სამეანო პესარია - ორსულობის დროს საშვილოსნოს ყელის დამოკლების პრევენცია და მკურნალობა

06-04-2024

რას ნიშნავს სამეანო პესარია და როდის არის ის საჭირო?

სპონტანური აბორტის საფრთხე არის დიაგნოზი, რომელსაც ბევრ ქალს უსვამენ, თუმცა თანამედროვე მედიცინა ახალ-ახალ გზებს პოულობს ნაყოფის დაკარგვის რისკების აღმოსაფხვრელად. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია პესარის დაყენება. იგი ტარდება გარკვეული მითითებების მიხედვით და საშუალებას იძლევა,თავიდან ავიცილოთ ნაადრევი მშობიარობა. პესარია უნდა გაკეთდეს მხოლოდ გამოცდილი ექიმის მიერ და მხოლოდ  კლინიკაში, ზუსტი ინსტრუქციის მიხედვით და ზომების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში, აღნიშნული მეთოდი იძლევა სასურველ ეფექტს და მომავალ დედას მნიშვნელოვან დისკომფორტს არ უქმნის. 

რა არის პესარი?

სამეანო პესარი არის რბილი, მაგრამ ელასტიური მასალისგან დამზადებული პროდუქტი (სილიკონი ან პლასტმასი), რომელიც ადვილად ეგუება საშვილოსნოს ანატომიურ თავისებურებებს და არ იწვევს ალერგიულ რეაქციას ან უარყოფას. რაც შეეხება მის დიზაინს, ტრადიციულად მზადდება ბეჭდის სახით, მაგრამ ასევე არსებობს კუბის, თასის, სოკოს და კონუსის სახის. სამეანო პესარი გამოიყენება საშვილოსნოს  ყელის საყრდენად, რათა შეამციროს მასზე ნაყოფის ზეწოლა. პესარი ეფექტურად და თანაბრად ანაწილებს დატვირთვას და ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს.

პესარიას დადების ჩვენებებია:

სამეანო პესარის დადება ხდება  საშვილოსნოს ყელის უკმარისობის დროს, რაც გულისხმობს:
•    საშვილოსნოს კედლების შესუსტებას;
•    საშვილოსნოს ყელის დამოკლებას;
•    საშვილოსნოს ღრუს გახსნას;
პესარის გამოყენების აუცილებლობა, როგორც წესი, ჩნდება რთული წინა მშობიარობის, აბორტებისა და სხვადასხვა გინეკოლოგიური პათოლოგიის შემდეგ.
ასევე, სამეანო პესარია კეთდება, თუ არის:
•    მრავალჯერადი ორსულობა;
•    ანთებითი პროცესების გამწვავება;
•    ნაკერების არსებობა საშვილოსნოს ყელზე;
•    გენიტალური ორგანოების სტრუქტურის ინდივიდუალური მახასიათებლები.
უმეტეს შემთხვევაში, სპეციალური კონსტრუქცია ნაყოფის ტარების საშუალებას იძლევა.
პესარის გამოყენების ჩვენებაა აგრეთვე შარდის შეუკავებლობა და შარდის ბუშტის თიაქარი.

პესარი, პესარია.

საშვილოსნოს ყელზე პესარის დადების უკუჩვენებები:

სამეანო პესარი არ გამოიყენება, თუ ფიქსირდება:
•    გამონადენი შერეული სისხლით;
•    ამნისტიური ტომრის პროტრუზია;
•    ქრონიკული ანთებითი პროცესები სასქესო ორგანოებში;
•    მძიმე სომატური პათოლოგიები;
•    შეწყვეტილი ორსულობის ეჭვი;
•    შარდის ბუშტის დისფუნქცია. 

ეს მნიშვნელოვანია!


თუ პესარის დაყენების შემდეგ სასქესო ორგანოებზე ლორწოვანი გარსის ანთება დაფიქსირდა, ტარდება სამშობიარო გზების საფუძვლიანი ანტისეპტიკური მკურნალობა. ის ასევე უზრუნველყოფს ვაგინალური მიკროფლორის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს.

სამეანო პესარიების სახეები 

სპეციალური სამეანო ბეჭდის სახეობა ყოველთვის ინდივიდუალურად შეირჩევა. ეს განპირობებულია ქალის სასქესო ორგანოების სპეციფიკური სტრუქტურით. 
მეანობაში გამოიყენება პესარიების შემდეგი სახეობები:

პესარია, პესარი,

ბეჭედი - პროდუქტები რგოლების ფორმისაა და მზადდება სილიკონისგან. ამ ტიპის ნაკლს განაპირობებს დამაგრების დაბალი საიმედოობა და ამოვარდნის რისკი.

