რატომ ჩნდება მუცელზე შავი ზოლი ორსულობისას და როდის ქრება?

14-03-2024

ორსულობის დროს ქალებს მუცელზე უჩნდებთა მუქი ვერტიკალური ზოლი, რომელსაც მეცნიერულად  "linea nigra"ეწოდება.  ის  შესამჩნევი ორსულობის მეორე ტრიმესტრში, დაახლოებით მე-20 კვირაში ხდება. ეს მომენტი ორსული ქალების თთქმის 75%-ში ფიქსირდება – დერმატოლოგები თვლიან, რომ ქალებს მუცელზე ხაზი ისედაც აქვთ, თუმა სანამ ორსულობა არ დადგება, ის  შესამჩნევი არ არის.  ამ ხაზს მეცნიერები  "linea alba", ანუ „თეთრ ხაზს" უწოდებენ.მუქი ზოლი მთელ მუცელს კვეთს, ბოქვენიდან  ჭიპამდე, ზოგჯერ - უფრო მაღლაც. მუქი ფერის კანის მქონე ქალებში ეს უფრო შესამჩნევია, რადგან მათ მეტი პიგმენტი აქვთ. 

ორსულობა, ზოლი მუცელზე,
ამ ხაზის გამოჩენა სრულიად ნორმალურია, თუმცა შესაძლოა ცოტა დამაბნეველი იყოს, განსაკუთრებით პირველი ორსულობის დროს. საქმე კი ის გახლავთ, რომ  ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში მელატონინის გამომუშავება იზრდება, რაც კანის ზოგიერთ უბანს ამუქებს. 
ორსულობისას სხეულის ისედაც მუქი ნაწილები - ძუძუსთავები, არეოლები და საზარდულის არე - კიდევ უფრო მუქდება. ამ შემთხვევაში, ორსულობის ხაზი შეიძლება იყოს ან ძლივს შესამჩნევი - თითქოს ის საერთოდ არ არის, ან აშკარად მუქი. თუ პირველი ორსულობისას მუქი ზოლი გქონდათ, შემდეგ ჯერზეც იგივე გელოდებათ. 
შავი ხაზი შესაძლოა ჰქონდეთ არა მარტო ორსულ ქალებს, არამედ არაორსულებს და  ასევე მამაკაცებს და ბავშვებს. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ბოლომდე გარკვევა, თუ რატომ ხდება ეს. 50 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებში ეს შესაძლოაა  რაიმე დაავადების ნიშანი იყოს, მაგრამ ბავშვებში ეს არაფერს ნიშნავს და გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ თავისთავად ქრება.

ორსულობა, ზოლი მუცელზე,
 

შესაძლებელია თუ არა მუქი ხაზის გაჩენის თავიდან აცილება და როდის ქრება იგი?
 

მუცელზე ზოლის გაჩენის თავიდან აცილება შეუძლებელია, რადგან ის ჰორმონებთან არის დაკავშირებული. ზოგიერთი ქალი კანის ამ გამუქებული უბნის გაუფერულებას ცდილობს ხოლმე, მაგრამ ეს სწორი არ არის - ამ დროს სხეულს შეუძლია აბსოლუტურად  მოულოდნელი რეაქციის გამოვლენა, რამაც შესაძლოა  დააზარალოს როგორც ქალი, ისე მუცლადმყოფი ჩვილი. მუქი ხაზი მშობიარობის შემდეგ თავისთავად გაქრება. ამას შესაძლოა  დასჭირდეს რამდენიმე კვირა ან თვე, ზოგიერთ შემთხვევაში კი ის შესაძლოა გაღიავდეს, თუმცა მთლიანად არ გაქრეს. თუ გაწუხებთ ეს პრობლემა, შეგიძლიათ ეს საკითხი  თქვენს ექიმთან ერთად განიხილოთ. ორსულობის დროს ქალის სხეული უამრავ ცვლილებას განცდის. Linea nigra მხოლოდ ერთ-ერთი ასეთი ცვლილებათაგანია და მუდმივ გულისრევასთან, გულძმარვასთან, უძილობასთან, შესაძლო თმის ცვენასთან და უამრავ სხვა პრობლემასთან შედარებით, ის ყველაზე ნაკლებად შემაშფოთებელია.შეცვლილიე სხეულის მიღება ადვილი არ არის, თუმცა ეს არის მოცემულობა, რომელსაც ქალი პატივისცემით და მზრუნველობით უნდა შეხვდეს: ამ დროს ხომ ქალი საკუთარ სხეულში ახალ სიცოცხლეს ავითარებს.