ბუნებრივი მშობიარობის დროს არ იჩქაროთ ჭიპლარის გადაჭრა

08-05-2024

ჭიპლარის პულსაცია არის პერიოდი, მონაკვეთი ბავშვის დაბადებიდან ჭიპლარის გადაჭრამდე, ეს მონაკვეთი უმნიშვნელოვანესია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. 
სწორედ ამიტომ ჭიპლარს უნდა ვაცადოთ პულსაცია!

ჭიპლარის პულსაციის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 40 წუთია.
საშვილოსნოში მყოფი ბავშვისთვის საშვილოსნოს გარეთა ცხოვრებაში გადასვლა  ძალიან  რთულია. ამ დროს ბავშვის ცხოვრებაში ბევრი უმნიშვნელოვანესი, უხილავი ფიზიოლოგიური ცვლილება ხდება და ამ პროცესში ჩარევას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

ჭიპლარი,
 

ისტორიული ცნობა: ერაზმუს დარვინი ჯერ კიდევ 1801 წელს წერდა: „ბავშვისთვის ასევე ძალიან საზიანოა ჭიპლარის ნაადრევად გადკვანძა  და გადაჭრა; ჭიპის ტვინს არ უნდა შეეხოთ არა მხოლოდ მანამ, სანამ ბავშვი გარკვეული დროით სუნთქავს, არამედ მანამ, სანამ პულსაცია არ შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი სუსტდება, რადგან სისხლის ნაწილი, რომელიც ბავშვამდე  უნდა მივიდეს, რჩება პლაცენტაში“.
დოქტორი ჯორჯ მორლი ამბობს: ”ადამიანი ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელიც რეგულარულად ასახიჩრებს ახალშობილებს ჭიპლარის გადაჭრით”. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ახალშობილი სრულფასოვანი, მისი სისხლის მოცულობის საშუალოდ მესამედი დაბადების მომენტში პლაცენტაშია. დაახლოებით ეს მოცულობაა სჭირო დაბადებისთანავე ფილტვების სისხლის მიმოქცევის, ასევე ახალშობილის ღვიძლისა და თირკმელების შესავსებად.  
2-5 ჯადოსნური წუთის განმავლობაში ბავშვის სხეული შეუფერხებლად ახდენს ფიზიოლოგიურ გადასვლას პლაცენტურიდან ფილტვის სუნთქვაზე;
ამ დროს მცირდება ანემიის რისკი;

 

ჭიპლარის სისხლი შეიცავს ღეროვან უჯრედებს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს  იმუნიტეტის განვითარებაში;
ბავშვი იღებს მეტ სისხლს პლაცენტიდან (60 - 80 მლ სისხლი), დამატებით სისხლს; სისხლის დამატებით მოცულობას შეუძლია შეამციროს ჩვილების დაუცველობა ანთებითი პროცესების მიმართ და უზრუნველყოს დაცვა ინფექციებისგან;