კუბი - პროდუქტს აქვთ კუბის ფორმა. ის, როგორც რგოლი, უზრუნველყოფს ყველა სეკრეციის გადინებას და უმკლავდება მთავარ ამოცანას. მისი ამოვარდნის რისკი მინიმალურია. 

დონატი - ვიზუალურად  დონატს ჰგავს. ის  კარგად უმკლავდება მთავარ ამოცანას, მაგრამ აქვს ვაგინალური სეკრეციის სტაგნაციის მინუსი.

სელჰორნი -ყველაზე საიმედო სახეობაა,  თუმცა  არც ისე მოსახერხებელი გამოსაყენებლად. მას ახასიათებს მჭიდრო ფიქსაცია, მაგრამ ვერ აკავებს  ვაგინალურ გამონადენს. 

პროდუქტის არჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორებია საშვილოსნოს ყელის დიამეტრი და საშოს ზედა მესამედის ზომა - ასე, რომ აუცილებლად დააზუსტეთ ეს საკითხი ექიმთან! 

ორსულობის რა ვადებზე კეთდება პესარი?

პესარი კეთდება 16-დან 34 კვირამდე. სტრუქტურის განთავსების ზუსტი დრო  დამოკიდებულია ორსულობის მიმდინარეობაზე. როგორც წესი, პროდუქტი ფიქსირდება ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ. იშვიათ შემთხვევაში პესარის დაყენება აუცილებელი ხდება ორსულობის  მე-12-მე-14 კვირაში.

ეს მნიშვნელოვანია! 
პესარის გაკეთების ზუსტ დროს ადგენს მხოლოდ ექიმი. ინფექციური პროცესების განვითარების თავიდან აცილების მიზნით  უცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება. 

პესარის დაფიქსირების  პროცესი

პესარის ჩადგმას დიდი დრო არ სჭირდება და არ იწვევს მნიშვნელოვან დისკომფორტს. გამოცდილი ექიმი დავალებას მხოლოდ 15 წუთში ასრულებს.

ფიქსაცია ხორციელდება ეტაპებად:
•    პაციენტი მოთავსებულია სავარძელში (პირველ რიგში ცარიელდება შარდის ბუშტი და ნაწლავები);
•    ინსტალაციის სიმარტივის უზრუნველსაყოფად, პესარი მუშავდება გლიცერინის ზეთით;
•    სტრუქტურა მოთავსებულია ისე, რომ მისი ვიწრო ნაწილი განლაგებულია ბოქვენის ძვლების ქვეშ, ხოლო ფართო ნაწილი მდებარეობს ღრმა საშოში.

თუ არსებობს საშვილოსნოს ჰიპერტონუსი, პაციენტი იღებს ანტისპაზმურ საშუალებებს პისარის ფიქსაციამდე 30 წუთით ადრე. აუცილებლობის შემთხვევაში, პროცედურის დაწყებამდე კეთდება ანესთეზია.

პესარის ტარების თავისებურებები და შეზღუდვები

პესარის ტარებისას ქალს არ უწევს ცხოვრების სტილის რადიკალურად შეცვლა.
არსებობს მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს:
•    ინტიმური კონტაქტების შეწყვეტას;
•    ფიზიკური ვარჯიშის შეზღუდვას;
•    შეკრულობის თავიდან აცილებას;
 სტრუქტურის დაფიქსირების შემდეგ ქალს რეგულარულად (2 კვირაში ერთხელ) სჭირდება გინეკოლოგთან ვიზიტი. ექიმი ჩაატარებს გამოკვლევებს და დარწმუნდება, რომ პესარი არ არის ამოვარდნილი და სწორად არის განთავსებული.  ასევე საჭიროა  ნაცხის აღება ინფექციებზე. 

შესაძლო გართულებები მოიცავს:

•    ვაგინალური გამონადენის ხასიათის (სიმრავლე და სიხშირე) ცვლილებებს;
•    უსიამოვნო შეგრძნებებს ჯდომის დროს;
•    გარსის ანთებას; 
•    კოლპიტის განვითარებას (პესარის მდებარეობის ცვლილების შემთხვევაში);
•    საშოს კედლების ცვეთას;
•    სისხლდენას. 
გინეკოლოგთან რეგულარულმა ვიზიტმა და სტრუქტურის სწორად, პროფესიონალურად დაფიქსირებამ, შეიძლება თავიდან აიცილოს ყველა გართულება. 

ოდნავი დისკომფორტის განცდის შემთხვევაშიც კი  დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თავი იჩინოს  ვაგინალურმა ანთებამ.