14 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ავოკადო ორსულობისას (რეცეპტები)

17-03-2022

ავოკადო პოპულარულია მისი გემოს და სასარგებლო თვისებების გამო. მაგრამ რამდენად სასურველია ორსულობისას ავოკადოს მირთმევა? ავოკადო ხილია და კენკრის ოჯახში შედის. მისი მომზადება მრავალი სახით შეიძლება. ავოკადოს ორსულობის დაგეგმვის დროსაც იღებენ, რადგან ის ქალებში და მამაკაცებში ფერტილობას ზრდის. 

სასარგებლოა თუ არა ავოკადო ორსულობისას?
ავოკადოს მიღება უსაფრთხოა ორსული ქალებისთვის. უფრო მეტიც, ავოკადოს მირთმევა სასურველია, რადგან ის ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა და კალიუმი, რომლებიც მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისთვის, ასევე - სასარგებლო ცხიმებს, ვიტამინებს და მინერალებს. 

 

რა სარგებელი მოაქვს ავოკადოს მიღებას ორსულობის პერიოდში?
1. ფოლიუმის წყარო
ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ნაყოფის განვითარების შეფერხებას იწვევს. ნაყოფს სჭირდება ფოლიუმის მჟავა ვიტალური ორგანოების განვითარებისთვის. ავოკადო დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას შეიცავს (ნახევარ ჭიქა ხილში 5 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავაა).
2. ანემიის პრევენცია
ორსულობის პერიოდში რკინის ნაკლებობა ანემიას იწვევს. ავოკადო შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რომელიც ორსულ ქალს სჭირდება.
3. მონელების ხელშეწყობა
ორსულ ქალებს ხშირად ყაბზობა აწუხებთ. ავოკადო მდიდარია უჯრედისით, რომელიც საჭმლის მონელებას და ნაწლავების მოქმედებას ასტიმულირებს.

4. ვიტამინების სიუხვე
ავოკადო შეიცავს ვიტამინებს B1, B2, B5, B6, C, E, და K-ს. ყველა მათგანი მნიშვნელოვანია ნაყოფის ზრდა-განვითარებისთვის.

5. ამსუბუქებს ორსულთა ტოქსიკოზს
დილით გულისრევა და ღებინება ორსულობის ადრეული სიმპტომია, რომელიც პირველი სამი თვის განმავლობაში ყველაზე ინტენსიურია. C ვიტამინით მდიდარი ავოკადო ამ პრობლემას ნაწილობრივ აგვარებს.

6. ქოლესტერინისა და შაქრის დონის კონტროლი
ავოკადოს რეგულარულად მიღება აბალანსებს სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონეს.

7. კუნთების სპაზმის შემსუბუქება
ქვემო კიდურების კუნთების დაჭიმულობა და სპაზმი ორსულ ქალებს ხშირად აწუხებთ. ავოკადო დიდი რაოდენობით კალიუმსა და კალციუმს შეიცავს, რაც ამცირებს კუნთების დაძაბულობას და სპაზმს.

8. ნაყოფის ტვინის განვითარების ხელშეწყობა
ერთი ჭიქა ავოკადოს შიგთავსი შეიცავს 22 მგ ქოლინს, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. 

9. მინერალებით მდიდარი
ავოკადო შეიცავს ორსული ქალების დღიური რაციონისთვის აუცილებელ მინერალების: კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმის, ფოსფორის, სპილენძის და თუთიის საკმარის რაოდენობას.

10. საკვები ნივთიერებების შეწოვის ხელშეწყობა
ავოკადო არა მხოლოდ თავად გვაწვდის სასარგებლო ნივთიერებს, ის ასევე ეხმარება ორგანიზმს საკვები ნივთიერებების ათვისებაში. მაგალითად, ავოკადო შესაძლებელს ხდის ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებას, რომლებსაც ტკბილი კარტოფილი, მწვანილები და სტაფილო შეიცავს.

11. სასარგებლო ცხიმით მდიდარი
ორსულობის პერიოდში დამატებითი კალორიებია საჭირო და მათ მისაღებად სასარგებლო ცხიმები საუკეთესო ვარიანტია. ავოკადო შეიცავს ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც სასარგებლოა როგორც დედისთვის, ასვე ნაყოფისთვის.

