არა მხოლოდ გაჯეტები – რის გამო შეიძლება დაუქვეითდეს ბავშვს მხედველობა
გარესამყაროს შესახებ ინფორმაციის თითქმის 80 %-ს ადამიანები მხედველობის წყალობით ვიღებთ. თვალები სამყაროს შეცნობის უმთავრესი და შეუცვლელი იარაღია. თუ ბავშვს 8-10 წლის განმავლობაში დაუფიქსირდა მხედველობის დარღვევა, რომელსაც დროულად არ მიექცა ყურადღება, მას სამომავლოდ შესაძლოა განუვითარდეს ამბლიოპია, ანუ ზარმაცი თვალი. ეს დაავადება კორექციას მხოლოდ ბავშვობაში ექვემდებარება, თუ ეს არ გაკეთდა, ადამიანს პრობლემები მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება თან.
გარდა ამისა, ცუდი მხედველობა ბავშვს ბევრ სხვა პრობლემასაც უქმნის – უჭირს ახალი ინფორმაციის მიღება, რამაც შესაძლოა თავის მხრივ ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი გამოიწვიოს.
რაზე არის დამოკიდებული კარგი მხედველობა?
მხევდელობასთან ბევრი ფაქტორი არის დაკავშირებული – მემკვიდრეობა, მუცლადმყოფის ნაყოფის განვითარება, ცხოვრების წესი. მაგალითად, ისეთი დაავადება, როგორიც არის რეტინოპათია ბავშვს შესაძლოა განუვითარდეს დედის ნაადრევი მშობიარობის დროს. გლაუკომა, კატარაქტა, სიელმე შესაძლოა გამოწვეული იყოს მხედველობის ნერვის განუვითარებლობით. საკმაოდ მძიმე და იშვიათი დაავადებაა რეტინობლასტომა – ბადურის სიმსივნე, რომელიც ბავშვებს უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე ზრდასრულებს. თვალის ბასრი ნივთით დაზიანება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სრული დაბრმავება. ცუდი მხედველობის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზი ბავშვებში გახლავთ ანომალია – რეფრაქცია. მას განეკუთვნება მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა) და ასტიგმატიზმი. ყველაზე სახიფათო ასაკი ბავშვებში, როდესაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება მხედველობის გაუარესება, არის სკოლამდელი ასაკი. თანამედროვე მოსწავლეებს თვალებზე კოლოსალური დატვირთვა აქვთ. მშობლებს ხშირად უკვირთ, საიდან აქვს მათ შვილს მიოპია, ოჯახში ხომ მსგავსი პრობლემა არავის აქვს. თუმცა ეს მხოლოდ გენეტიკის პრობლემა როდია, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სუფთა ჰაერი, დღის შუქზე სეირნობა. რა თქმა უნდა, ნეგატიურად მოქმედებს მხედველობაზე გაჯეტებიც. სწორედ ამიტომ ყოველწლიურად მატულობს პაციენტთა რიცხვი, რომელთაც მიოპია აქვთ.
როგორ შევამოწმოთ სახლის პირობებში, როგორი მხედველობა აქვს ბავშვს
ცუდი მხედველობის ნიშნები
მშობლის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება დროულად შენიშნოს ცვლილებები ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მიმართოს ექიმს, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს მხედველობაზე.
როგორ ვუშველოთ ბავშვის მხედველობას?
არსებობს მხედველობის კორექციის რამდენიმე მეთოდი:
• სათვალე – ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ვარიანტი.
• კონტაქტური ლინზები – საჭიროებს გარკვეული ჰიგიენური პროცედურებისა და წესების დაცვას, უმეტესად გამოიყენება 6-7 წლის ზემოთ ბავშვებში.
• ღამის ლინზები (ორთოკერატოლოგიური) დადებითად მოქმედებს თვალებზე ღამის საათებში.
ყველა შემთხვევაში, აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი, მასთან კონსულტაცია და მასთან ერთად დაგეგმვა შემდგომი ნაბიჯების.