ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ფონი იცვლება, ამიტომაც არის, რომ მომავალი დედიკოები ძალიან სენსიტიურები არიან და ვერ აკონტროლებენ საკუთარ ემოციურ მდგომარეობას. აღგზნება, გაღიზიანება და უბრალოდ ცუდი ხასიათიც კი საჭესთან სახიფათოა. ასე რომ, თუ საკუთარ თავს მსგავსი სიმპტომები შენიშნეთ გირჩევთ თავი ხელში აიყვანოთ და საჭესთან ჯდომის დროს თავი მაქსიმალურად აკონტროლოთ. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ქალი ძალიან გაფანტულია. ამიტომ, ამ პერიოდში, და არა მარტო, ორსულ ქალებს ასმაგი ყურადღება და სიფრთხილე მართებთ.
თანამედროვე სამყაროში ყოველდღიური სტრესი არავის უკვირს, ამას ემატება საჭეს მართვის დროს დამატებულ შფოთი და მღელვარება. სანამ საჭეს მიუჯდებოდეთ კარგად დაფიქრდით, რამდენად შეგწევთ სტრესთან გამკლავების და სახიფათო სიტუაციაში სათანადო რეაგირების უნარი. რაღა თქმა უნდა, თუ მომავალი დედა ხვდება, რომ შესაძლოა ვერ ჰქონდეს სათანადო რეაქცია ამა თუ იმ სიტუაციაში უმჯობესია დროებით უარი თქვას მანქანის მართვაზე და არა მძღოლის, არამედ მგზავრის სტატუსით დაკმაყოფილდეს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ორსულობის დროს.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი გვინდა განვიხილოთ ორსულ ქალებთან დაკავშირებით, როდესაც ფეხმძიმე ქალს მუცელი ეზრდება მას შესაძლოა ეგონოს, რომ სამგზავრო ღვედმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ნაყოფს, თუმცა ასე არ არის, ღვედი ბავშვს ნამდვილად ვერაფერს ავნებს, რადგან ნაყოფს საიმედოდ იცავს როგორც სანაყოფე წყლები ისე საშვილოსნოს და ასევე დედის მუცლის კუნთები. ასე რომ, თუ ორსულად ბრძანდებით, თავისუფლად შეგიძლიათ გაიკეთოთ ღვედი, ყოველგვარი შიშის გარეშე, ერთადერთი ის შეგვიძლია გირჩიოთ, რომ მეტი კომფორტისთვის ღვედი არა მუცელზე, არამედ მკერდს ქვეშ გადაიჭირეთ. ასე კომფორტულადაც იქნებით და უსაფრთხოდაც. არსებობს სპეციალური საორსულე ღვედიც, რომელიც მეტად ელასტიკურია და ასევე სამ ადგილას იკვრება.
მსგავსი სიმპტომები, როგორც წესი, თავს უფრო ორსულობის პირველ ტრიმესტრში იჩენს ხოლმე და თანდათან გადის, ასე რომ, უმჯობესია ცოტა ხანი მოითმინოთ და იყოთ უსაფრთხოდ, როდესაც ყველაფერი ჩაივლის, შეგიძლიათ ისევ მშვიდად და თავდაჯერებული მიუჯდეთ საჭეს.