ბავშვის უსაფრთხოებისთვის გულისყურით მოეკიდეთ ქვემოთ მოცემულ რჩევებს.
ბავშვის საწოლი, ეტლი, მანეჟი
- დარწმუნდით, რომ საწოლის რიკულებს შორის მანძილი დიდი არ არის და ბავშვს გადმოვარდნა არ ემუქრება.
- დარწმუნდით, რომ ლეიბი მჭიდროდ ერგება საწოლს, რათა ბავშვმა მის ქვეშ შეძვრომა ვერ მოახერხოს.
- არ გამოიყენოთ ბალიში.
- ნუ დააფენთ ლეიბზე ცელოფანის პარკს _ ბავშვმა შეიძლება შემთხვევით თავზე ჩამოიცვას ან სახეზე მიიკრას;
- საწოლთან ნუ ჩამოუკიდებთ გრძელზონრიან სათამაშოებს,რათა უნებლიეთ კისერზე არ შემოიხვიოს.
- არ მიამაგროთ საწოლზე მცირე ზომის საგნები და სათამაშოები-პატარამ ისინი შესაძლოა გადაყლაპოს.
- ასწიეთ საწოლის გვერდები, როცა ბავშვი მარტოა.
აბაზანა:
წყლის ტემპერატურა 36-37გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა ხელით, რათა დამწვრობა თავიდან აიცილოთ.
აბაზანაში ბავშვს ხელი არასოდეს გაუშვათ და არასოდეს დატოვოთ მარტო.
დამწვრობა:
- არ აიყვანოთ ბავშვი ხელში, თუ ცხელ სასმელს სვამთ.
- არ დატოვოთ ყავა ან ჩაი მაგიდის კუთხეში, საიდანაც ის ადვილად ჩამოვარდება.
- შეამოწმეთ, ცხელი ხომ არ არის ბავშვის საკვები ან ბოთლი.
- არ გააცხელოთ ბავშვის საკვები მიკროტალღურ ღუმელში _ის შესაძლოა არათანაბრად (სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვატემპერატურამდე) გათბეს.
- მოარიდეთ ბავშვი თამბაქოს კვამლს.
მანქანა:
- მანქანით მგზავრობისას გამოიყენეთ ჩვილებისთვის განკუთვნილი უსაფრთხო დასაჯდომი სკამი (ნახევრად მწოლიარე პოზიცია სახით უკან) და აუცილებლად დააბით ქამრით.ჩვილის უსაფრთხო სკამი უნდა დამაგრდეს უკანა სავარძელზე.არ გამოიყენოთ უსაფრთხოების ავტომატური ქამრები.
- მანქანით მგზავრობისას ბავშვს ხელში ნუ დაიჭერთ _ უმნიშვნელო ავარიის დროსაც კი შესაძლოა ტრავმა მიიღოს.
- არასდროს დატოვოთ ბავშვი მანქანაში მარტო, თუნდაც უსაფრთხო სავარძელში.
მეთვალყურეობა:
- არ დატოვოთ ბავშვი მარტო მცირე ასაკის და-ძმასა და ცხოველებთან.
- არ დატოვოთ ბავშვი მარტო საწოლზე ან ისეთ ადგილზე, საიდანაც ის იოლად გადმოვარდება.
- თუ შინიდან გადიხართ, დაუტოვეთ მომვლელს თქვენი შვილის ექიმის ან სასწრაფო დახმარების ტელეფონი.
- სახლში დაამონტაჟეთ კვამლის დეტექტორები და იქონიეთ ცეცხლის ჩასაქრობი მოწყობილობა.
სხვა:
- არასოდეს ჩამოჰკიდოთ ბავშვს საწოვარა კისერზე თასმით.
- არ გაუკეთოთ ყელსაბამი, საყურე, სამაჯური.
- როდესაც სძინავს, საწოლიდან ყველა სათამაშო ამოიღეთ.
- შეარჩიეთ ისეთი სათამაშოები, რომლებსაც ბავშვი იოლად ვერ დაამტვრევს, ვერ გადაყლაპავს, რომლებსაც არ აქვს წვეტიანი კიდეები.
- მოარიდეთ ბავშვი წვრილ საგნებს: ღილებს, ხურდა ფულს და ა.შ.
- არ გაუწმინდოთ ყურები, ცხვირი და გენიტალიები ბამბის ჩხირით. გამოიყენეთ ბამბის ქსოვილის კიდე ან სპეციალური საწმენდი ჩვილებისთვის.
წყარო: Unicef.org