რა წავიღოთ სამშობიაროში? - ნივთების სია

13-02-2023

რა უნდა წავიღოთ სამშობიაროში? 

მოდით ვნახოთ, რა უნდა ჰქონდეს მშობიარეს სამშობიაროში 2023 წელს.
ექიმები მომავალ დედებს ურჩევენ, მზად იყვნენ მშობიარობამდე 4-5 კვირით ადრე და გაამზადონ ე.წ. სამშობიარო ჩანთა. 

რა უნდა იდოს მომავალი დედის ჩანთაში: 

  • პირველ რიგში უნდა გაამზადოთ ყველა ის საბუთი, რაც შესაძლოა დაგჭირდეთ სამშობიაროში, იქნება ეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,  სადაზღვევო ბარათი თუ სხვა რამ; 
  • საფენები, რომლის გარეშეც თანამედროვე სამყაროში ბავშვის გაზრდა წარმოუდგენელია. (ზოგიერთი სამშობიარო თავად ახვედრებს დედებს საფენებს)
  • ჰიპოალერგიული ხელსახოცები;
  • ბავშვის დასაბანი საშუალება, რომელიც ასევე შესაძლებელია დაგხვდეთ სამშობიაროში;
  • დამცავი კრემი, რომლის ჩვილის ნაზ კანს საფენის ზემოქმედებისგან დაიცავს. 
  • ჩვილის სამოსი, ბოდე, ქუდი, წინდები, გამოსაყვანი ტანსაცმელი ამინდის შესაბამისად. 
  • სპეციალური მაკრატელი, თუ თქვენი პატარა დიდი ფრხილებით დაიბადება, სამშობიაროშივე შეგიძლიათ დააჭრათ. 
  • ნაჭრის საფენები. 

 
რაც შეეხება დედის ნივთებს:

  • მოსახერხებელი ტანსაცმელი ძილისთვის და ასევე სამედიცინო პროცედურებისთვის. 
  • საცვლები - სასურველი იყოს ბამბის. 
  • ტელეფონის დამტენი;
  • სასადილო ნაკრები - ჭიქა, თეფში კოვზი, ჩანგალი და ა.შ.(შესაძლებელია დაგხვდეთ კლინიკაშიც)
  • ჰიგიენური საშუალებები - ასევე სასურველია იყოს ანტიალერგიული.(შესაძლებელია დაგხვდეთ კლინიკაშიც)
  • პირსახოცი - უმჯობესია რამდენიმე ზომის, როგორც აბაზანის, ისე ხელ-პირის.  
  • ფეხსაცმელი - ოთახის ჩუსტი, ასევე სპეციალური ფეხსაცმელი შხაპის მისაღებად.
  • ასევე დედას დასჭირდება ვარიკოზული წინდები
  • ჰიგიენური საფენები
  • ბანდაჟი
  • ბიუსჰალტერი მეძუძური დედისთვის, რომელიც ბევრად კომფორტული მოსახმარია. 
  • არ გირჩევთ ისეთი ნივთების წაღებას, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ, წაიღეთ მხოლოდ ის, რაც ზუსტად იცით, რომ დაგჭირდებათ, ჩადეთ გამჭვირვალე პაკეტებში, რათა მარტივად შეძლოთ მოძებნა. 
  • საერთოდ კი, სანამ ჩანთის ჩალაგებას დაიწყებდეთ, აუცილებლად გაეცანით სამშობიაროს წესებს. ძალიან ბევრ კლინიკას თავისი ინვენტარი აქვს და ბევრი ნივთის წაღებას უბრალოდ არც აზრი აქვს იქნება ეს საფენები, ხალათი თუ სხვა ნივთები. 

თქვენ რას დაამატებდით ამ სიას?