12. ჭარბი წონის რისკის შემცირება
დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველობის გამო ავოკადო ამცირებს ძალიან დიდი წონის ნამატის რისკს ორსულობის პერიოდში. უჯრედისის 25% ხსნადია და სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებისთვის საჭირო ნიადაგს ქმნის, რომლებიც თავის მხრივ მეტაბოლიზმს აუმჯობესებენ.

13. პრეეკლამფსიის რისკის შემცირება
ავოკადოში არსებული კალიუმის მარაგი ამცირებს პრეეკლამფსიის რისკს და არეგულირებს სისხლის არტერიულ წნევას. ამან შესაძლოა შეამციროს მომავალში გულის დაავადების განვითარების რისკიც.

 

ავოკადოს კვებითი ღირებულება:

  • ნივთიერებათა რაოდენობა ერთ ულუფაში
  • კალორიული ღირებულება    322
  • ცხიმებით წარმოდგენილი კალორიული ღირებულება    265
  • ცხიმის რაოდენობა    29.47g
  • ნაჯერი ცხიმები    4.273g
  • უჯერი ცხიმები    3.65g
  • უჯერი მარტივი ცხიმები    19.696g
  • ქოლესტეროლი    0mg
  • ნატრიუმი    14mg
  • კალიუმი    975mg
  • ნახშირწყლების საერთო რაოდენობა    17.15g
  • უჯრედისი    13.5g
  • შაქრები    1.33g
  • ცილა    4.02g
  • ვიტამინი A    14mcg
  • ვიტამინი C    20.1mg
  • კალციუმი    24mg
  • რკინა    1.11mg

რა რაოდენობის ავოკადო უნდა მიირთვათ დღის განმავლობაში?
სასურველი დღიური ულუფა არის ნახევარი ავოკადო. ავოკადოს ჭარბად მიღების შემთხვევაში, იშვიათად, შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიხატოს.

ავოკადოს მიღების შესაძლო გვერდითი ეფექტები ორსულობის დროს:
შემდეგ სიტუაციებში უმჯობესია შეზღუდოთ ან შეწყვიტოთ ავოკადოს მირთმევა:
•    თუ ცდილობთ წონაში დაკლებას, არ მიიღოთ დიდი რაოდენობით ავოკადო.
•    თუ ალერგიული ხართ ლატექსის მიმართ, დიდი სიფრთხილით მიიღეთ ავოკადო. მისი ალერგიულობა დაკავშირებულია ლატექსის მიმართ ალერგიასთან.

როდის არის საუკეთესო ავოკადოს მიღება ორსულობის პერიოდში?
კვების რაციონში ავოკადოს შეტანა ყველაზე სასარგებლოა ორსულობის დასაწყისში - ფოლიუმის მჟავის შემცველობის გამო. ორსულობის დასაწყისში ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ასოცირებულია ნერვული მილის დეფექტთან.

 

მარტივი რეცეპტები ავოკადოს გამოყენებით

1. ნედლი ავოკადოს სმუზი
დაგჭირდებათ:
•    ½ გათლილი ავოკადო
•    1 ჭიქა წყალი
•    ½ მწვანე ვაშლი
•    1 გაფრცქვნილი ბანანი
•    1 გათლილი ლიმონი
•    1 გათლილი ფორთოხალი
•    ½ გათლილი ლაიმი
•    1 კონა ოხრახუში
•    ყინული
მომზადების წესი:
1.    ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში.
2.    დაიწყეთ ნელი რეჟიმით და თანდათან მოუმატეთ სიჩქარეს.
3.    დააბლენდერეთ დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში, სანამ კონსისტენცია არ გახდება ბლანტი.
4.    ავოკადოს სმუზი მზადაა.
მომზადების დრო: 5 წუთი

 

ავოკადოში გამომცხვარი კვერცხი:

დაგჭირდებათ:
•    2 მწიფე ავოკადო
•    4 კვერცხი
•    1/8 სუფრის კოვზი პილპილი
•    1 სუფრის კოვზი დაკეპილი მწვანე ხახვი 
მომზადების წესი:
5.    გაათბეთ ღუმელი 220 გრადუსამდე.
6.    მოაშორეთ ავოკადოს  კურკა და გაჭერით შუაზე. გაასუფთავეთ ცენტრი შიგთავსისგან, სადაც კვერცხი უნდა მოთავსდეს. 
7.    მოათავსეთ დაჭრილი ავოკადოს ნაჭრები ლანგარზე და დაასხით მათ ცენტრში კვერცხი.
8.    ეცადეთ, რომ ავოკადოზე ჯერ მოთავსდეთ კვერცხის გული და შემდეგ ის დაფაროს კვერცხის ცილამ.
9.    გამოაცხვეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. 
    10. გამოიღეთ ღუმელიდან და მოაყარეთ მწვანე ხახვი და პილპილი.
მომზადების დრო: 30 წუთი
პორცია: 2

