მთავარი » ორსულობა/მშობიარობა » მშობიარობის შემდეგ » რატომ არის აუცილებელი დედისთვის კარგი ძილი

რატომ არის აუცილებელი დედისთვის კარგი ძილი

ძილის დეფიციტი – ეს ახალბედა დედების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა. ყველაზე მზრუნველ და ყურადღებიან ქმარსაც კი არ ძალუძს ამ პრობლემის მოგვარება – ის ნამდვილად ვერ გამოკვებავს ჩვილს ძუძუთი, მაგრამ შეუძლია დედას ცოტა დრო მისცეს გამოსაძინებლად. სწორედ ძილის დეფიციტი იწვევს გადაღლას, დეპრესიას, უენერგიობას, ხასიათის ცვლილებებს.

დედის ძილი,

სრულფასოვანი ძილი დედისა და ჩვილის ბედნიერების და ოჯახური სიმყუდროვისა და ჰარმონიის საფუძველია. ოჯახური იერარქია შემდეგნაირად გამოიყურება: ბავშვის უსაფრთხოება, ბავშვის კვება, დედის ძილი და ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი.

გეძინება? არანაირი ოჯახური საქმე, ჯერ გამოიძინეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაალაგეთ, დარეცხეთ, მოუარეთ, აჭამეთ, მოეფერეთ, და ა.შ. უმჯობესია იყოთ ბედნიერი და ჭუჭყიანი ხალათით, ვიდრე მოწესრიგებული და უძილობისგან გაბოროტებული. დაისვენეთ და დაიძინეთ, როდესაც ბავშვს სძინავს, გახსოვდეთ რომ რძის წარმოქმისთვის საჭიროა დასვენება, ძილი და დადებითი ემოციები.

დედის ძილი,

ჩვენი რჩევა იქნება მომავალი დედებისთვის, სანამ ბავშვი გაჩნდება, იქამდე დასახეთ პრიორიტეტები და გადაანაწილეთ მოვალეობები. გაითვალისწინეთ, რომ გამოუძინებელი, გაღიზიანებული ადამიანისთვის, რომელსაც ხელში ბავშვი უჭირავს, ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება და სრულფასოვანი ცხოვრება.

წყარო: ევგენი კომაროვსკი

რატომ იღიმიან ბავშვები ძილის დროს?

თავის ტკივილი ბავშვებში: ნიშნები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

როგორ მოქმედებს უძილობა ბავშვის ფსიქიკაზე

ძილის აპნოე ბავშვებში – რას ნიშნავს და როგორ მოვიქცეთ