მთავარი » კულინარია » ბავშვთა კვება » უსაფრთხოება კვების დროს

უსაფრთხოება კვების დროს

  • სანამ ბავშვი ჯდომას ისწვლიდეს, დედას უნდა ეჭიროს ხელში, ოდნავ დახრილ მდგომარეობაში. მას შემდეგ, რაც ისწავლის ჯდომას, ჭამის დროს იგი სპეციალურ სკამში უნდა იჯდეს;
  • არ შეიძლება სირბილი/სიარული ჭამის დროს;
  • არ შეიძლება საკვების მიცემა უშუალოდ ქილიდან (ჭურჭლიდან, რომელშიც ინახება საკვები), ბავშვის ნერწვიდან ბაქტერიები საჭმელში მოხვდება და გამრავლდება;
  • ნარჩენი საკვები უნდა განადგურდეს, არ შეიძლება მისი ჭურჭელში ჩაბრუნება;
  • კვებამდე უნდა შემოწმდეს ბავშვის საკვების ტემპერატურა;
  • ბოთლით კვებისას, საწოვარას ნახვრეტი ისეთი უნდა იყოს, რომ საკვები გამოდიოდეს წვეთებად. ეს თავიდან აგვაცილებს მის გადაცდენას;
  • დაუშვებელია ბავშვის ბოთლით მარტო დატოვება (ასპირაციის რისკი).

უსაფრთხოება სამზარეულოში

  • წყლის (სითხის) დაქცევისას მაშინვე უნდა მოიწმინდოს იატაკი, რათა ბავშვს ფეხი არ გაუსრიალდეს და არ დავარდეს;
  • არ შეიძლება ცხელი ან საშიში ნივთების ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას დატოვება;
  • არ შეიძლება ბავშვის ხელში აყვანა საკვების მომზადებისას;
  • სამზარეულოს უჯრებსა და კარებებს უნდა დაუმაგრდეს ჩამკეტი, რათა ბავშვმა არ გამოაღოს ისინი და არ ამოიღოს მისთვის საშიში ნივთები;
  • თუ ქურას არ აქვს დამცავი საფარი, მის გამოყენებისას უნდა აანთონ უკანა სანათი;
  • ნაგავი მოთავსდეს მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში ან სათავსოში;
  • ასანთი შეინახონ მიუწვდომელ ადგილას;
  • საკვები და არასაკვები ნივთები ერთად არ უნდა შეინახონ;
  • სარეცხი/საწმენდი საშუალებები, მედიკამენტები ისეთ ადგილას უნდა მოთავსდეს, რომ ბავშვი ვერ მისწვდეს;
  • ბავშვისთვის გამოიყენეთ სპეციალური, ინდივიდუალური ჭურჭელი

წყარო: ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგი

რომელ პროდუქტებზე აქვთ ალერგია ბავშვებს ყველაზე ხშირად

დავაძალოთ თუ არა საკვები ბავშვს, როდესაც ის ავად არის

ევგენი კომაროვსკის მიმართვა უჭმელი ბავშვების მშობლებს

ექსკლუზიური ინტერვიუ BLW კვების მეთოდის იდეის ავტორთან