უსაფრთხოა თუ არა ორსულობის პერიოდში საწმენდი საშუალებების გამოყენება?

26-06-2022

ორსულობის პერიოდში საწმენდი საშუალებების გამოყენება უსაფრთხოა, თუ დაიცავთ რამდენიმე წესს.

ფართოდ გამოყენებული საწმენდი საშუალებების შემადგენლობის და მოქმედების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, ამიტომ უმჯობესია ორსულობის დროს დასუფთავებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.

  • დარწმუნდით, რომ სივრცე, სადაც მუშაობთ, მუდმივად ნიავდება. ეს შეამცირებს თქვენ მიერ შესუნთქული ქიმიკატების რაოდენობას.
  • ატარეთ ხელთათმანები და გრძელმკლავიანი პერანგი სხეულის დასაცავად, რადგან ქიმიკატები კანიდანაც შეიწოვება.
  • ზოგიერთი საქმიანობა კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. ამ სამუშაოების შესრულება უმჯობესია ოჯახის წევრებს გადააბაროთ:
    ორსული, დალაგება, ორსულობა,

ღუმელის გაწმენდა - ნივთიერებები, რომლებსაც ღუმელის გასაწმენდად ვიყენებთ, გამოყოფს უამრავ ორთქლს, რომელშიც მაღალი კონცენტრაციითაა ძლიერმოქმედი ქიმიკატები. ყოველთვის დარწმუნდით, რომ ოთახი კარგად არის ვენტილირებული და ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციები და გამაფრთხილებელი ეტიკეტები.

აეროზოლური საწმენდი საშუალებები გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ჰაერში შეწოვილი რჩებიან წვეთების სახით და მათი შესუნთქვა თითქმის გარდაუვალია, ამიტომ უმჯობესია, თუ აეროზოლურ საშუალებებს ორსულობის დროს მაქსიმალურად მოერიდებით.

შეგიძლიათ მოიძიოთ ბუნებრივი და არა ქიმიური საწმენდი საშუალებები, რომლებიც თავისუფალია ტოქსიკური ნივთიერებებისგან, ან გამოიყენოთ პროდუქტები, რომლებიც უფრო ეკოლოგიურად სუფთაა, მაგალითად: თეთრი გამოხდილი ძმარი შესანიშნავი ბუნებრივი საწმენდი საშუალებაა, საჭმელი სოდა კი შეიძლება გამოყენებულ იქნას ღუმელის გასაწმენდად.

სახლში მავნე ქიმიკატების რაოდენობის შემცირება ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის დაბადების შემდეგაც.
და ბოლოს, იმისდა მიუხედავად, ორსულად ხართ თუ არა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ არასოდეს შეურიოთ სხვადასხვა ქიმიკატი, როგორიცაა ამიაკი და მათეთრებელი. ასეთი კომბინაციის შედეგად წარმოქმნილი ორთქლი შეიძლება იყოს ძალიან საზიანო ყველასთვის, ვინც მას შეისუნთქავს.