რომ კრიტიკულ მომენტში ბავშვი მარტო არ დარჩება. აპლიკაცია მუშაობს მარტივად: ბავშვის ტელეფონში არსებული ერთი საგანგებო ღილაკი მყისიერად აკავშირებს მას მშობელთან, დაცვის სამსახურთან და გადაუდებელი დახმარების სპეციალისტთან.

2. რით განსხვავდება Lumex-ი ჩვეულებრივი GPS თრეკერებისგან ან „Find My iPhone“-სგან?

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვეულებრივი GPS მხოლოდ გიჩვენებთ, სად არის ბავშვი, მაგრამ ის ვერ ეხმარება მას საფრთხის დროს.ლოკაციის გაზიარების ფუნქცია აპლიკაციის შემთხვევაში ასე მუშაობს : მშობელი უგზავნის ბავშვს ლოკაციის გაზიარების მოთხოვნას, ბავშვისგან დასტურის მიღების შემდგომ, მშობელი ხედავს სად არის ბავშვი. Lumex წარმოადგენს რეალური დაცვის სისტემას – ჩვენ არამხოლოდ ვხედავთ ლოკაციას, არამედ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, უმოკლეს დროში ვუზრუნველყოფთ მათთვის დახმარების გაწევას. ეს არის განსხვავება „დაკვირვებასა“ და „დაცვას“ შორის. 

3. როგორ მუშაობს SOS ღილაკი პრაქტიკაში? რა ხდება მაშინ, როცა ბავშვი საგანგებო ღილაკს ააქტიურებს?

საკმარისია საგანგებო ღილაკის ერთი შეხება. ამ დროს ჩვენს მართვის ცენტრში მომენტალურად იხსნება ბავშვის ზუსტი კოორდინატები, იწყება აუდიო გადაცემა და ოპერატორი ხედავს სიტუაციას რეალურ დროში. პარალელურად, დაცვის სამსახური გადაუდებელი დახმარების სპეციალისტთან ერთად უკვე გზაშია ბავშვისკენ. სპეციალისტები ადგილზე უზრუნვეყოფენ ბავშვის უსაფრთხოებას.

4. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ბავშვის გამოძახებაზე რეაგირებენ და რა პროცესს გადიან ისინი ბავშვთან მისვლამდე?

გამოძახებაზე რეაგირებს პროფესიონალური დაცვის სამსახური და გადაუდებელი დახმარების სპეციალისტი. ისენი არიან ადამიანები, რომლებიც სპეციალურად არიან მომზადებული კრიზისული სიტუაციების სამართავად. მათი მთავარი ამოცანაა, მივიდნენ ბავშვთან უმოკლეს დროში და აღმოფხვრან ნებისმიერი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური საფრთხე.

5. არის თუ არა ცრუ ზარების ალბათობა და როგორ მოქმედებს კომპანია, როცა ბავშვი შემთხვევით ააქტიურებს ღილაკს?

რა თქმა უნდა, ბავშვებს აქვთ ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა. შემთხვევითი დაჭერისას, ჩვენი ოპერატორი დაუყოვნებლივ უკავშირდება მშობელს, რათა გადაამოწმოს გავიდეს თუ არა ეკიპაჟი გამოძახების ადგილას.თუ მშობელი ადასტურებს, ეკიპაჟი გადის, ხოლო თუ მშობელი უარყოფს,ამ შემთხვევაში, ეკიპაჟი არ გადის. თუმცა, რადგან ჩვენთვის უსაფრთხოება უპირველესია, მესამე ვარიანტიც გვაქვს : სამი წუთის განმავლობაში თუ მშობელი არ პასუხობს ჩვენს ზარს, ეკიპაჟი მაინც გადის ბავშვის ლოკაციაზე. უსაფრთხოება ჩვენთვის პრიორიტეტია.

6. რომელი ასაკიდან არის რეკომენდებული აპლიკაციის გამოყენება და რამდენად მარტივია მისი ინტერფეისი პატარებისთვის?

