მთავარი » აღზრდა/განვითარება » განათლება » „მასწავლებელო,  ისწავლე თვალებით აღზრდა“ – შალვა ამონაშვილის გზავნილი მასწავლებლებს

„მასწავლებელო,  ისწავლე თვალებით აღზრდა“ – შალვა ამონაშვილის გზავნილი მასწავლებლებს

ბავშვთა ფსიქოლოგისა და პედაგოგის, შალვა ამონაშვილის გზავნილი მასწავლებლებს:

• მოვიდა ახალი თაობა, პედაგოგიკა ძველია. ახალი ღვინო კი ძველ ტიკებს დახეთქავს!

• რამდენი ბავშვიც გყავს, იმდენი გაკვეთილი უნდა გქონდეს თავში, როცა კლასში შედიხარ!

• თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ!

• უსიყვარულოდ სკოლაში ნუ წახვალ! შეიყვარე ბავშვი. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ წახვალ სკოლაში!

• თუ მასწავლებელს მოთმენის უნარი არ აქვს, ნუ შევა სკოლაში!

• დაუკმაყოფილეთ ბავშვს დიდობის მოთხოვნილება და მოიპოვებთ მის ნდობას!

• თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ განიცდი და ისე მოხაზავ, არ ვარგიხარ მასწავლებლად!

• მასწავლებელო, ისწავლე თვალებით აღზრდა!

• ეცადე შენეული შტრიხი მოხაზო მოსწავლეში, რომ ამაღლდეს საკუთარ თავში!

• ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ თქვენგან!

• ადამიანი, რომელიც ეძებს გზას ღმერთისკენ, ის არის ჰუმანური და აღზრდის ჰუმანურ თაობას!

• ბავშვს ეპატიება უცოდინრობა, გაზრდი, ასწავლი, გამოასწორებს…. განა ცოტაა დღეს სკოლაში ოროსანი, მით უფრო სამოსანი მასწავლებელი? რომელიც საკუთარ თავსაც პატივს სცემს და სხვებისგანაც ითხოვს პატივისცემას? მაშ რად არ პატიობთ მოსწავლეს ოროსნობას?!

• ცოდნა მკვდარი ნივთიერებაა, არც კარგია და არც ცუდი, გააჩნია ვის ხელში მოხვდება. ამიტომ, ასწავლეთ ბავშვებს არა მხოლოდ საგანი, არამედ ჰუმანურობა, კეთილშობილება და შემდეგ მიეცით ცოდნა!

• არ დადგეთ არც ერთ ბავშვზე მაღლა! იყავით მისი თანატოლი!

• თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!

ერთი მასწავლებელი ყველას ელოდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანს უნდა შეხვდეს თავისი მასწავლებელი ცხოვრებაში და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა – იპოვეთ თქვენი მოსწავლე!

10 არა – პედაგოგის ავტორიტარობის დასაძლევად – შალვა ამონაშვილისგან

შალვა ამონაშვილის მიმართვა მამებს – მამა ძალიან დიდი ძალაა აღზრდაში