რატომ ეშინიათ ქალებს მშობიარობის?

20-03-2022

იცოდით, რომ შიში ძალაა?!
რა არის შიში? - შიში თვითგადარჩენის ინსტინქტია. 
შიში ნორმალურია. მშობიარობა გაურკვევლობაა. ჩვენ ხომ ყოველდღიურად არ ვმშობიარობთ, ჩვენ არ ვიცით ზუსტად, რა მოჰყვება ამ პროცესს, ამიტომაც გვეშინია. მშობიარობა ამუცნობი პროცესია, ვერავინ იტყვის ზუსტად, როგორ დასრულდება იგი, არც ის ვიცით, როგორი იქნება მოვლითი ტკივილები, თუმცა შიშის ფაქტორი შესაძლოა იყოს სხვადასხვა დონის და იცით, ის როგორ იკურნება? გაგიკვირდებათ და  ინფორმაციით!  

ნახეთქების შიში
თუ მშობიარე არ ენდობა ექიმს, არ მოეშვება, არ გაითვალისწინებს ექიმის ყველა რჩევას და არ გააკეთებს ზუსტად იმას, რასაც კონკრეტულ მომენტში ეტყვის ექიმი, რა თქმა უნდა, ნაკერების თავიდან აცილება ძალიან რთული იქნება.  

ექიმისა და დანარჩენი მედ პერსონალის შიში 
ხშირად ხდება ხოლმე, რომ მშობიარე მშობიარობამდე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს მშობიარობის პროცესზე. პრინციპით, ყველა აჩენს და მეც გავაჩენ, აბა რა იქნება, ხელმძღვანელობა არ არის გამართლებული. ქალი უნდა გაეცნოს, თუ რა სამედიცინო მანიპულაციები ელის სამშობიაროში, რა არის მისთვის სასარგელბო და რა სახიფათო, შედეგად მთელ პასუხისმგებლობას ექიმს აკისრებს და თავად  თავს არიდებს ყველანაირ პასუხისმგებლობას. აუცილებელია მშობიარობამდე მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია, ფოტოებით მაინც გაეცნოთ სამშობიარო ბლოკს, იკითხოთ დედების აზრი კლინიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორუმზე და ჯგუფში, გქონდეთ ინფორმაცია კლინიკის ექიმების და ექთნების შესახებ. 

ტკივილის შიში
გოგონებს ბავშობიდანვე ესმით ხოლმე, რა რთულია მშობიარობა, როგორ იწვალა დედამ,  ბებიამ. ეს იმდენად უჯდებათ თავში, რომ შინაგანად მზად არიან ურთულესი, უმტიკვნეულესი მშობიარობის პროცესისთვის და ისეთი დარწმუნებულები არიან, რომ ამ პროცესს ვერაფრით გაიმარტივებენ, რომ მარტივად მშობიარობის გზებს არც კი ეძებენ.
  
გაურკვევლობის შიში
როდესაც დედამ არ იცის, რა ელოდებათ მას და მის შვილს, იგულისხმება სამედიცინო მანიპულაციები, რა თქმა უნდა, შეშინებულია. 

შიში იმისა, რომ სიტუაციას ვერ გააკონტროლებთ
რაც მეტად ცდილობს მშობიარე დაძაბოს გონება და გააკონტროლოს თითოეული მოქმედება, მით მეტად იძაბება და ირთულებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. 

აბა, როგორ უნდა მოიხსნას ქალმა შიში მშობიარობის წინ?
საამისოდ საუკეთესო ვარიანტია მიენდოს ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მის მიერ შერჩეული ყველა რეკომენდაცია, ზედმეტი სტრესისა და აღელვების გარეშე. მშობიარობამდე მოიძიოს ინფორმაცია და ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას ყველა იმ მანიპულაციაზე, რისი ჩატარებაც მოუწევს. გაეცნოს კლინიკას და მის სერვისებს, მოძიოს ინფორმაცია და ესტუმროს კიდეც ადგილს, სადაც მიდი პატარა დაიბადება. საუკეთესო ვარიანტია მშობელთა სკოლაში სიარული. თუ ამ წესებს დაიცავთ, ბევრს წაიკითხავვთ, გაეცნობით ადამიანის ანატომიას, მიიღებს ინფორმაციას მშობიარობის ფაზების შესახებ, გაიზიარებთ სხვა თანამედროვე დედების გამოცდილებას, შიშის დაძლევას შეძლებთ და მომზადებული შეხვდებით თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს დღეს.