ავოკადოს, სალათის ფურცლის და პომიდორის სენდვიჩები

დაგჭირდებათ:
•    1 გათლილი და დაჭრილი ავოკადო
•    4 რომაული ან ბოსტონური სალათის ფურცელი
•    1 დიდი ზომის, დაჭრილი პომიდორი
•    8 ტოსტის ნაჭერი
•    12 თხლად დაჭრილი კიტრის ნაჭერი
•    2 სუფრის კოვზი უცხიმო მაიონეზი
•    4 ნაჭერი ყველი, ნაკლებ ცხიმიანი
მომზადების წესი:
        1. ტოსტზე თანაბრად გადაანაწილეთ მაიონეზი.
        2. დადეთ პურზე ერთი სალათის ფურცელი, 1 ავოკადოს ნაჭერი, 1 პომიდოვრის ნაჭერი, 3 კიტრის ნაჭერი და 1 ყველის ნაჭერი. 8 ტოსტით გამოგივათ 4 სენდვიჩი.
        3. გაჭერით სენდვიჩები დიაგონალურად.
მომზადების დროს: 15 წუთი
პორცია: 4

გვაკამოლე
დაგჭირდებათ:
•    3 საშუალო ზომის ავოკადო
•    1 მკვრივი, თხლად დაჭრილი პომიდორი
•    ½ ხახვი
•    ½ ჭიქა დაჭრილი კილანტრო.
•    2 სუფრის კოვზი ახლად დაწურული ლიმონის წვენი
•    მარილი და პილპილი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
                 1. გაჭერით ავოკადო შუაზე და ამოიღეთ მისი შიგთავსი.
                 2. დაჭყლიტეთ ავოკადოს შიგთავსი ჩანგლით.
                 3. დაუმატეთ სხვა ინგრედიენტები და მოურიეთ.
                 4. შეგიძლიათ მიირთვათ მაშინვე ან შეინახოთ მაცივარში.
მომზადების დრო: 10 წუთი
პორცია: ორ-ნახევარი ჭიქა

ხშირად დასმული კითხვები:
1. უსაფრთხოა თუ არა შავი ან ყავისფერი ლაქების მქონე ავოკადოს მირთმევა? 
ავოკადო გაცივებისას შავ ან ყავისფერ შეფერილობას იღებს. ის ასევე კარგავს ფერს ზეწოლის შედეგად. შეგიძლიათ ხილი თავისუფლად მიირთვათ, თუ ლაქებს დანით მოაცლით.

2. ავოკადოს კურკა საკვებად ვარგისია?
ავოკადოს კურკის მიღება რეკომენდებული არ არის. მისი საკვებად ვარგისიანობა კვლევებით არ არის დაზუსტებული. კურკის ექსტრაქტი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე და ანტი-კანცეროგენულ ნივთიერებებს. არსებობს კვლევები, რომლებიც მის სარგებლიანობას ამტკიცებს.

3. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ძალიან დიდი რაოდენობით ავოკადოს მივირთმევთ?
ავოკადოს დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ჭარბი წონა გამოიწვიოს.

4. ასუქებს თუ არა ავოკადო?
იმის მიუხედავად, თუ რას მიირთმევთ, თუ იმაზე მეტ კალორიას მიიღებთ ვიდრე ეს ორგანიზმს სჭირდება, შედეგად წონაში მოიმატებთ. 

5. სასარგებლოა თუ არა გვაკამოლე ორსული ქალებისთვის? 
შეგიძლიათ ორსულობის პერიოდში გვაკამოლე მიირთვათ, დამოუკიდებლად ან სენდვიჩის შემადგენლობაში. 

ორსულობის პერიოდში უმეტესი პროდუქტის მიღება დასაშვებია, თუმცა საჭიროა ზომიერების დაცვა. ეს ავოკადოზეც ვრცელდება. მიიღეთ ის ზომიერად, ჩართეთ კვების ყოველდღიურ რაციონში სხვა ხილთან და ბოსტნეულებთან ერთად.