მთავარი » აღზრდა/განვითარება » 0-დან 1 წლამდე » უნდა ჩავაცვათ თუ არა ახალშობილს ხელთათმანი? 

უნდა ჩავაცვათ თუ არა ახალშობილს ხელთათმანი? 

სჭირდება თუ არა ახალშობილს ხელთათმანი?

ალბათ, წინა თაობის წარმომადგენლებისგან ხშირად გვსმენია მსგავსი ფრაზები:

  • 40 დღე ახალშობილისთვის ფრჩხილების დაჭრა არ შეიძლება და იმისთვის, რომ სახე არ დაიკაწროს უნდა ეცვას ხელთათმანი
  • ხელების მოძრაობა ბავშვს აშინებს და ამიტომ აუცილებელია ხელთათმანი
  • ჩვილი მარტივად ცივდება და ხელი თბილად უნდა ჰქონდეს და ა.შ…

ჩვილი, ხელთათმანი, ფრთხილების დაჭრა,

საბედნიეროდ, ზემოთ ჩამოთვლილი ფრაზები – მითებია!

შეხება არის ის გრძნობა, რომლითაც ახალშობილი ვითარდება, ამყარებს კავშირს გარესამყაროსთან, სწავლობს გარემოს და მნიშვნელოვან კავშირს ამყარებს მშობელთან. ტაქტილური რეცეპტორების გამოყენება ყველაზე მეტად და ხშირად ხელისგულების საშუალებით ხდება. როდესაც ხელთათმანს ვაცმევთ ახალშობილს, ჩვენ ვაფერხებთ მის განვითარების პროცესს და ხელს ვუშლით ბავშვს აქტიურად შეიმეცნოს სამყარო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩვილის ტემპერატურა ზრდასრულის ტემპერატურაზე მაღალია, ამიტომ არსებობს გადახურების დიდი რისკი, რაც სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა. სახის დაკაწვრის თავიდან ასაცილებლად შეგვიძლია პირველივე დღეს სპეციალური მაკრატლის საშუალებით დავაჭრათ ჩვილებს ფრჩხილები

ფსიქოლოგი: მარიამ ფაცურია

ასევე დაგაინტერესებთ:

ძუძუთი კვების დაწყება

საჭიროა თუ არა ქუდი ახალშობილისთვის?

აქვს თუ არა ყველა ბავშვს ცისფერი თვალები დაბადებისას? 

სამი ტყუპი ვაჟი ღუდუშაურის კლინიკიდან