მთავარი » აღზრდა/განვითარება » ფსიქოლოგია »  რა იმალება “ცუდი ქცევის” უკან 

 რა იმალება “ცუდი ქცევის” უკან 

რატომ იქცევიან ბავშვები ცუდად?

ხშირად, მშობლებისთვის გაუგებარია ბავშვის ცუდი ქცევის მიზეზები. ამ ბლოგში განვიხილავთ, თუ რა შეიძლება იყოს ბავშვის ქცევის დარღვევის წინაპირობა.

მგრძნობელობა

რას ვხედავთ ჩვენ:

• ტირის პატარა დეტალზე;

• ხდება მოწყენილი, როდესაც ტოვებთ;

• არ მოსწონს მარტო ყოფნა;

• ვერ უყურებს ფილმებს;

რა ხდება რეალურად

• ბავშვს არ აქვს თვითრეგულაციის უნარი;

• ბავშვს აქვს შინაგანი შიშები, რომლის ვერბალიზაციასაც ვერ ახდენს;

 

ბრაზი

რას ვხედავთ ჩვენ:

• ყვირის ხშირად;

• ისვრის ნივთებს და იქცევა დესტრუქციულად;

• ყვირის ისეთ ფრაზებს, როგორიცაა :”მეზიზღები”, “მომშორდი”, “თავი დამანებე” და სხვა…

რა ხდება რეალურად

• ბავშვს არ შეუძლია ემოციების ამოცნობა;

• ბავშვს არ აქვს მისაღები ბრაზთან გამკლავების სტრატეგიები;

• ბავშვს სჭირდება დამშვიდების სტრატეგიების სწავლება;

• ბავშვი განიცდის “უცნობ” გრძნობებს;

 

პერფექციონიზმი

რას ვხედავთ ჩვენ:

• ღელავს წესების დარღვევის შემთხვევაში;

• ვერ ეგუება არასწორად შესრულებულ საქმეს;

• ძალიან უჭირს და თითქმის არც ერთი მიზეზით არ სურს სკოლის გაცდენა;

• ეშინია კითხვებზე არასწორი პასუხის დაფიქსირების;

• ვერ ეგუება კონსტრუქციულ კრიტიკას;

რა ხდება რეალურად

• ბავშვს აქვს ნეგატიური აზრების პატერნი;

• ბავშვს დახმარება სჭირდება აზრებსა და ქმედებებს შორის ურთიერთკავშირის გაგებაში;

• ბავშვს არ შეუძლია მოახდინის მისი განცდების ვერბალიზება;

 

სიმორცხვე

რას ვხედავთ ჩვენ:

• იმალება თქვენი ფეხების უკან;

• ეშინია უცნობი ადამიანების;

• ეშინია ცვლილებების;

• არ მოსწონს ახალ ადგილებში სიარული;

რა ხდება რეალურად

• ბავშვს არ შეუძლია გრძნობების და ემოციების ვერვალიზება;

• მას აინტერესებს ყველაფერი ახალი, მაგრამ სჭირდება სიტუაციია ბოლომდე გაგება და აღქმა;

• ბავშვს სჭირდება დახმარება “ახალი” თავგადასავლების დაგეგვმაში;

 

ზე-აგზნება

რას ვხედავთ ჩვენ:

• ხდება “ჰიპერაქტიური”, როდესაც სტუმრები მოდიან;

• ამბობს შეუსაბამო კომენტარებს სხვებზე;

•შეაუსაბამო დროს ხუმრობს;

• ხტუნაობს ავეჯზე;

• ეთამაშება სხვებს უხეშად;

რა ხდება რეალურად

• ბავშვს არ შეუძლია შეაფასოს მისი შინაგანი ძალები;

• ბავშვს სჭირდება დახმარება აღფრთოვანებისა და აღტაცების რეგულაციაში;

• ბავშვს აკლია დამშვიდების სტრატეგიების ცოდნა;

ფსიქოლოგი: მარიამ ფაცურია

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი არ გვიჯერებს

ბავშვის რთული ქცევა – მიზეზები და რეკომენდაციები ფსიქოლოგისგან