მთავარი » აღზრდა/განვითარება » 0-დან 1 წლამდე » როგორ უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხო ძილი თქვენი პატარასთვის?

როგორ უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხო ძილი თქვენი პატარასთვის?

როგორ უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხო ძილი თქვენი პატარასთვის?

იმისთვის, რომ პატარას დასაძინებელი ადგილი სრულიად უსაფრთხო იყოს რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.

უსაფრთხო ძილი, ძილი, sids, ზურგზე ძილი,

  • ბავშვი ძილისას ყოველთვის ზურგზე დააწვინეთ.
  • ნუ ჩააცმევთ ბავშვს ბევრ ტანსაცმელს ამან შეიძლება გამოიწვიოს გადახურება
  • შეინარჩუნეთ ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა რომ ბავშვი დაიცვათ გადახურებისგან
  • ხშირად ანიავეთ ოთახი,სადაც ბავშვს სძინავს
  • ახალშობილისთვის ყველაზე უსაფრთხო მშობლებთან სიახლოვეს წოლაა. დააწვინეთ ბავშვი თქვენს საძინებელში პირველი 1 წლის ან მინიმუმ პირველი 6 თვის მანძილზე. არა თქვენს საწოლში, არამედ თქვენს ოთახში.
  • გამოიყენეთ მყარი და სწორი ზედაპირის მქონე მატრასი.
  • არ გამოიყენოთ ბალიში და საწოლის ბამპერები.
  • დარწმუნდით, რომ თეთრეული საწოლის ზომის შესაბამისია.
  • ჩვილ ბავშვს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ეძინოს უფროსების საწოლში, დივანზე ან მანქანის სპეციალურ სავარძელში.
  • არ მოწიოთ და არც სხვას მისცეთ უფლება მოწიოს ბავშვთან სიახლოვეს.
  • არ დააწყოთ ბალიშები, საბნები, გადასაფარებლები, რბილი ნივთები, სათამაშოები ბავშვის დასაძინებელ ადგილთან ახლოს.
  • ყოველთვის დარწმუნდით, რომ ბავშვის სახე ძილის დროს დაფარული არ არის.
  • არ დააფაროთ პატარას მასზე გაცილებით დიდი ზომის საბანი.
  • მიეცით ბავშვს ძილისას საწოვარა.
  • არასდროს არ დატოვოთ ბავშვი მუცელზე მწოლიარე მეთვალყურეობის გარეშე! როდესაც ბავშვს ღვიძავს მუცელზე წოლას მისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს, წაიკითხეთ ვრცლად Tummy Time-ს შესახებ

ძილისას უსაფრთხოების ზომების დაცვა ამცირებს ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს.

მნიშვნელოვანია რომ, ჩვილს აუცილებლად ეძინოს არა მუცელზე ან გვერდზე, არამედ- ზურგზე!

უსაფრთხო ძილი, ძილი, sids, ზურგზე ძილი,

ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის (SIDS) სინდრომის თავიდან ასაცილებლად:

  • ორსულმა ქალმა უნდა იაროს პრენატალურ მეთვალყურეობაზე.
  • არ უნდა მოწიოთ თამბაქო, მარიხუანა, არ დალიოთ ალკოჰოლი და არ მიიღოთ ნარკოტიკები ორსულობისას.
  • არ მოწიოთ იმ გარემოში სადაც ბავშვს სძინავს.
  • მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს ვაქცინაციასთან და საპროფილაქტიკო ვიზიტებთან დაკავშირებით.
  • ძუძუთი კვება ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის შემთხვევებს ამცირებს. თუ ძუძუთი კვებისას ბავშვთან ერთად თქვენს საწოლში ჩაგეძინებათ, გაღვიძებისთანავე გადააწვინეთ ის თავის საწოლში.

წყარო nichd.nih.gov; mayoclinic.org

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ ბავშვმა ღამე მშვიდად იძინოს?

საჭიროა თუ არა ბალიში ბავშვისთვის?

ძილის რეგრესია ბავშვებში

12 რამ, რაც ბავშვების შესახებ თქვენთვის არავის უთქვამს