-
დაგეგმეთ პატარა ექსკურსიები — საქართველოც საოცარია!
ბავშვებთან ერთად მოინახულეთ მუზეუმები, ბოტანიკური ბაღი, ციხე-სიმაგრეები ან ეროვნული პარკები. ეს იქნება ერთდროულად სახალისო და შემეცნებითი. -
მოაწყეთ თემატური კვირები
მაგალითად: “მეცნიერების კვირა”, “ხელოვნების დღეები” ან “გრილი კულინარია”. ყოველდღე სხვადასხვა აქტივობა — ხატვა, სამზარეულოს სწავლა, პატარა ექსპერიმენტები. -
წიგნის კლუბი ან აუდიოწიგნები
აირჩიეთ საინტერესო ასაკისთვის შესაფერისი წიგნი და ერთად იკითხეთ. სურვილის შემთხვევაში მოაწყეთ “მინი განხილვა” ან გაუკეთეთ წიგნს ილუსტრაცია. -
სპორტი და მოძრაობა ყოველდღიურ გრაფიკში
ვარჯიში, ცეკვა, ველოსიპედი, ბატუტი ან ფიზიკური თამაშები ეზოში – ენერგიის სწორად დახარჯვა ხელს შეუწყობს კარგი ძილს და განწყობას. -
სწავლა თამაშით — ონლაინ კურსები ან თავგადასავლური ვორქშოფები
მონახეთ საინტერესო უფასო ონლაინ გაკვეთილები (მაგ. კოდინგი, ფოტოგრაფია, ენები). მნიშვნელოვანია, ბავშვმა ისწავლოს სიამოვნებით, ზედმეტი ზეწოლის გარეშე.
