მშობიარობის დაწყების 10 ნიშანი

14-12-2021

მშობიარობა - ეს ის მომენტია, რომელსაც თვეებია ელით - თქვენი შვილის დაიბადება. ჩვენ მოგითხრობთ სიმპტომების შესახებ, რომლებიც მიანიშნებენ, რომ ეს მომენტი მალე დადგება ან უკვე დადგა.
მომავალ დედებს აინტერესებთ, როგორია მშობიარობა, რამდენ ხანს გრძელდება ის და როგორ გაიგონ, ნამდვილად დაეწყოთ მშობიარობა თუ არა. ყველა მშობიარობა სხვადასხვანაირია და რთულია ამ შეკითხვებზე პასუხის წინასწარ გაცემა, მაგრამ მშობიარობის დაწყების ჭეშმარიტი ნიშნების ცოდნა საქმეს გაგიადვილებთ:

მშობიარობის დაწყების ნიშნები:

1.ხშირი და ძლიერი საშვილოსნოს შეკუმშვები

მშობიარობა არის პროცესი, რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვებით იწყება, საშვილოსნოს ყელის გაფართოვებით გრძელდება და ბავშვის დაბადებით სრულდება.მშობიარობის მოახლოებასთან ერთად თქვენ მცირე ფიზიკურ ცვლილებებს შეამჩნევთ. ჭეშმარიტი სამშობიარო ტკივილების ცრუ, ბრიქსტონ-ჰიქსის შეკუმშვებისგან განსხვავება შეგიძლიათ ტკივილის სიხშირით, ინტენსივობით და მდებარეობით. უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
•    ტკივილის შეტევები ერთმანეთისგან თანაბრადაა დაშორებული?
 ჭეშმარიტი სამშობიარო შეკუმშვები რეგულარული ინტერვალებით ჩნდება და დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო ხშირდება.
•    რამდენ ხანს გრძელდება შეკუმშვები? 
მშობიარობის დაწყებისას თითოეული შეტევა 30-70 წამი გრძელდება.
•    რამდენად ინტენსიურია საშვილოსნოს შეკუმშვები?
მშობიარობის დაწყების შემთხვევაში ტკივილი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ძლიერი ხდება და მას პოზიციის ცვლილება არ შველის. შეიძლება ამ დროისთვის სიარული და საუბარიც კი აღარ შეგეძლოთ.

2. სისხლიანი გამონადენი
თქვენ შეიძლება საშვილოსნოს ყელის გამოდევნილი ლორწოვანი საცობი შეამჩნიოთ, რომელიც საშვილოსნოს გარემოსგან იცავს. ის შეიძლება მთლიანი სახით გამოიდევნოს ან ნაწილ-ნაწილ.
მშობიარობის წინა დღეებში იმატებს და უფრო სქელი ხდება ვაგინალური გამონადენი. ეს შესქელებული, მოვარდისფრო შეფერილობის გამონადენი მიმანიშნებელია იმისა, რომ მშობიარობა მალე დაიწყება.

3. მუცლის და წელის ტკივილი
თქვენ შეიძლება ისეთი შეგრძნება გქონდეთ, რომ მენსტრუაცია ან დიარეა გაქვთ. ასევე შეიძლება იგრძნოთ წელის ქვედა მიდამოს ტკივილი, რომელიც ქვედა კიდურებზე გადადის. ეს ტკივილი არ მცირდება პოზიციის შეცვლით.
4. სანაყოფე წყლების დაღვრა
უმეტეს შემთხვევაში ამნიონური პარკის გარღვევასა და სანაყოფე წყლების დაღვრას წინ სხვა ნიშნები უძღვის. სანაყოფე წყლების დაღვრა მშობიარობის დაწყების ერთ-ერთი ბოლო მანიშნებელია, თუმცა, არც ისე სამედო, რადგან  ბუნებრივად მხოლოდ 15% შემთხვევაში ხდება.

5. ნიშნები, რომ მშობიარობა მალე დაიწყება (მაგრამ ჯერ არ დაწყებულა)

ეს ნიშნები შეიძლება მშობიარობამდე ერთი თვით ან რამდენიმე საათით ადრე დაიწყოს.
6. ნაყოფის თავის დაწევა
თუ პირველად მშობიარობთ, ბავშვის თავის მენჯის ღრუში დაშვება მშობიარობამდე 2-4 კვირით ადრე მოხდება. მომდევნო მშობიარობის შემდეგ კი ეს პროცესი შეიძლება უშუალოდ მშობიარობამდე არც მოხდეს.ამ დროს შეიძლება სიარულის მანერა შეგეცვალოთ და შარდვა გაგიხშირდეთ.

7. საშვილოსნოს ყელის გაფართოება
საშვილოსნოს ყელი გაფართოებას და გადასწორებას მშობიარობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე იწყებს.

8. მუცლისა და წელის ტკივილი
ამის მიზეზი კუნთების და სახსრების გაჭიმვაა, როცა თქვენი ორგანიზმი მშობიარობისთვის ემზადება.

9. დიარეა
ისევე როგორც თქვენი საშვილოსნოს კუნთები ეშვება, რათა მშობიარობისთვის მოემზადოს, ასევე დუნდება სხეულის სხვა კუნთებიც, მათ შორის სწორი ნაწლავის კუნთები. ამან შეიძლება მშობიარობის წინა დიარეა გამოიწვიოს. 
შეიძლება გამაღიზიანებელია, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს სრულიად ნორმალურია და კარგის ნიშანია. არ დაგავიწყდეთ მიიღოთ ბევრი წყალი.

10. დაღლილობა და ბუდის მოწყობს ინსტინქტი
მუცლის დიდი ზომა და ორგანოებზე განცდილი ზეწოლა შეიძლება ღამით კარგად გამოძინებაში ხელს გიშლიდეთ. ამიტომ, ეცადეთ წათვლიმოთ როცა შეძლებთ.
ზოგი დედა პირიქით - ძალიან ენერგიული ხდება შვილის დაბადების მოახლოებასთან ერთად და აქვს ძლიერი მოთხოვნილება ყველაფერი, რასაც ხედავს გაასუფთაოს და მოაწესრიგოს. ესეც არ არის პრობლემა, თუ თავს გაუფრთხილდებით და ზედმეტად არ დაიტვირთებით.

როდის უნდა დაურეკოთ ექიმს?
ექიმი ალბათ გეტყოდათ, რომ მას მაშინ უნდა დაუკავშირდეთ, როცა სამშობიარო შეტევებს შორის ინტერვალი ბოლო ერთი საათის განმავლობაში 5 წუთი იქნება.
როცა ტკივილი რეგულარული გახდება და ხანგრძლივობით 30-70 წამი, დროა ექიმს შეატყობინოთ ამის შესახებ.
ექიმს დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ, თუ::
•    გაქვთ სისხლდენა და ღია წითელი ფერის გამონადენი (არა მოყავისფრო ან მოვარდისფრო).
•    დაღვარეთ სანაყოფე წყლები - განსაკუთრებით, თუ ის მომწვანო ან მოყავისფროა.
•    გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან გაორება. ეს შეიძლება პრეეკლამფსიის ნიშანი იყოს, რომელიც დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.


თქვენ ალბათ ერთი სული გაქვთ ,როდის დაიბადება თქვენი შვილი. როცა არ უნდა დადგეს ეს დღე, თქვენი პატარა გამცნობთ, როდის იქნება მზად დაბადებისთვის. თქვენ კი ორსულობის ბოლო

წყარო:whattoexpect.com