აპლიკაცია რეკომენდებულია იმ ასაკიდან, როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად იწყებს გადაადგილებას – იქნება ეს  წრეებზე სიარული თუ ეზოში თამაში. ინტერფეისი მაქსიმალურად მინიმალისტურია, რათა ბავშვი სტრესულ სიტუაციაში არ დაიბნეს და ერთი მარტივი მოძრაობით შეძლოს სიგნალის გამოგზავნა.

7. „უსაფრთხოება, როგორც ინვესტიცია“ – ბევრს ჰგონია, რომ პირადი დაცვა ფუფუნებაა. რეალურად, რა უჯდება მშობელს შვილის და საკუთარი სიმშვიდე თვეში?

ჩვენი მიზანია, უსაფრთხოება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, აპლიკაციის მომსახურების ღირებულება თვეში მხოლოდ 20 ლარია. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე ერთი ფინჯანი ყავა და ნამცხვარი, მაგრამ სანაცვლოდ მშობელი იღებს სრულ სიმშვიდეს და გარანტიას, რომ მისი შვილი უსაფრთხოდ იქნება.

8. დედებს ხშირად აწუხებთ პირადი მონაცემების უსაფრთხოება. რამდენად დაცულია ბავშვის ლოკაციის შესახებ ინფორმაცია Lumex-ში?

მონაცემების დაცვა ჩვენი პლატფორმის საძირკველია. ინფორმაცია ბავშვის ლოკაციის შესახებ დაშიფრულია და მასზე წვდომა მხოლოდ მშობელს და კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენს ოპერატორს აქვს. ჩვენ არ ვინახავთ და არ გადავცემთ ამ მონაცემებს მესამე პირებს მარკეტინგული მიზნებისთვის.

9. როგორია თქვენი გუნდის ხედვა, როგორი უნდა იყოს „უსაფრთხო გარემო“ ბავშვებისთვის საქართველოში?

ჩვენ გვინდა დავამკვიდროთ ახალი სტანდარტი, სადაც ტექნოლოგია და ადამიანური რესურსი გაერთიანებულია ბავშვების დასაცავად. ჩვენი მთავარი გზავნილია: „შენ მარტო არ ხარ!“, რომელიც ასახავს იმ პრინციპს, რომლის მიხედვითაც არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს საფრთხის წინაშე მარტო და იგრძნოს თავი დაუცველად. აპლიკაციის მიზანია შექმნას გარემო,სადაც თავისუფლება და უსაფრთხოება ურთიერთგამომრიცხავი კი არა, თავსებადი და ერთდროულად შესაძლებელია. 

10. რა სიახლეებს უნდა ველოდოთ Lumex-ისგან უახლოეს მომავალში?

Lumex-ის გუნდისთვის აპლიკაციის განვითარება წარმოადგენს უწყვეტ პროცესს, რომელიც ეფუძნება როგორც ტექნოლოგიურ პროგრესს, ასევე მშობლებისა და ბავშვების რეალურ საჭიროებებს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მომსახურების გეოგრაფიული არეალის ეტაპობრივი გაფართოება, რაც მეტ ოჯახს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლოს უსაფრთხოების ამ სისტემით.

საბოლოო ჯამში, ლუმექსი მხოლოდ აპლიკაცია არ არის. ეს არის გარანტია, რომ  ყველაზე კრიტიკულ მომენტში თქვენი შვილი მარტო არ დარჩება. მიეცით თქვენს შვილს თავისუფლება, საკუთარ თავს კი სიმშვიდე, რადგან Lumex-თან ერთად შენ მართლაც მარტო არ ხარ.

გადმოწერეთ ლუმექსი და იყავით მშვიდად : https://lumex.go.link/cc661

უსაფრთხოების ნორმები – როგორ დავიცვათ ბავშვი 1-4 თვემდე

მარტო სახლში – რა ვქნათ თუ ბავშვს კარი ჩაეკეტა

უსაფრთხოება კვების დროს

რატომ არის საშიში ესკალატორი? – წესები, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს