რა არის პროგესტერონი და რისთვის არის საჭირო ორსულობის დროს

17-10-2023

პროგესტერონი ორსულობის დროს
პროგესტერონის კონცენტრაცია ქალის ორგანიზმში მენსტრუაციული ცილის მეორე ნახევარში იწევს ზემოთ და ქმნის წარმატებული ჩასახვისთვის საჭირო ფონს. ორსული ქალის ორგანიზმში კი პროგესტერონის ჰორმონი ნაყოფის ორსულობის ბოლომდე შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი.  

რა არის პროგესტერონი

პროგესტერონი არის სქესობრივი ჰორმონი, რომელიც აუცილებელია ქალის რეპროდუქციული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის. ის არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და ქმნის ჩასახვისათვის საჭირო პირობებს. პროგესტერონი მამაკაცის ორგანიზმშიც არსებობს, თუმცა მცირე რაოდენობით, ის სხვა ჰორმონებისთვის, მაგალითად,  ტესტოსტერონის გამომუშავებისთვის არის საჭირო.  
მენსტრუაციული ცილის პირველ, ფოლიკულურ ფაზაში პროგესტერონი დაბალია. ეს ფაზა მენსტრუაციული გამონადენის პირველი დღიდან იწყება და დაახლოებით 14 დღე გრძელდება. მენსტრუაციის დროს საშვილოსნო იწმინდება - იფცქვნება და გამოიდევნება ენდომეტრიუმი, ლორწოვანი გარსი, რომელიც ყოველთვიურად ახლიდან იზრდება და ელოდება განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს. 
ფოლიკულური ფაზის დროს საკვერცხეებში ერთდროულად რამდენიმე ფოლიკული ჩნდება. სხვადასხვა სქესობრივი ჰორმონის ზემოქმედებით თითოეულ ფოლიკულში მწიფდება კვერცხუჯრედი, ქალის სქესობრივი უჯრედი, რომელიც მომავალი ბავშვის ნახევარ გენეტიკურ მასალას შეიცავს. ფოლიკულური ფაზის ბოლოს ჩნდება ერთი მთავარი, დომინანტი ფოლიკული ყველა მომწიფებული უჯრედით. ის ფოლიკულები, რომლებმაც ვერ მოასწრეს მომწიფება ციკლის შუამდე, ნელ-ნელა ქრებიან. დომინანტი ფოლიკული სკდება, კვერცხუჯრედი კი გარეთ გამოდის. ის ხვდება საშვილოსნოს მილში და დაახლოებით 24 საათის განმავლობაში საშვილოსნოსკენ გადაადგილდება.  ამ პერიოდს ოვულაცია ეწოდება და ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელ პერიოდად ითვლება. ოვულაცია საშუალოდ 24 საათი გრძელდება.


სანამ კვერცხუჯრედი რეპროდუქციული სისტემის გავლით საშვილოსნოსკენ გადაადგილდება გამსკდარი ფოლიკულის ადგილას წარმოიქმნება ყვითელი სხეული, მას აქტიურად გამოიმუშავებს ჩვენთვის ნაცნობი ჰორმონი, პროგესტერონი. მისი ზემოქმედებით საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი იზრდება და გამოყოფს სხვადასხვა სეკრეტებს. ყველაფერი ეს საჭიროს იმისთვის, რათა საშვილოსნო განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შესაძლო მიმაგრებისათვის, იმპლანტაციისთვის, მოემზადოს. 
თუ
ოვულაციის დროს ორსულობა არ დადგა ყვითელი სხეული გაიწოვება. ამ პროცესს ექიმები რეგრესიას უწოდებენ. შედეგად, ორგანიზმში პროგესტერონის დონე ეცემა. ენდომეტრიუმი იწყებს აფცქვნას, საშვილოსნო ვიწროვდება და გამოდევნის მას. იწყება მენსტრუაცია, მასთან ერთად კი ახალი ციკლი. 
ამგვარად, ყოველი მენსტრუაციული ციკლის დროს ქალის ორგანიზმი, უფრო სწორედ კი მისი რეპროდუქციული სისტემა შესაძლოა ორსულობის დადგომისთვის ემზადება, რაშიც მას სწორედ პროგესტერონი ეხმარება. 

 

რა საჭიროა პროგესტერონი ორსულობის დროს. 
 

თუ ოვულაციის დროს მამაკაცის სპერმატოზოიდმა მიაღწია კვერცხუჯრედამდე და ერთ-ერთმა მათგანმა მოახერხა მისი განაყოფიერება წარმოიქმნება ზოგოტა. ეს გახლავთ უჯრედი, რომელიც ორივე მშობლის გენეტიკურ მასალას შეიცავს. ზოგოტა განაგრძობს მოძრაობს საშვილოსნოსკენ, მასში კი უჯრედები დაყოფა გრძელდება, რაც აუცილებელია ემბრიონის ფორმირებისთვის. ორსულობა იწყება სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერების დროს. როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუში ხვდება იგი მის ლორწოვან გარსს  ემაგრება და ჩანასახი იწყებს განვითარებას. ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის მეშვეობით ორგანიზმი ხვდება, რომ ორსულობა დადგა, სწორედ ამ ჰორმონის ტესტით განისაზღვრება ორსულობა. hCG ქალის ორგანიზმში ორსულობის დაწყების პირველივე საათებიდან ფიქსირდება, თუმცა მცირე დოზებით. პროგესტერონის მიერ გამომუშავებული ყვითელი სხეული არსებობას განაგრძობს. მისის მიზანი ნაყოფის შენარჩუნებაა. ორსულობის დადგომისთანავე პროგესტერონის დონე ქალის ორგანიზმში მატულობს. 

პროგესტერონი,

რა მისია აკისრია პროგესტერონს?

პროგესტერონი ზემოქმედების შედეგად ციკლი არ იწყება, რადგან მისის დონე არ ეცემა. გარდა ამისა, პროგესტერონი ხელს უშლის საშვილოსნოს შეკუმშვაში, ადუნებს მის კუნთებს, რაც ნაწლავებსაც გადაეცემა, ამიტომ არის, რომ ორსულ ქალებს ხშირად აწუხებთ შეკრულობა. 
თუმცა პროგესტერონის მთავარი ფუნქცია ქალის იმუნური რეაქციის დაქვეითებაა. საქმე ის გახლავთ, რომ გენეტიკური მასალის ნახევარი ნაყოფს მამისგან გადაეცემა.  ქალის ორგანიზმისთვის ეს უცხო სხეულია. შესაბამისად, ქალის იმუნური სისტემა მათ პათოგენურად მიიჩნევს და მათ  განადგურებას ცდილობს. პროგესტერონი კი, იმუნიტეტის დაქვეითებით ნაყოფს შესაძლოა მოშლისგან იცავს. 


ერთი სიტყვით, პროგესტერონი ერთგვარი მაცნეა, რომელიც ქალის ორგანიზმის ყველა ორგანოს ორსულობის შესახებ ამცნობს. სწორედ პროგესტერონი ახდენს ქალის სხეულის გადაწყობის პროვოცირებას, ამარტივებს ცხიმოვანი მასის დაგროვებას და ცვლის შინაგანი ორგანოების მუშაობის რიტმს, რათა მომავალ ბავშვს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეექმნას. ორსულობის ადრეულ სტადიაზე ქალის მკერდი ზომაში იზრდება, ხდება უფრო მგრძნობიარე და შესაძლოა მტკივნეულიც კი იყოს.  ასე ემზადება სარძევე ჯირკვლები ძუძუთი კვებისათვის. იცვლება მთელი ჰორმონალური ფონი, მეტაბოლიზმი, განწყობა და გემოვნება. მაგალითად, ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ტოქსიკოზი არის არა მხოლოდ სხეულის რეაქცია ჰორმონალურ ცვლილებებზე და განვითარებად ნაყოფზე, არამედ დამცავი მექანიზმია. პირველ ტრიმესტრში ბევრ ქალს უვითარდება ზიზღი გარკვეული საკვების, ხშირად ხორცისა და თევზის მიმართ. სწორედ ეს პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს საშიშ პათოგენებს. ისინი ადვილად აღწევენ ორგანიზმში დასუსტებული იმუნური სისტემით და შეიძლება გამოიწვიონ სხვადასხვა დაავადებები. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ორსულობის დასაწყისში ნაყოფი ყველაზე დაუცველია ინფექციების მიმართ, პოტენციურად საშიში პროდუქტების ასეთი აცილება საკმაოდ ლოგიკურია.

როდემდე არის საჭირო პროგესტერონი?
 

ორსულობის მე-8-მე-10 სამეანო კვირაში, ბავშვის გვერდით ყალიბდება დროებითი ენდოკრინული ორგანო, პლაცენტა. ის იღებს პროგესტერონის გამომუშავების ფუნქციას და ასევე ანაცვლებს ემბრიონის ჩამოუყალიბებელ შინაგან ორგანოებს.
პლაცენტა ნაყოფს  ჭიპლარით უერთდება და  მას ერთგვარი  „ქოლგის“ მაგივრობას უწევს,  იცავს მტრულად განწყობილი გარე სამყაროსგან:  ფილტრავს შემომავალ სისხლს, თავს აცილებს ბავშვს პოტენციურად საზიანო ნაერთებისა და მიკროორგანიზმებს, უზრუნველყოფს ემბრიონს საკვებითა  და ჟანგბადით,  გამოიმუშავებს სხვადასხვა ჰორმონებს, აგროვებს და შლის მეტაბოლურ პროდუქტებს დედის სისხლითა და ტოქსინებით.
პროგესტერონის დონე ქალის ორგანიზმში მაღალია 40-42 კვირამდე. შემდეგ ის თანდათანობით მცირდება, ახდენს მშობიარობის დაწყების პროვოცირებას და არდაბადებულ ბავშვზე პასუხისმგებლობას სხვა ჰორმონს,კერძოდ, ოქსიტოცინს გადასცემ. სწორედ ოქსიტოცინი უზრუნველყოფს  საშვილოსნოს ყელის გაფართოებას და შეკუმშვას.